შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გონება,შიში ჯერ არ არსებულისა


10-01-2018, 16:21
ავტორი Morning
ნანახია 1 376

მე ალექსი მქვია,უბრალოდ ალექსი.ეს არ არის ჩემი ნამდვილი სახელი.თუმცა თუ გეტყვით სინამდვილეში რა ხდება.მაშინ ხომ ყველაფერს ხიბლი დაეკარგება და აღარაფერი იქნება ისეთი მიმზიდველი როგორიც ახლა არის.ასე,რომ ვიქნები ისევ ალექსი.

ჩვეულებრივ,ჩემი ყოველდღიურობა არ გამოირჩევა სხვა ადამიანებისგან.მაგრამ იმით ვარ განსხვავებული ჩემს გარეშემომყოფებს შორის,რომ მე შემიძლია კითხვები დავსვა.ისეთი კითხვები,რომლის დასმისას არ შემიტოკდება წარბი.არ ამიჩქარდება გული და არ ვინანიებ იმას,რატომ ვიკითხე რა უფლება მქონდა თქო.როგორც ჩვეულებრივ ადამიანს,ჩემთვის თვითობის მნიშნვლეობა,"მთლიანი ადამიანობის" მესმის ! მაგრამ მხოლოდ და მხოლოდ საკუთარ თავში.საკუთარ გონებაში,საკუთარი პროექციებით.თუმაღა ვიცი,რომ არის ამ პროექციების მიღმა რაღაც სხვა.რაც სხვა თვითობას ნიშნავს.სხვა მთლიანობას.რომლისაც პირადად მე მეშინია.ყოველთვის მინდოდა,და მინდა,რომ ამ შიშს,როგორც სხვა დანარჩენ გონებაში არსებულ ფიქრებს,შიშებს,ისე მოვერიო თუმცა ვიცი,რომ არ გამომივა. რადგან არ ვარ"ბუდა" არ ვარ ქრისტე.ამიტომ უნდა მეშინოდეს.მე მინდა ამ შიშის წინაშე დავდგე და გადავლახო.მაგრამ მაინც ვერ ვბედავ "და თან არ მინდა".ჩვეულებრივი პარადოქსია.
ჩემი ეს შიში შემიძლია ყველგან ვეძიო.თითოეულ საპირისპირო სქესის წარმომადგენელ ინდივიდში.მაგრამ ჩემი ინდივიდუალიზაციის პროცესი სხვა გზას გადის.ამიტომაც ეს შიში ყოველთვის ხელს მიშლის.მისი უბრალოდ არსებობის შესახებ,ფაქტი,რომ ის უბრალოდ არსებობს.ჩემი საუბრები საკუთარ თავთან არ გამორიცხავენ მის რეალურ საშიშროებას.
ცოტახანში ყველაფერი ნაცრისფერი გახდება.თუმცა მანამ სანამ რაიმეს მაინც არ დაჰკარგვია ეს ვარდის სურნელი,სჯობს ღრმად ჩავისუნთქო.და ისევე ღრმად ამოვისუნთქო.

ჩვეულებრივი დღე,არაფერი განსაკუთრებული.დილით გაღივძებულს გიჭირს,იმ მყარ ცნობიერებაზე მოსვლა,რომელსაც წლების განმავლობაში კრავდი.ისეთი მკვრივი და ცხელი გახდა,რომ დნობას იწყებს,ყოველი გამოღვიძებისას სადღაცას ორთქლდება.და რამოდენიმე საათი მაინც გჭირდება იმისთვის,რომ ეს სიმკვრივე დააბრუნო და შეკრა.მელანქოლიიდან გამოსვლა ჭირს.ჩვეულებრივ სამყაროს ორი თვალით უყურებ.ორი რეალობიდან.ერთია როდესაც სამყაროს რამოდენიმე საათიანი ძილის შემდეგ უბრუნდები და მეორე,როდესაც გაღვიძებიდან გადის რამდენიმე საათი და ყველაფერი ჩვეულ ფორმაში,რომ დგება.ჩვეული ფრომა,ეს არის"ჩემთვის და არა ვინმე სხვა ინდივიდისთვის"ყველაფერზე ცივი გონებით ფიქრი.შეცნობა საკუთარი თავისა და სულისა.კითხვები რომლებიც ცნობიერში იბადება.და პასუხი არაცნობიერში,რომ აღმოცენდება.და მთელი ეს თემა ცნობიერსა და არაცნობიერს შორის.ყოველდღიურობა არ განსხვავდება,სხვა ყოველი მომდევნო დღეებისგან.ისინის იმ ყოველდღიურობას მიწერებიან,გუშინ და გუშინწინ,რომ იყვნენ.არაფერი ძალზედ განსვავებული ყოველი დღე ერთმანეთისგან იდენტურია.ისეთივე როგორიც თითქმის ადამიანობაა.მიუხედავ იმისა,რომ ინდივიდი არ გავს სხვას.სხვა უნდა დამესგავსოს მას.

ყოველდღიურობის-პირველი დღე
გამოღვიძება და მელანქოლია ერთია.ამის გამო,რადგან წინასწარ ვიცი რა ხდება ძილის პროცესის შემდეგ.ვციდლობ,რომ დიდხანს არ დავიძინო და დავრჩე ცნობიერების იმ ეტაპზე.რომელზეც ახლა ვიმყოფები.თუმცა საინტერესო ის არის.თუ გაცნობიერებული იქნა ძილის პროცესში სიზმარი.ან დამახსოვრებული მაინც.შეგვიძლია წერილის წაკითხვა.მიუხედავად იმისა გაუგებარია თუ არა.რამოდენიმე სიზმარი სიზმარს,რომ ებმის.სადღაც მაინც ცხადი ხდება ის,თუ რას გვკარნახობს,მოგვასწავლებს არაცნობიერი.

ჩემი სიზმარი ასეთია.ჯერ იმდენად ფერადი,რომ მხოლოდ და მხოლოდ გაუცნობიერებელი აღქმისას ეიფორიას მღვრის.

მივდივარ გზაზე.სადაც ორი გზაა.ერთი ვიცი,რომ არის შიში.მეორე კი ჩვეულება.სიზმარშიც კი არ მიყვარს ზედმეტად თავის ატკიება.და გზად ვირჩევ ჩვეულებას.თუმცა ეს შეუძელბელია.რაღაც ძალა მეორე გზაზე მაგდებს.ისე,რომ ვერ ვეწინააღმედგები,როგორც არ უნდა ვეცადო.გზაზე რომლზეც ვიცი,რომ შემხვდება შიში,მხვდება ერთი ქალი.რომელსაც ხელში მანუსკრიპტი უჭირავს.და ხმა ჩამესმის."ჩვენ აქ ვართ,მე და შენ"და ჩემს სახელს აყოლებს.იმდენად მაშინებს ეს ქალბატონი,რომ უკანა გზაზე გაქცევის დიდი სურვილი მიჩნდება,თუმცა უკან დასაბრუნებელი სინამდვილეში გზა არ არსებობს.და ისევ რაღაც ძალა.მისკენ მითრევს.მითრევს და ბოლოს ხდება შერწყმა"ერთი მთლიანობა".მაგრამ სანამ ეს პროცესი დასრულდება ჯოჯოხეთურ ტკივილს განვიცდი.ტანჯვას წამებას.ვყვირი "არა" არა მეთქი მაგრამ ბოლოს შერწყმა გარდაუვალია.და სიამე უსაზღვრო.

ეს სიზმარი ზუსტად ოცდაათჯერ ვნახე ზედიზედ.ოცდამეათე სიზმირს შემდეგ გამიჩნდა სურვილი.რომ გავაკეთო ჩანაწერი.რომელიც მტკიცებულება იქნება,იმის,რომ სიზმარშიც კი ძნელია მეტამორფოზის მოხდენა. და
ჯერ რა არის,რომ მეშინოდეს/მე ციებ-ცხელების მგსავსად მაკანკალებს.



№1  offline წევრი Morning

სწორი კითხვა იყო

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent