A letter to you
Hey. ცოტა რთულია ისეთ ადამიანს ესაუბრო,რომელიც არასდროს არ გყავს ნანახი.მოდი ეს ფაქტი უბრალოდ დავაიგნოროთ და ისე ვესაუბროთ ერთმანეთს,როგორც ძალიან კარგი მეგობრები. მისმინე,ვიცი ახლა ყველაზე მეტად ჩემი უაზრო საუბრის მოსმენა არ გინდა,მაგრამ იქნებ ცოტა დრო გამომიძებნო და ეს წერილი ბოლომდე წაიკითხო. იცი,როდესაც ცხოვრებაში რაღაცას დაისახავ მიზნად ძალებს არ იშურებ,რომ ამ მიზანს მიაღწიო.არ ზოგავ თავს,რომ არ დანებდე და შენი მიზნები მხოლოდ ოცნებად არ დარჩეს. როდესაც ძალაგამოცლილი ხარ და არ გსურს სვლა განაგრძო ამ მიზნისკენ,ამ მომენტში გახსენდება,რომ მიზანი,რომელიც შენ დაისახე შენ უძლურებაზე ძლიერია.გახსენდება რა ტკბილი იქნება ის მომენტი,როდესაც დასახულ მიზანს მიაღწევ და შენც ძალაუნებურად აგრძელებ სვლას. მაგრამ.... ჰომ სწორედ მაგას ვგულისხმობ.მარტო ამის გადატანა ძალიან რთულია.ძალიან ძნელია,როდესაც არავინ გყავს ისეთი,ვინც მოვა და გეტყვის,რომ არ უნდა შეწყვიტო წინსვლა არ უნდა დაეცე,უნდა ადგე,რადგან მას სჭირდება,რადგან უბრალოდ შენს გარეშე ის ცუდად იქნება და ცხოვრება ფერებს დაკარგავს. და ფაქტი,რომ ვიღაცას სჭირდება,უბრალოდ აღმაფრთოვანებელია.არ გაქვს ამ დროს უფლება დაეცე და არ განაგრძო ბრძოლა.ბრძოლა საკუთარი თავისთვის და იმ ადამიანისთვის,რომელსაც სჭირდები. ჰო...მართლაც... როდესაც არ გვყავს ასეთი ადამიანი,რომელსაც ვჭირდებით?! რა უნდა გავაკეთოთ,უნდა დავნებდეთ? არა,აარა საყვარელო დანებება ყველაზე ნაკლებად გვაწყობს. მისმინე. ვიცი ახლა მარტო ხარ,გულში საშინელ სიცარიელეს გრძნობ და ცრემლები ყელში ბურთივით გეჩხირება.ძალიან გინდა ეს ყველაფერი დამთავრდეს და გზებზე ფიქრობ,როგორ დაასრულო ეს ყველაფერი.ვიცი,როდესაც ყველა დაიძინებს შენს სახლში საბანის ქვეშ შეძვრები და უხმოდ ტირი.ეს ტირილი იმდენად სევდიანია,რამდენადაც რომეოს და ჯულიეტას სიკვდილი.ტირი და გინდა ამ ტირილში ჩადო ის უთქმელი გრძნობები რაც გული გაქვს. არ გინდა არაფერი. არ გინდა არავინ. აღარ გსურს სიცოცხლე და ოცნებობ,ნეტავ დედაშენს შენზე მოშლოდა მუცელი. ასე ჰო რამდენი ადამიანი გადაურჩებოდა არა ტკივილს,რომელიც შენ მიაყენე. და მთავარი შენ გადაურჩებოდი ტკივილს,რომელიც მოგაყენეს. ყველაზე ნაკლებად კი ალბათ ჩემი რჩევების მოსმენა გინდა,მაგრამ უმორჩილესად გთხოვ არ გამაგდო. არ გამაგდო და მომისმინე ბოლომდე. ვიცი,რომ გტკივა. ისიც ვიცი,რომ მარტო ხარ. ისიც ვიცი,რომ უბრალოდ ძალიან დაიღალე და აღარფრის ძალა აღარ გაქვს. ოჰ,როგორ მინდა ახლა შენს გვერდით ვიყო და დაგამშვიდო. როგორ მინდა ჩემი საუბრით მოვახერხო და ოდნავ მაინც დაგიბრუნო იმედი. საკუთარი თავისთვის ოდესმე მოგისმენია? გიცდია საკუთარი თავის შეყვარება? ნუთუ არ გიფქრია იმაზე შენ,რომ სხვა შენს თავს,როგორ მიიღებდი. არ ესაუბრები,ხოლმე შენს თავს? არ ეკითხები რა სტკივა,რა ულხინს,რა სურს ამ ცხოვრებაში და რატომ არის ის იქ,სადაც ახლა ხარ. არ გიცდია საკუთარი თავთან მეგობრობა? შენ,თუ ეს არ გიცდია,ამიტომაც ხარ მარტო. შენ იცი რას აკეთებ.ახლავე გეტყვი. გსურს გყავდეს მეგობრები და ამ მეგობრების ძებნაში და ისეთი ადამიანის ძებნაში,რომელსაც გინდა,რომ უყვარდე უბრალოდ საკუთარ თავს კარგავ. კარგავ საკუთარ თავს სხვის ძებნაში. თუ შენ საკუთარ თავს არ გაუგე აბა სხვები,როგორ გაგიგებენ. ძალიან ცუდი ადამიანი ყოფილხარ,თუ შენი თავი გძულს. აბა როგორ შეიძლება ეგრე!!? ერთადერთი ადამიანი მოგაბარეს და შენს თავსაც ვერ უვლი? არა ღირსი კი ხარ ჩაგაბეტონო. ნარაკატატააკატაკა. ერთხელ ერთ-ერთ ადგილას ვიყავი.ჰოდა ძალიან მაგარმა ბიჭმა მთხოვა მეცეკვეო. არა ისეთი ბიჭი იყო ცუდად კინაღამ გავხდი.ნუ მეც ავდექი ახლა და ვეცეკვები. და უცბად,როდესაც უნდა გადავიქნიო სექსუალურად თავი,რა დამემართა იცი? ეს სექსუალური თავი კედელს მივარტყი.აი როგორ შემრცცხვა ვაიმე,კინაღამ ცუდად გავხდი. მერე იმ ბიჭს ორად ვხედავდი.თან ტიპი გამოშტერებული სახით მიყურებდა,ეგონა ნორმალურ გოგოს ვეცეკვებოდიო და ,,აგი ვინააო სმნ’’. კიდევ ერთხელ ვუყურებდით მეგობრები ფილმს. ჰოდა სელენა გომესი მონაწილეობდა ამ ფილმში ორ როლს აასრულებდა. ერთი თვითონ სელენა იყო,მეორე რომელიც ამ სელენას ჰგავს,ჰოდა ერთ მომენტში ამ გოგოს ეუბნებიან სელენას ძალიან ჰგავხარო და მეც მეთქი ვაააა მართლა როგორ გავსთქო. არა აი უცაბედად მომივარდა ეს სისულელე რა,ძალაუნებურად. დარწმუნებული ვარ მსგავსი სულელური მოგონებები,მაგრამ სასაცილო შენც გაქვს. გქონია მომენტები,რომლის გახსნების შემდეგ უბრალოდ ძალა გემატება და შენც ფართოდ უღიმი ცხოვრებას და ხვდები,რომ მამაშენი ძალიან ყოჩაღია და დედაშენიც,რადგან შენც გაგაჩინეს. მოკლედ,არ იცხოვრო წარსულის მოგონებებით,მაგრამ არ დაივიწყო ისეთი მოგონებები,რომლებიც გაბედნიერებს.მერე რა,თუ იმ ადამიანმა გული გატკინა,მთავარია მოგონება ხომ დატოვა. იცხოვრო,რათა შექმნა უფრო მეტი გასახსენებელი მოგონება.მერე დავჯდეთ საქსოვით ხელში და გავიხსენოთ ხოლმე. პს.მეტი პოზიტივის მოძიებაში ეს დაგეხმარება ვფიქრობ:Andy Grammer - Fresh Eyes |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.