რა ლამაზი სიტყვაა მიყვარხარ
მიყვარხარ! - რა ლამაზი სიტყვაა, თითქოს მთელი გულია, ორგანიზმია, თითქოს მთელი ამოსუნთქვაა. მიყვარხარ... ეს ერთი სიტყვა რა უცებ აგვითრთოლებს ხოლმე გულს, აღგვაგზნებს და ცაში აგვაფრენს. სიყვარული... რამდენს გულს უსერავს ეს სიტყვა, თვალებზე ცრემლს მოადენს და შავ ბურუსში გაახვევს. რამდენი რამ შესძლებია ამ ერთ სიტყვას, თითქოს ამ სიტყვის თითოეული ბგერა გულის სიმებს გლეჯს და აცარიელებს ან პირიქით, მძიმე ლოდს ადებს ზედ და მაინც მიყვარხარ... რა ტკბილი რამ არის, ყველა რომ ნეტარებით უცქერის და უფრთხილდება, რადგან თუ არ გაუფრთხილდები სამუდამოდ დაგასნეულებს, დაგტანჯავს. ცივი ნიავი არ უნდა მიაკარო მას, თორემ მაშინვე გაიყინება და მოკვდება. ერთადერთი მისი მაცოცხლებელი არის სითბო და ჩვენც ვუფრთხილდებით, გვეშინია მისი გაყინვის. მიყვარხარ... უცხადებს ბიჭი-გოგოს, მეც. მათი თვალები ცრემლებით ივსება, სიხარულის ცრემლებით, თურმე ბედნიერებაც ატირებს და სტანჯავს ადამიანს. მაინც რა ხარ სიყვარულო... რა ძალა გაქვს, რომ ასე ერთ სულ და ერთ ხორც გვიმორჩილებ, გვიპყრობ ყველას განურჩევლად ქალს, კაცს, ბავშვს. ... სიყვარული, ეს ხომ მართლაც მთლიანი გულია. სიყვარული... ეს არის სიცოცხლე, სიტკბოება, სამოთხე. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.