მაპატიე...
ალბათ ძველებურად არ იცი რა ხდება ჩემში. არ იცი ალბათ რომ ახლაც მტკივა, რომ ახლაც გეძებ, რომ ახლაც მიყვარს... მიყვარს ჩემი და შენი ისტორია, ჩვენი წამები, ჩვენი დღეეები... რომ ისევ მიყვარხარ, რომ ისევ ველი, გულის სიღრმეში ალბათ შენს ღიმილის... იმიტომ რომ მენატრება. იმიტომ რომ უზომოდ მენატრება შენი ნათელი ღიმილი, შენი სახე, გამოხედვა, თვალები.... როგორ მენატრება შენი კეთილი თვალები.... შენ ვერც კი ხვდები მე როგორ მტკივა. მე კი არც კი ვიცი შენ როგორ ფიქრობ.... იცი რამდენჯერ მინდოდა დამეწერა ჩვენზე? მე სულ ჩვენზე ვწერ. აუხდენელ ოცნებებს, შენამდე არ მოსული ფრაზებით, წერილებით.... მაგრამ არც ერთი ჩემი ნაწერი არ მიმსუბუქებს ტკივილს, არ მათავისუფლებს გრძნობებისგან, არაფერს არ მაძლევს, გარდა სინანულისა, მარტოობისა და ისევ და ისევ ტკივილისა. რამდენჯერ მინდოდა მომეხადა შენთვის ბოდიში. რისთის იცი? იმისთვის რომ არ ვიბრძოდი, იმისთვის რომ არაფერს არ ვაკეთებდი იმ ბედნიერებისთვის რომელიც შენ იყავი. მაპატიე იმიტომ რომ გაგიშვი, რომ შენს შეზიზღებას ვცდილობდი, რომ არ გელოდებოდი, რომ ვბრაზობდი რომ მეგონა თითქოს ასე მარტივად გადაგიყვარებდი.... მაგრამ შეყვარებულის გადაყვარება ასე მარტივი რომ იყოს... რა უცნაურია. იცი რა კარგად მახსოვს ჩვენი პირველი შეხვედრა. იცი რა კარგად მახსოვს ის პირველი წელი სულელი გოგონასავით ხან ცრელებსა და ხანაც ღიმილში რომ ვიძინებდი. შენი ერთი სიტყვა, არა! შენი უბრალოდ გამოჩენა რომ მაბედნიერებდა. სიზმრებში რომ მესიზმრებოდი და ეს სიზმრები რეალობაზე მეტად რომ მიყვარდა. წუთი არ გადიოდა უშენოდ, შენზე ფიქრის გარეშე... და იცი ამ დროს როგორ მტკიოდა? მტკიოდა ის რომ შენ არ გრძნობდი ჩემს გრძნობებს, არ გესიზმრებოდა ჩემი სიზმრები, არ ელოდებოდი ჩვენს შეხვედრებს და არ გიყვარდი. არ გიყვარდი ისე როგორც მიყვარდი მე... ასე ძალიან მიყვარდი მაშინ,ასე ძალიან მტკიოდა. მაშინ ამ სიტყვას შიშით ვამბობდი, შიშით ვფიქრობდი მაგრამ ახლა, ახლა..... სულელი გოგონას შემდეგ, უბრალოდ შეყვარებული გოგონას შემდეგ ძალიან ბევრი ვინმე ვიყავი. ხან ძლიერი, ხან ამბიციური, ხან მიზანდასახული, ხან დაცემული, მიწასთან გასწორებული, ფეხზე დამდგარი, ხანაც უბრალო... მაგრამ არასდროს, არასდროს არ ვყოფილვარ მე შენს გარეშე. მე არ იყავი უშენოდ ბედნიერი ან უბედური. როგორ ვერ ხვდები რომ შენით ვცოცხლობდი. რომ ყველაფერი რაც კი ჩემს გარშემო ხდებოდა შენ, მხოლოდ შენ გიკავშრდებოდა. ჩვენი ურთიერთბები იცვლებოდა, ძალიან ბევრჯერ, ძალიან ხშირად. შენთან ხან ისე ახლოს ვიყავი, ხან კი ისე შორს... ვერ ვხვდებოდი, ახლაც ვერ ვხვდები როდის და რატომ მაგრამ ასეა... ასე იყო. არ ვიცი ახლაც რატომ ვერ გიშვებ ჩემი გონებიდან, ჩემი გულიდან, ჩემი არსებიდან. ბოლო დროს ხომ შენს გარეშე ცხოვრება თითქოსდა ვისწავლე. ხომ მეგონა რომ შენს გარდა ვინმე კიდევ გამოჩნდებოდა. ხომ მეგონა ისიც ისე იქნებოდა ჩემთვის როგორც იყავი შენ. ისე გამაბედნიერებდა როგორც ამას აკეთებდი შენ, და ისე ვიტირებდი მის გამო როგორც.... მაგრამ არა, შენთან ყველაფერი სხვაგვარად იყო. უფრო ლამაზად, უფრო სპეტაკად, უფრო უბრალოდ და ზღაპრულად. და როდესაც ამაზე ფიქრი დავიწყე, მაშინ მივხვდი რომ შენ ჯერ კიდევ აქ ხარ და არა სადღაც, წარსულის დღეებს ამოფარებულ მოგონებებში. მე არ შემიძლია დაგივიწყო, არ შემიძლია შევწყვიტო შენზე ოცნება, შენზე ფიქრები. არ შემიძლია მოგონებებად დავტოვო. იმიტომ რომ მე შენ სიცოცხლისთვის მჭირდები. მაპატიე ჩემი უაზრო თავმოყვარეობა, მაპატიე ჩემი ყოველი არ გადადგმული ნაბიჯი რომელსაც შეეძლო რაიმე შეეცვალა. მაპატიე და გთხოვ შემიყვარე, შეეცადე შემიყვარო ისე როგორც მიყვარხარ მე. მე კი დაგელოდები რადგან ვიცი, რამდენი ხანიც არ უნდა გავიდეს, რამდენი ვინმეც არ უნდა გამოჩნდეს, შენ ჩემთვის მაინც სულ სხვა იქნები, და შენს მსგავსად ვერავინ ვერასდროს ვერ მოახერხებს ჩემი ჩაძინებული მუზების საიდუმლო კოცნით ასე ლამაზად გამოღვიძებას. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.