შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ერთი საღამო აუცილებლად იქნება ასეთი


2-02-2018, 19:56
ავტორი dikunia
ნანახია 1 440

"ერთი საღამო აუცილებლად იქნება ასეთი: არ უპასუხებ ჩემს ზარებს და სახლში მოხვალ გვიან; იტყვი- არ მესმოდაო, გაბრაზდები- პატარა ხომ არ ვარო?! მე პირს მოვკუმავ და არაფერს ვიტყვი. შენ კი, გაგიხარდება, რომ მე ვეჭვიანობ, ვნერვიულობ ან რამე მსგავსი, მაგრამ შემჩნევით- არაფერს შეიმჩნევ. იმ ღამით, მე ჩვეულებრივ წავიკითხავ ძილის წინ ლოცვებს, მშვიდად და ოდნავ ხმამაღლა, როცა ზუსტად ვიცი, რომ კარს უკან დგახარ და - მისმენ. იმ ღამით, ჩვენ შეთქმულებივით ჩავწვებით საწოლში, მე- კუთხისკენ მივიწევი და ზურგს მოგაქცევ; შენ- ერთ ხანს დამელოდები და როცა მიხვდები, რომ სულაც არ ვაპირებ , ტრადიციულად გითხრა: "შენს ნებაზე იძინე..." ოდნავ გაბრაზებული და ოდნავ ნაწყენი- გამორთავ შუქს.. ცოტა ხნის შემდეგ, შენი მშვიდი, თანაბარი სუნთქვა გააპობს ჰაერს. მე ფრთხილად გადმოვბრუნდები შენკენ და კიდევ უფრო ფრთხილად შემოგიკეცავ - ნახევრამდე გადახდილ საბანს. მერე ჩუმად, ისე, რომ ვერც მე გავიგო- გისურვებ ტკბილ ძილს და რატომღაც, ყველაზე გულუბრყვილო შიშით- შემეშინდება შენი დაკარგვის... მეორე დილით, შენ მადლობას გადამიხსი საბნის გასწორებისთვის და მეტყვი: რომ ეს ერთადერთი ღამე იყო, როცა მე ძილინებისა გისურვე და შენ მაინც არ გძინებია... ეს იქნება ყველაზე უცნაური სიყვარული, რომელსაც ხმამაღლა არასდროს გავუმხელთ ერთმანეთს..."



№1 სტუმარი სტუმარი shalo

auto bloki sg

 


№2  offline მოდერი lemongiirl

რა ძალიან საყვარლობაა! heart_eyes heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent