შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გადამიყვარდი


11-02-2018, 03:01
ავტორი კეროლაინი
ნანახია 1 591

ამ წერილს შენ გწერ სანდრო.. ალბათ ფურცლის ბოლოს ჩემ სახელს რომ დაინახავ გაგიკვირდება, შეგეშნდება,ყელში ბურთი გაგეჩხირება, ეს ის გოგოა გული რომ მოვუკალი, რომ მოვატყუე, იმედები რომ გავუცრუეო იფიქრებ. მიზეზი? ამის დაწერას აქ რა აზრი აქვს. ორივემ ვიცით. რატომ? უბრალოდ ეს კითხვა არ მასვენებს რატომ მომექეცი ასე..რატომ გამწირე? ხომ იცოდი როგორ მიყვარდი..22 აპრილს გაგიცანი კონცერტზე. მომეწონე.. ხო ეგრევე მომეწონე, შენ რომ გამომესაუბრე ჩემს სიხარულს საღვარი არ ქონდა... შენ რომ პაემანზე დამპატიჟე მე გიჟს ვგავდი ისე მიხაროდა.. 2 წელი.. მთელი ორი წელი ვიყავით ერთად და მერე? მერე რა მოხდა... მივხვდი რომ ბედნიერება არ არის მარადიული და ისიც მთავრდება.. მივხვდი, რომ სიყვარული არ არსებობს..მივხვდი,რომ ადამიანებს მარტივად შეუძლიათ გატკინონ გული ისე, რომ ამაზე თვითონ საერთოდ არ იდარდონ.. მივხვდი სანდრო.. მივხვდი, რომ თურმე არასოდეს გყვარებივარ და ეს ყველაფერი ტყუილი იყო! შენ რომ მიმატოვე ძალიან ცუდად ვიყავი. მთელი 1 წელი სახლიდან არ გავდიოდი დეპრესიაში ვიყავი.. დეპრესიაში გესმის? იცი საერთოდ რა არის დეპრესია? გელოდებოდი.. ვერ გელეოდი.. მენატრებოდი, ისევ მიყვარდი... 1 წლის მერე სახლიდან გავედი, სწავლა გავაგრძელე, თუმცა ყოველთვის ყოველ წამს ვფიქრობდი შენზე, დრო ნელა გადიოდა, შენი სახე სულ თვალწინ მედგა. ასე რატომ მიყვარდი? სწავლა, რომ დავამთავრე საფრანგეთი წავედი სასწავლებლად. მე მაშინაც მახსოვდი..მე ყოველთვის მახსოვდი....
მაგრამ ერთ დღეს.. ერთ მშვენიერ დღეს სხვა გავიცანი... ხოო შემიყვარდა..ხო მასთან კარგად ვარ.. ხო მე ბედნიერი ვარ.. და მე მივხვდი... მივხვდი რომ ყველა ცუდი სიზმარი ოდესღაც მთვრდება.. მართლა შეიძლება ადამიანის გადაყვარება და სხვისი შეყვარება J
მახსოვს ჩვენი პირველი შეხვედრა...
პირველი პაემანი...
პირველი ჩახუტება...
პირველი კოცნა...
პირველი გაბრაზება..
პირველი ჩხუბი...
პირველი შერიგება...
მაგრამ ვეღარ ვიხსენებ ამ ყველაფერს ტკივილით.. უბრალოდ მეღიმება, მეღიმება როცა მახსენდება როგორ მიყვარდი... ხო მიყვარდი აღარ მიყვარხარ.. მინდა იცოდეე რომ გავთავისუფლდი.. ის გრძნობა რომელიც წლების განმავლობაში მტანჯავდა მოვიშრე.. ხო სანდრო გავნთავისუფლდი ამ გრძნობისგან! მინდა.... მინდა იცოდე რომ აღარ მიყვარხარ! და მე ეს შევძელი... მე შენ გადამიყვარდი!



№1  offline წევრი sweetgirl

Chemi tavi gamaxsenda ????Imedia mec shevdzleb da daviviwyeb 8weli gavida ukve :( ra grdznobitaa dawerili kinagam ametira ❤️❤️❤️????????????

 


№2  offline წევრი კეროლაინი

MariamChiokadze
Chemi tavi gamaxsenda ????Imedia mec shevdzleb da daviviwyeb 8weli gavida ukve :( ra grdznobitaa dawerili kinagam ametira ❤️❤️❤️????????????

შეძლებ❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent