შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ვნანობ....


2-03-2018, 01:17
ავტორი sweetgirl
ნანახია 1 584

ვნანობ,ვნანობ ყველაფერს,რაც შენ გეხება.ნეტავ არასდროს გათენებულიყო ის დღე,როცა დაგინახე და ერთი ნახვით შემიყვარდი.ხანდახან მგონია,რომ მაშინაც მიყვარდი,როცა არ მყავდი ნანახი,სხვანაირარ შეუძლებელია ახსნა ის გრძნობა,რასაც შენ მიმართ ვგრძნობ.ვნანობ იმ დღეს,რადგან იმ დღეს თავიდან დავიბადე და თან მოვკვდი,რადგან ჩემი სიყვარულით შენ მოგეცი უფლება ან ბედნიერება მოგენიჭა ჩემთვის,ან მოგეკალი.შენ მეორე აირჩიე და ნელ-ნელა მიღებ ბოლოს.ვნანობ იმ დღეს,როცა ჩემი საქციელებით მიგახვედრე,რომ გულში ჩამივარდი.შეიძლება ახლა ასე ძლიერად არ მტკენოდა გული,თუკი არასდროს შემომხედავდი სხვანაირი თვალებით და იმედს არ მომცემდი.ის გამოხედვა, ის ღიმილი არასდროს დამავიწყდება.ყველაფერს გავაკეთებდი,კიდევ ერთხელ რომ მასე შემოგეხედა ჩემთვის,კიდევ ერთხელ.შეიძლება არასდროს გვილაპარაკია,როგორც შეყვარებულებს,არასდროს გვისეირნია ერთად,როგორც სხვა წყვილები,მაგრამ ჩვენ შორის იყო რაღაც,რაც არც მე და არც შენ სხვასთან არ გქონია.ვიცი შენც გახსოვარ,ამას შენს ყოველ ნახვაზე ვგრძნობ,ისიც ვიცი,რომ ერთად ვერასდროს ვიქნებით,მაგრამ გული მაინც შემოგტირის.იმდენად გულნატკენი ვარ,რომ ვეღარ ვიხსენებ იმ ბედნიერ დღეებს,რომელიც შენ მაჩუქე,რადგან ეს ყველაფერი სევდამ გადაფარა.აუხსნელია ის გრძნობა,რასაც შენ მიმართ ვგრძნობ და თან უცნაურიც,რადგან ყველას არ შეუძლია მისტიროდეს ადამიანს,ვისთანაც თან იყო და თან არა,მაგრამ ცალმხრივი სიყვარული ყველაზე ძნელი გადასატანია,რადგან იმ დღის მერე,რაც შემიყვარდი ტანჯვის მეტი არაფერი მოგიტანია ჩემთვის.თითქოს გზის გასაყარზე ვარ,წინ მივდივარ,მაგრამ წარსულიც უკან მომყვება და მისგან ვერ გავთავისუფლდი.ვიცი,რომ ცხოვრება ახალი ფურცლიდან უნდა დავიწყო,მაგრამ როგორ გავაკეთო ეს,როცა ძველი არ დამთავრებულა,ან შეიძლება არც დაწყებულა...



№1  offline წევრი nimi

ყოჩაღ ზუსტად ისაა რაც მე ,,მჭირს'' ერთერთი ჩემი ჩანახატი წაიკითხე მართლა ძალიან გავს ჩემებს

 


№2  offline წევრი sweetgirl

nimi
ყოჩაღ ზუსტად ისაა რაც მე ,,მჭირს'' ერთერთი ჩემი ჩანახატი წაიკითხე მართლა ძალიან გავს ჩემებს

Vaime rogor emtxveva martla ❤️❤️

 


№3 სტუმარი mari

ყოჩაღ <3

 


№4  offline წევრი sweetgirl

mari
ყოჩაღ <3

❤️❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent