შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წვიმაში მოხეტიალე*


22-04-2018, 01:09
ავტორი Mika_Reeves
ნანახია 1 130

საათს დავხედე.უკვე ათი საათი გამხდარიყო.თვალები მოვიფშვნიტე და ოდნავ წამოვიწიე,თოვდა..თოვდა ზუსტად ისე როგორც 23 ოქტომბერს.
სკოლის დაწყებამდე რამოდენიმე საათი იყო დარჩენილი,ამიტომ ავიღე კამერა და რაღაც უცნაური გრძნობით შეპყრობილმა მეტროს მივაშურე.
ნელა მივსეირნობდი და გამორჩეულ,საინტერესო ადამიანებს ფოტოაპარატით ვაფიქსირებდი. ჩემი სიძველისაგან გახუნებული წიგნაკიც თან მქონდა,მეტროში შესვლისას სკამზე ჩამოვჯექი და ჩანაწერების წერას შევუდექი.
წიგნაკის ყდაზე მიწერილ ჩემს სახელს მელნის სქელი მონასმი გადავატარე.
მეტროს გასასვლელი,სწრაფი ნაბიჯებით გავიარე.მივდიოდი ქუჩაში და უბრალოდ ვიღიმოდი,არადა შიგნით სრული სიცარიელე იყო,
ვიღიმოდი უემოციოდ მაგრამ ვერავინ ხედავდა თუ რას ვგრძნობდი.
არ ვუზიარებდი არავის ჩემს განცდებს. ალბათ იმიტომ რომ ვერ გამიგებდნენ, მათი ნუგეშიც იმ მომენტში ისევე უემოციო იქნებოდა როგორც ჩემი ღიმილი.
მივდიოდი ნელა და უჩუმრად.ყოველ ნაბიჯს სიფრთხილით ვდგავდი,და ტროტუარის სწორ ხაზს თავჩახრილი მივყვებოდი.
დღეს თოვს....თითქმის გამჭვირვალე თოვლის ფანტელები კი სახეზე მადნებოდნენ.
და მაინც რა საინტერესოა არა ცხოვრება?!
თითქოს წამები და წუთები განაგებენ ყველაფერს,
ალბათ იკითხავთ როგორ.
როგორ და, ერთმა წუთმა შეიძლება დაგღუპოს,ანდა შანსი მოგცეს ისევ ცხოვრების.
და მერე მთელი გზის განმავლობაში სანამ სახლს მივადგებოდი თავში მხოლოდ ერთი კითხვა მიტრიალებდა.თუ რატომ ის და არა მე?
და რა იქნებოდა თუ მის ნაცვლად მე შევწყვეტდი არსებობას.
მაგრამ რეალურად ხომ არ არსებობს სიცოცხლის მთლიანად დასრულება.
რაღაცის დამთავრებას ყოველთვის მოსდევს ახალი დასაბამი.
მაგრამ განა საყვარელი ადამიანის გარეშე ყოფნას სიკვდილი არ ჰქვია?
რა განსხვავებაა გარდაცვლილ ადამიანსა და ადამიანს შორის რომელიც ემოციებით დაცლილი ,ცივი თვალებით იმზირებიან.
ნუ გაკცხავთ ასეთ ხალხს,მათ არ აურჩევიათ ასეთი ცხოვრება,ან ნუ კითხავთ თუ რატომ არიან ასეთები, ნურც შეეცდებით რომ ვიღაც ადამიანი რომელიც აღარ არსებობს თქვენით ჩაანაცვლოთ.
გაყინული ცივი თვალები არა?! ფიფქებს ვამსგავსებდი რომელთა დაცემაც ჩემს კანზე მგვრიდა იმის შეგრძნებას თითქოს ის ჩემთან იყო.
გარეთ ისევ თოვდა,ფანჯრის რაფაზე ჩამოვჯექი და ჰორიზონტს დავუწყე მიშტერება,ვრცელ,უკიდეგანო ჰორიზონტს რომელსაც დასასრული არ უჩანდა,ისევე როგორც მარტოობას რომელიც ყოველი ადამიანის თანმდევია.ზოგისთვის დიდია ეს მარტოობის შეგრძნება ,ზოგისთვის კი პატარა, ზოგის სხეული კი ისე ყავს ამ მარტოობას მოცული და დამძიმებული რომ რეალობის აღქმას კარგავენ.არ ვიცი გყავთ თუ არა ადამიანები ნანახი რომლებიც საუბრისას თავის ტავში იკარგებიან, დიახ სწორედ ასეთ ადამიანებზე გელაპარაკებით.თავიანთი თავი,თავიანთ პატარა სამყაროდ და სამყოფელად რომ უქცევიათ.
ოთახში კი კვლავ არავინ იყო.გარდა მოსაბეზრებელი მარტოობის.


და რაღაც დარჩა, მოგონებები მხოლოდ გაცვეთილი,ძველი მოგონებები....

********************




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent