შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

,,ერთგული” და ორი გული


26-12-2017, 00:39
ავტორი ნილისმა
ნანახია 1 350

იყო და არა იყო რა…
თუმცა არა, ასე ხომ ზღაპრები იწყება.
არა, არა! ასე უნდა დავიწყო, მიუხედავად იმისა, რომ ეს ზღაპარი არ არის.
იმიტომ, რომ თან იყო და თან არ იყო ის, რის თქმასაც მე ვაპირებ თქვენთვის.
სამყაროები დამოუკიდებლად ყალიბდება.
ვგულისხმობ ორი ადამიანის სამყაროს- დაბადებას, ზრდის პროცესსა და ზრდასრულობას.
მერე ეს სამყაროები ერთმანეთს ხვდებიან და წარმოიშობა სამყაროთშორისი სივრცე.
ეს სივრცე ნელ-ნელა მცირდება და ბოლოს სანტიმეტრებს უტოლდება.
სწორედ ამ დროს იბადება სიყვარული – სამყაროთშორისი გრძნობა.
მერე ვითარდება და ბოლოს გვირგვინდება, ან იქნებ, ქრება- სამყაროთშორის მტვრად იქცევა.
სამყაროთა სიყვარული გვერდით გადავდოთ და ადამიანურ გრძნობებზე ვისაუბრობთ, ასე თუ ისე, უფრო ვერკვევით…
– გოგონა, გოგონა!
– დიახ
– წიგნი დაგივარდათ.
-გმადლობთ.
ორივე თავის გზას გაუყვა.
ბიჭის ფიქრები: ლამაზი გოგოა, ქერა თმები, მოკლე კაბა, მგონი თვალებიც ცისფერი ჰქონდა, თან წიგნი დაუვარდა…
წიგნი, ტო. ალბათ, კითხვა უყვარს, აბა წიგნი რად უნდოდა?!
ლამაზთან ერთად განათლებულიც ყოფილა.
აუ, სანდროს მაგრად შეშურდება. მსუქანი და იდიოტი შეყვარებული ჰყავს, სასტავსაც მაგრად დაევასება.
უკან უნდა გავყვე, ნელი ნაბიჯით მიდიოდა, სადმე ახლოს იქნება…
გოგოს ფიქრები:
წიგნი მომაწოდა, აშკარად ძალიან ზრდილობიანია, თან გამიღიმა, ნამდვილად ზრდილობიანია.
მგონი თაფლისფერი თვალები ჰქონდა, ღმრა და ამოუცნობი.
ალბათ, საინტერესო პიროვნებაა…
-გოგონა, გოგონა, ერთი წუთით…
-აჰ, დიახ.
-მე ნიკა მქვია, საკუთარ თავს ვერ ვაპატიებდი, რომ არ გამეცანით.
-მე ელენა ვარ, ელენა და არა ელენე.
-ლამაზი სახელია ელენა და არა ელენე.
-გმადლობთ.
-მეც იქით მივდივარ, ერთად წავიდეთ.
-საით?
-აი, სადაც თქვენ, რა, – იღიმის.
-გასაგებია, მაშინ ორივე წავიდეთ იქით, სადაც მხოლოდ მე მივდიოდი.
გავიდა წლები, სანდროს და ელენას გზები მართლაც რომ გადაიკვეთა.
არა, კი არ გადაიკვეთა, არამედ ერთმანეთში გადაიხლართა.
ორი გზა ერთად იქცა და ამ გზაზე სიარულის საშუალება მხოლოდ ორ ადამიანს მიეცა.
წლებმა ქარიშხალი წარმოშვა, ქარიშხალმა – შტორმი, შტორმმა- ნგრევა, ნგრევამ კი – მსხვერპლი.
და მსხვერპლთა რაოდენობა მხოლოდ ერთს შეადგენდა, მხოლოდ ერთს, მაგრამ ამ ერთში ერთიანდებოდა ნიკაც და ელენაც, მათი სიყვარული და გაგებაც.
თანაცხოვრების პერიოდს დავუბრუნდეთ. ყველაფერი ზედმეტად იდეალურად დაიწყო, აი, განწირვისთვის რომაა განკუთვნილი ზუსტად ისე.
პატარა სახლში ორი დიდი გული, ,,ერთგულად’’ ქცეული, ცხოვრობდა.
ელენა ისევ კითხულობდა წიგნებს, ნიკას კი მაინც მოკლე კაბა და ფეხის სიგრძე მოსწონდა თავის ცოლში.
ცისფერი თვალები მხოლოდ იმიტომ მოსწონდა, რომ ცისფერი იყო, ბოლო დროს კი ვერ ამჩნევდა, რომ ზღვას არა მხოლოდ ფერით, არამედ სისველითაც ემსგავსებოდა ელენას თვალები.
მიუხედავად თვალებში ცრემლებად ამოსული დარდისა, ელენას უყვარდა ნიკა, თუმცა აღარ ფიქრობდა, რომ ზრდილობიანი იყო თავისი ქმარი.
აღარ ფიქრობდა არა იმიტომ, რომ ნიკა გასარეცხ ტანსაცმელს იატაკზე უმისამართოდ ყრიდა, არამედ ამას დამოკიდებულება აფიქრებინებდა, მის მიმართ დამოკიდებულება.
ყოველდღე ერთი გრადუსით იკლებდა მათ შორის გაღვივებული ცეცხლის ტემპერატურა,
იკლებდა და ელენას თვალები უფრო ემსგავსებოდნენ ზღვას.
ახლა ისინი უფრო დიდ სახლში ცხოვრობდნენ, მაგრამ აღარ იყო არც ორი დიდი გული და აღარც ,,ერთგული’’ , იყო მხოლოდ ელენას გული, სავსე გამოუხატავი გრძნობებით.
და იყო ნიკა, რომელსაც აღარც ცოლის მოკლე კაბა ადარდებდა და აღარც ფეხის სიგრძე.
სწორედ ამ დროს მათ შორის გაღვივებული ცეცხლის ტემპერატურა ნული გრადუსი გახდა, ცეცხლი ჩაქრა, დარჩა მხოლოდ ნაცეცხლარი- შავი ნახშირი, რომელთან შეხება ხელსა და გრძნობებს აშავებდა.
გზები ისევ გაიყო, ნიკა მარცხნივ წავიდა, ელენა- მარჯვნივ.
წლები ქარის მიერ აფარფატებული შემოდგომის ფოთლებივით მიფრინავდნენ.
ელენას გული ჩვეულ ზომას დაუბრუნდა, თვალები მხოლოდ ფერით ემსგავსებოდნენ ზღვას,
ის ისევ მიაბიჯებდა ქუჩაში, მოკლე კაბით და გაშლილი მრხებით, უფრო მეტად ლამაზი, ვიდრე ოდესმე. თითქოს ვიღაცას მისთვის ფრთები მოეჭრას და ადამიანობა მიესაჯოს…
-გოგონა, გოგონა!
-დიახ.
-წიგნი დაგივარდათ.
-არა, ეს ჩემი წიგნი არ არის.
– მაგრამ მე შევხედე, რომ თქვენ დაგივარდათ.
-გეშლებათ, ჩემი წიგნი არ არის.
-კარგით, უკაცრავად.
-არაუშავს, ნახვამდის.
ორივე თავის გზაზე წავიდა.
ბიჭის ფიქრები:
-რა სამწუხაროა, რომ ეს მისი წიგნი არ აღმოჩნდა.
როგორი ღრმა და ამოუცნობი თვალები ჰქონდა, ადამიანი იფიქრებდა, ღმერთმა ზღვა დასაჯა და ის ამ გოგოს თვალებში გამოკეტა სამუდამოდო…
გოგოს ფიქრები:
კარგია, რომ ტყუილი ვთქვი,
მიუხედავად იმისა, რომ წიგნი დავკარგე.
წიგნის დაკარგვა მარტივია, აი, საკუთარ თავს მეტად ვეღარ დავკარგავდი…
გზები მეტად აღარ შეერთებულა…




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent