შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გავუფერულდი...


14-04-2018, 22:53
ნანახია 1 315

გავუფერულდი...
ნელ-ნელა გაიცრიცა
ჩემში ფერები...
არაფერია...
არ გთხოვ მოხვიდე...
მე არ მჭირდება
დამიჯერე ყალბი ფერები...
მერე რა მოხდა?!
წადი... გაგიშვი...
ნუ დაბრუნდები...
აღარ მჭირდები...
თუმცა როგორ არა ძალიან მჭირდები... სასაცილოა და საკუთარ თავს ვეჯიბრები... მინდა... არ მინდა... აღარ ვკითხულობ... ვცარიელდები... ისევ ვივსები და ისევ ისე ვცარიელდები... ჩვეულებრივ ყველაფერი ბრუნავს... ბუმერანგივით მიბრუნდება თითქოს და გაშვებული ტკივილები... ვერაფრით ამოგირეცხე გულიდან... საბოლოოდ ვერაფრით წაგშალე...
ეხლა ღამეა და ამოლაგებული ტკივილები დამიბრუნდნენ... ისევ ისე ამერია გონება... ვეღარაფერს ვგრძნობ უდიდესი მონატრების გარდა... შენი ყოველი გახსენება მისერავს გულს... თითქოს გაგიშვი და მაინც საბოლოოდ ვერ შევძელი დამშვიდობება...
ისევ ჩუმად ვცდილობ რაღაც გავიგო... ხოო მიჭირს... მიჭირს დაგთმო... თუნდაც მტკიოდე მაინც მინდა ჩემში იყო... ვერ გიშვებ... ვერ გთმობ ბოლომდე... არ შემიძლია...
რა სისულელეა არა?!
ვზივარ და არ არსებულ სიყვარულს მივტირი... შენს მიერ დატოვებულ ნაგავს დავყურებ და ვიხრჩობი... მახრჩობს ის სიბინძურე რაშიც ვარ... შელახული გრძნობები მანადგურებს... სულში იმდენი ნაგავია... იმდენი ჭუჭყი... ყველაფერი თავდაყირა დგას... ისე უცებ შემოიჭერი ჩემში და ისე დაანაწევრე ყველაფერი რომ მიჭირს აღვდგე... მიჭირს ისევ ის ვიყო... თუმცა რა სისულელეა მე ხომ ის აღარ ვიქნები... უბრალოდ ვერ შევძლებ...
მიყვარხარ... ამ სიბინძურეში ერთადერთი ეს გრძნობა დარჩა სუფთად... ერთადერთი მას არ შეხებია ჭუჭყი...
მე კი გავუფერულდი... ჩემს განახევრებულ სულში მხოლოდ სიყვარული ფეთქავს... შენდამი სიყვარული...
როგორ მინდა მოხვიდე და ისევ მთლიანობად მაქციო...
თუნდაც წამიერად... მოხვიდე და მომცე ფერები...



№1  offline აქტიური მკითხველი ონლაინ გოგონა

მწერალი ქალი
მეგონა მე ვსაუბრობდი...მშვენიერი იყო:*

kissing_heart kissing_heart

 


№2 სტუმარი სტუმარი თამო

ძალიან მომეწონა :-*

 


№3  offline აქტიური მკითხველი ონლაინ გოგონა

მადლობა რომ კითხულობთ ჩემს სიახლეებს)) ❤️❤️❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent