მივხვდი
და უცბად მივხვდი... ძალიან უცბად ბევრი ფიქრის შემდეგ მივხვდი ერთ რაღაცას. არავის ისე არასდროს არ ეყვარები,როგორც უყვარხარ შენს ოჯახს.არავინ ისე არ ინერვიულებს შენზე,როგორც ოჯახი. არავის გაუხარდება შენი წარმატება ისე,როგორც შენს ოჯახს. ერთმა დღემ. ერთმა უცნაურმა და მოულოდნელობებით აღსავსე დღემ უამრავ რამეს მიმახვედრა. არ მეგონა ასეთი რამ თუ მოხდებოდა ჩემს ცხოვრებაში.ვერასდროს გავიფიქრებდი,თუ ასეთ რამეს გავბედავდი. იცით თან ძალიან მეცინება და ძალიან ვწუხვარ იმის გამო რაც გავაკეთე. მაგრამ ვიცი,რომ ეს ერთი დღე ჩემს ცხოვრებაში მუდამ მემახსოვრება. ვიცი,რომ მეძინება ძვირიან საწოლშიც,იაფასიანშიც,მაგრამ არასდროს ისე ტკბილად არ მეძინება,როგორც მეძინა ორი დღის წინ. არასდროს არ ვიქნები ჩემი თავით ისეთი გაოცებული,როგორც ვიყავი რამოდენიმე დღის წინ. შევეჩვიე იმას,რომ ცოტა მიქრის. არა ცოტა არა მემგონი ბევრი მიქრის(აქ მეღიმება). ამ ბოლო დროს ისეთი არეული ვიყავი,ისეთი ქაოსი მქონდა ამ საყვარლად სულელ თავში,რომ მეშინოდა,რადგან მეგონა ვერასდროს დავლაგდებოდი. მაგრამ დავლაგდი. ერთადერთი სურვილი გამოცდების ჩაბარება იყო. ყველაზე მეტად მათემატიკის მეშინოდა,მაგრამ მე შევძელი და მე ჩავაბარე. გამეხარდა,რომ უძილო ღამეებმა შედეგი გამოიღო. დამოუკიდებლობა მინდოდა. ვარ დამოუკიდებელი. დამოუკიდებელი ვარ. დიახხ!!! მე დამოუკიდებელი ვარ! არავისზე დამოკიდებული. ეს აღმაფრთოვანებს და ცოტათი მაშინებს,მააგრამ ამასაც შევძლებ. შევძელი გამეძლო ჯოჯოხეთისთვის,რადგან ვიცოდი ადრე თუ გვიან დამთავრდებოდა. მინდოდა ვინმე მომწონებოდა გულით და ასეც არის. მეშინოდა გრძნობების გამოხატვის,მაგრამ აღარასდროს დავმალავ გრძნობებს რაც არ უნდა უაზროდ ჟღერდეს. ცხოვრება საოცრად მოულოდნელობებით არის სავსე. აღარასდროს ვიფიქრებ სუიციდზე,რადგან ვკვდები ინტერესით დღეს რა მოხდება,ან ხვალ. ეს ისეთი არარეალური შეიძლება იყოს,რომ გეგონება თითქოს ფილმში ხარ,ანდაც თითქოს ეს ყველაფერი შენს ირგვილ არ ხდება. ვამბობდი,რომ ინტერნეტით გაცნობილს არასდროს შშევხედავდი სერიოზულად. ჰმმმმ..... რაო რა ვთქვი? ჰო ალბათ,მაშინ არ ვიცოდი ის რაც ახლა ვიცი. ეს ბიჭი ინტერნეტით გავიცანი. ისე უეცრად შემოვარდა ჩემს ცხოვრებაში ახლაც ვერ ვიაზრებ. თავიდან მეგონა,რომ როგორც ყველას ვშორდები ისიც იგივე ბედს გაიზიარებდა,მაგრამ ნურას უკაცრავად.ის როდესაც გამოჩნდა ჩემთან უამრავ ბიჭს ვწერდი,მაგრამ სერიოზულად არცერთ მათგანს არ ვუყურებდი და რა თქმა უნდა,არც ამას. მაგრამ... მაგრამ ისე მოხდა,რომ ყველა წავიდა. ის კი დარჩა. უცნაური შეგრძნებაა.. ადამიანი ნანახი არ გყავს და ამდენს ფიქრობ მასზე. ადამიანს არც იცნობ და უკვე ამდენი რამ იცი მასზე,მან კი შენზე. ისეთი გრძნობა მაქვს,თითქოს დიდი ხანია ვიცნობ. წამოსული ვარ სადმე სხვაგან და როგორც ნაცნობს დიდი ხნის,ვეკონტაქები ინტერნეტით. ძალიან სულელობაა არა? არ მინდოდა ასეთი ბანალური რამ დამმართნოდა. მაგრამ... იმედი,რომ გამიცრუოს? საერთოდ სხვა,რომ აღმოჩნდეს? იცით,როგორ მეშინია. მემგონი არ დავთანხმდები შეხვედრაზე. მეშინია თან ძალიან. ამდენი იმედგაცრუებებით დავიღალე და აღარ მინდა იგივე. არ მინდა იმიტომ,რომ მგონი ადამიანი უნახავად მომწონს. მემგონი სჯობს,რომ იმედი გამიცრუოს,რადგან მერე რომ შემიყვარდეს? რა ვქნა? შემიყვარდეს? მე? ანუ მე და სიყვარული? სიყვარული და მე? ძალიან ალოგიკურად ჟღერს. კიდევ ერთი რამ ვისწავლე. ერთ დღეში,თუ ამდენ რამეს გავაანალიზებდი არ მეგონა. ვისწავლე,რომ რაც არ უნდა გიყვარდეს ადამიანი,თუ მან გული გატკინა არ უნდა მისცე შანსი,რადგან მეორედაც გატკენს. უნდა იცოდე საკუთარი თავის ფასი. უნდა იცოდე,რომ არავინ არ ღირს შენი გულის ტკენად. უნდა იყო ამაყი,რადგან გყავს ოჯახი და არავის ისე არ ეყვარები,როგორც ოჯახს. ოჯახი ისეთ მიგიღებს,როგორიც ხარ. აუტანელს. კარგს. ცუდს. საზიზღარს. საყვარელს. შეიძლება იმიტომ,რომ სხვა გზა არც აქვთ. მაგრამ ფაქტია ისინი შენს გვერდით სულ იქნებიან. მისურვეთ,რომ იმ ბიჭმა არ გამიცრუოს იმედი. ან სჯობს,რომ გამიცრუოს,რადგან შეყვარებამდე ცოტა მაკლია. ის ისეთს მიღებს,როგორიც ვარ. იცის ჩემი საზიზღარი ხასიათი და მაინც,მაინც არ მშორდება. ჩაბნელებულ და მტვრიან ოთახში,რომ ერთადერთ ფანჯარას გააღებ ოთახს გაანათებს და ჰაერსაც,რომ გაწმენდს ჩემთანაც ეგრე მოხდა. ჩემთანაც ეგრე შემოვარდა დაა.. დააა... საშინელება დამემართება,თუ იმედს გამიცრუებს. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.