შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მეგობრობა თუ ?!


3-01-2018, 03:59
ავტორი naida
ნანახია 1 501

აფეთქების შემდეგ გზააბნეული დავდივარ და დავეძებ ჩემთვის ორ უძვირფასეს ადამიანს-მეგობარს და შეყვარებულს.. ეზოს წინა მხრისკენ მივიწევ და მაინც, იმედიანად ვიხედები სახლის პირველ სართულში, სადაც ჯერ კიდევ შავი კვამლია.. გულს მისერავს თითოეული ამოსუნთქვა.. მომენტალურად, ამ ჭუჭყიან კვამლში ვარჩევ სამ სილუეტს, ვხედავ როგორ სხედან ღონემიხდილები.. კივილს ვიწყებ როდესაც მესამე სილუეტში ჩემს ერთ-ერთ უძვირფასესს, სანის ვცნობ და სიხარულით გავრბივარ მისკენ.. ფეხზე წამოდგომას არ ვაცდი ისე ვახტები ზედ და ხელებს მთელი ძალით კისერზე ვხვევ.. -ჩემო, ჩემო და კიდე ჩემო, რამდენ ხანს გეძებდი, რამდენი მანერვიულე.._ცრემლებს ვერ ვიკავებ, ისიც სიცილით მხვევს ხელებს და ძლიერად მიკრავს გულში_ ხოიცი შენ გარეშე წამითაც ვერ გავძლებ.. აღარასოდეს დამტოვო და აღარ გაბედო წამითაც მომშორდე გვერდიდან_სიტყვებს შორის მთელ რიგ კოცნებს ვუტოვებ მთელს სახეზე.. მისი ტუჩები ისე ახლოსაა, ისიც ურცხვად მიბრუნებს თავს და ტუჩებზე მიყურებს.. ელოდება როდის ვაკოცებ ტუჩებში და როდის დავუსვამ წერტილს ჩვენს მეგობრობას.. მეც მკლავს მისი ბაგეების დაგემოვნების სურვილი, მაგრამ თავს ვერ ვაძლევ ამდენის უფლებას.. არვიცი სად ვპოულობ ძალას, მაგრამ ბოლოჯერ ვკოცნი ტუჩებთან ძალიან ახლოს და კისრიდან ვეცლები.. ისიც სევდანარევი ღიმილით მიღიმის და რაღაცას მეუბნება მაგრამ არც მესმის და ვერც ტუჩების მოძრაობით ვიგებ რამეს.. ვტრიალდები და სანის უამრავ ხალხთან ვტოვებ, რომლებიც ჩემზე არანაკლებ გახარებულები არიან მისი ცოცხლად ხილვით, მაგრამ მე, როგორც ყველაზე ეგოისტმა, მთელი საათი არავინ მივაკარე.. ის ხომ ჩემი სანია, მარტო ჩემი .. და კიდევ ჩემი..
გარეთ გავდივარ და ახლაღა ვაცნობიერებ რომ შეყვარებულსაც ვეძებდი ცოტა ხნის წინ.. ღრმად ჩავისუნთქე-ახლა კი, ჩემი მეორე სიყვარულიკი მაპოვნინეთ ვინმემ..




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent