ის ქალღმერთია.
ის ქალღმერთია... ოთახის შუა გულში დგას და ნელა არხევს სხეულს... ყველა ნოტი, ყველა ბგერა, თითქოს და მის სიფრიფანა სხეულს ეხება... ისეთი თეთრია, პირველი შეხედვისას იფიქრებ ანგელოზიაო, არ გავს დედამიწელს... გრძელ თითებს ჰაერში აქნევს... მხოლოდ ერთი ღიმილი... ერთი გამოხედვა და შენც გაებმები მახეში... ფრთხილად მეგობარო! ნელი მოძრაობით არხევს თეძოებს და შენც გინდა სუროსავით შემოეკრა... გინდება მასში ჩაიკარგო... ხელის შეხების გეშინია... ჰო, გეშინია უბრალოდ შენი ილუზია არ იყოს... ახლა ისე გინდა მის თმებს შეეხო, წელამდე დაშლილი თმა გადაწიო და ნახო ფრთებს ხომ არ მალავს... არ გინდა! ნუ მიუახლოვდები, ასე შეაშინებ! აი, ხომ გითხარი! როგორც კი უახლოვდები შინდება და მისი კაფანდარა სხეული აღარ ირხევა... ახლა სავსე მკერდი მღელვარებისგან აუდ-ჩაუდის... გიყურებს და თვალებს სწრაფად ახამხამებს... აკვირდები... მას ეშმაკურად ეღიმება... ვერც შენ მიხვდი ხომ, რა ფერის თვალები აქვს?! ჰეი, მეგობარო! შენც ისევე იქეცი ქანდაკებად როგორც სხვები?! ხომ გაგაფრთხილე შეაშინებ მეთქი?! ის ქალღმერთია... თავის რჩეულს თავად ირჩევს... შენ, უკვე ქალღმერთის მუზეუმის ექსპონატად ქცეული, დგახარ ოთახის შუა გულში... ის კი ისევ რთავს მუსიკას და მხოლოდ მას აჩვენებს ფრთებს, რომლებიც შენ ასე გაინტერესებდა... თხელი კაბიდან გამომწვევად მოუჩანს სავსე მკერდი... ისევ ნელა არხევს თეძოებს... ისევ იქნევს თხელ თითებს ჰაერში... ისევ ისეთი თეთრია... ისევ იღიმის ეშმაკურად და მორიგ ექსპონატს არჩევს მუზეუმისთვის... ის ქალღმერთია... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.