განა რამე მინდა?
ხანდახან მგონია, მომაბეზრებელი ვარ. უფრო სწორად, ვართ. მე და ჩემი ხასიათი. მე და ჩემი ცვლილებები, რომლებიც რეალურად არც იცვლებიან. მე და ჩემი მიმიკები და მე და ჩემი მიზეზები. იცი, მე გადავიღალე. იცი, მე ახლა რთული პერიოდი მაქვს. იცი, მე ძალიან რთული პიროვნება ვარ და ჩემთან დიდხანს ვერ გაძლებ. დ ა ვ ი ღ ა ლ ე . დავიღალე საკუთარი თავის იმაში დარწმუნებით, რომ ბოლოს, მაინც მარტო დავრჩები. არავინ შემრჩება და ჩემს ძაღლებთან და წიგნებთან ერთად გავატარებ დარჩენილ ცხოვრებას. დავიღალე იმის მტკიცებით, რომ ყველაფერი რაც ხდება, ჩემი ბრალია. იმაზე ფიქრით, მე რომ იქ ვყოფილიყავი, რაღაცას შევცვლიდი. თითქოს სამყაროს წინაშე ვალდებული ვარ და თითოეული ნაბიჯი ან უფსკრულში მითრევს, ან კიდევ, ზოგჯერ სინათლეზე გამოვყავარ. არ ვარ ვალდებული, საკუთარი თავი დავაჯერო-შენ არასწორი ხარ, შენ დააშავე, შენ მას ატკინე, შენ ვალდებული იყავი ეს გაგეკეთებინა, შენ ვალდებული ხარ ყველა და ყველაფერი გადაარჩინო. ადამიანო, შენ ვალდებული ხარ გიყვარდეს ისინი, ვინც სწორედ ამაში გავალდებულებენ! და ზოგჯერ, სამყარო ჩემს ირგვლივაც ბრუნავს. ბედნიერი ვარ, ოღონდ, ამაშიც ეჭვი მეპარება. იქნებ, ამაშიც ვალდებული ვარ. ვალდებული ვარ ბედნიერი ვიყო. ვიღიმოდე და თავს მორცხვად ვხრიდე. ან უბრალოდ, ვეწინააღმდეგებოდე და ფინიშამდე გამარჯვებული გავდიოდე. არ მინდა. არ მინდა ვალდებული ვიყო. მინდა ვიყო ვალდებულების გარეშე და ვგრძნობდე რომ რაღაც ისეთს ვაკეთებ, რაც თავს სრულყოფილად მაგრძნობინებს. სრულყოფილებაც არ მინდა. ვორჭოფობ. განა რამე მინდა? მართლა და, რა მინდა? |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.