შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სახე წარსულიდან


30-12-2017, 15:04
ნანახია 1 388

მარშუტის გაჩერებაზე ვიდექი. მოუსვენარი თვალებით ვუყურებდი ჰორიზონტს და ლოდინისგან დაღლილი ყველაფერს უაზრო თვალებით ვუყურებდი. შემოდგომის ამინდისგან შეციებულმა ქურთუკი ტანზე მაგრად მოვიჭირე და ცხვირი რომელიც ამ დროს ყოველთვის მიწითლდება საგულდაგულოდ ჩავმალე საყელოში. ცოტა ხანში გაჩერებაზე უამრავმა ადამიანმა მოიყარა თავი. კუთხეში მდგომს ყურადღებას არავინ მაქცევდა, თუმცა ტყუილად მყოფი რომელსაც გგვერდით მეგობარიც კი არ მყავდა სასაუბროდ, მე ვათვალიერებდი თითოეულ მათგანს. უამრავ სასაცილო ფრაზას მოვკარი ყური და სულელივით ვიღიმებოდი, მერე ვიღაცის უკუღმა დაფარებულ ქუდს მოვკარი თვალი... მოკლედ ჩუმად ვხალისობდი ჩემთვის. ერთი მამაკაცი რომელიც მოშორებით იდგა და ჩემში ნაცნობ ადამიანთან შეხვედრის გრძნობას იწვევდა, უეცრად თავი მოაბრუნა. ეს თვალები, სახე, გამომეტყველება... ღმერთო საიდან მეცნობა. და უცებ... დამავიწყდა სიცივე, დაღლა და ხალხის გამაყრუებელი ზუზუნი გაქრა. ყურში მხოლოდ შორეული ხმა ჩამესმოდა ნაცნობი ხმის: -მიყვარხარ. არასდროს დაგტოვებ. ჩემი იმედის გქონდეს...
უეცარმა შიშმა, უძლურებამ, სისუსტემ შემიპყრო, ვეღარ ვპოულობდი ჩემ თავს, თითქოს გაურკვეველ სივრცეში დავიკარგე, ყვრილი მინდოდა და ვერ ვყვიროდი, ტირილი მინდოდა და ვერ ვტიროდი. გულს დიდი ხანია ასე ჩქარა მკერდში არ უცემია. ნუთუ ის არის? მასშემდეგ რამდენი წელი გავიდა ვინ იცის, იქნებ მეშლება? მაგრამ არა, შეუძლებელია იმ ადამიანის თვალები დაგავიწყდეს რომლის ყურებაშიც დღეებს ატარებდი. თავში ისე ტივტივებდა ყველა მასთან დაკავშირებული სხვადასხვა მოგონობა, როგორც წყლის ზედაპირზე მოთამაშე შემოდგომის წითელი, ყვითებული თუ მწვანე ფოთლები.
ღმერთმა იცის არაფრის გახსენება არ მინდოდა, ისე წარმომიდგნა თვალწინ ჩვენი გაცნობის პირველი დღე, პირველი გასეირნება, პირველა კოცნა, პირველი და უკანასკნელი დაშორებაც კი, რომლის გახსენებაც გულს მტკენს
(ხშირად ვახსენებ შემოდგმობას, ხშირად ვწერ შემოდგომაზე რადგან გულის სადღაც, რომელიღაც პატარა კუთხეში ამ სეზონის სიყვარული ფეთქავდა მისი სიყვარული გამო, რადგან სწორედ შემოდგომაზე გავიცანით ერთმანეთი.)
მკერდზე სისველი ვიგრძენი, რომელიც გულმა თვალს, ხოლო თვალმა ლოყას გამოატანა ისევ ჩემს გულამდე და ბოლოს მისმა სახის გამომეტყველებამ დამაბრუნდა რეალობაში.
დავინახე ხალხის ტალღა მარშუტში ნელ-ნელა ადიოდა და გიჟივით გავარღვიე მათი კედელი. ფანჯარასთან მოვკალათდი, ახლა უკვე გაბედული მზერით ვუყურებდი მას, რადგან ვხედავდი ჩვენს შორის მინის სახით საზღვარს.
მარშუტი დაიძრა და ჩემმა უკანასკნელმა მზერამ მის სახეზე გაყინული გულიდან ჩამოვარდნილი ცრემლი დაინახა.
ანა რობაქიძე




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent