შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემი სულის ნაწილი,ანუ მორიგი სიცარიელის დასაწყისი.


3-06-2018, 18:13
ავტორი babitkemaladze
ნანახია 1 664

ა დ ა მ ი ა ნ ე ბ ი
ისინი სწორედ ის ქმნილებები არიან, რომლებიც ქმნიან ჩვენს ცხოვრებას, მათ შეუძლიათ მოულოდნელად გამოჩნდნენ შენს ცხოვრებაში და შემდეგ ასევე მოულოდნელად გაუჩინარდნენ.
თითოეული პიროვნება ქმნის საკუთარ ისტორიას, წერს სცენარს, ჰყავს პერსონაჟები, ყოველი დღე წიგნის შემდგომი ფურცელია, ახალი აზრის დასაწყისი და ზოგჯერ დასასრულიც.
ხშირ შემთხვევაში მწერლის გონებასა და სულში სიცარიელე ისადგურებს, ეს კი ხდება იმიტომ რომ ერთ ერთი პერსონაჟი არ ერგება სცენარს, ვინაიდან სრულიად მოწყვეტილია იმ გარემოს სადაც მიმდინარეობს მოქმედება, ამიტომ მთლიანი წიგნის შეცვლას ჯობია თავად ის შეიცვალოს და გაირიყოს ვინც განსხვავებულია.

ჩემი სულის ნაწილი,ანუ მორიგი სიცარიელის დასაწყისი.

ვინ არის იმ წიგნის მთავარი გმირი რომელზეც დასაწყისში ვისაუბრე? ის პერსონაჟი რომელიც, ვერ შეერწყა და ვერ მოერგო იმ გარემოებებს რომელშიც იმყოფებოდა, ამიტომ დაცარიელდა, ახლა აღარავინ ჰყავს, არც სცენარი აქვს, არც ნიღაბი და აღარც გრიმი რომ ითამაშოს, ამიტომ უწევს გამოავლინოს ვინ არის სინამდვილეში, გამოავლინოს როგორი სუსტი, დაცარიელებული და შინაგანად განადგურებულია. ახლა მისი თვალები სევდისფერია, მისი ლოყები და ტუჩები ფერმკრთალი, უსიცოცხლო, როგორც ცის კაბადონზე ოდნავ მბჟუტავი ვარსკვლავი, ისიც მთვარის სიკაშკაშის გამო მოჩანს ეგრე, თორემ რეალურად სრულებით ჩამქრალია. ის კი არაა სამყაროს ნაწილი, არამედ სამყაროა მისი თვალების შემადგენელი კომპონენტი, ვინაიდან მის უსიცოცხლოდ ცრემლებისგან დამშრალ გუგებში მოსჩანს ყველა ემოცია, მას შეუძლია იმეტყველოს ისე,რომ ხმა არ ამოიღოს, თუმცა ძალიან ცოტა ადამიანია ისეთი, ვინც მას უხმოდ და უთქმელად გაუგებს.
ასეთ პიროვნებებს სულის ნაწილებს უწოდებს, რადგან მათ ძალუძთ შეშლილ, დასისხლიანებულ, ფერდაკარგულ და ადამიანობით აღსავსე თვალებში იპოვონ პატარა სიცოცხლის ნიშანწყალი, გააღვივონ ის სული, რომელიც თავის დაღწევას ცდილობს ასეთი პიროვნების მარწუხებისგან, აპოვნინონ საკუთარი მეორე მე, ეგო, არარაობისგან გახადონ რაობა და ბოლოს?....
ბოლოს სრულდება... ყველაფერი წარმავალია, არაფერია მუდმივი, უბრალოდ რჩება იმაზე მეტი იმედგაცრუება და ტკივილი ვიდრე აქამდე იყო, ისევ ვერ გრძნობ თავს, კვლავ გგონია სიზმარი, თითქოს კომაში ხარ და შენი ახლობლები ელოდებიან როდის გაიღვიძებ, გიჭირს გაარჩიო რაიყო რეალური და ირეალური, არ იცი რა უყო ამ დარდისგან შეშლილ თვალებს სულის სარკე რომაა, ვერ მალავ, ერთადერთი გზაა დახუჭო ისე ძლიერად ვიდრე არ აგეტირება. სისხლნარევი ცრემლები მწარედ ენარცხებიან მიწაზე, იმ მიწაზე რომელიც ისევ გამოგაცალეს ფეხებიდან და ჰაერში დარჩი, თითქოს სრულდება, თუმცა არა, სწორედ მას შემდეგ იწყება ყველაფერი, როცა სულის ნაწილიდან ისევ სიცარიელეში ბრუნდები, ანუ ხდები პერსონაჟი, რომელიც წიგნს ვერ მოერგო და გამოაძევეს.
ბ.ტ




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent