შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ამ ქვეყნიური ყოფითი პრობლემები


28-06-2018, 22:55
ავტორი krimcova19
ნანახია 1 122

არაჰალუცინაციობრივი მდგომარეობა.... რეალურადაც ხდება ასე... ვდგავარ საკუთარ სახლში, მისაღები ოთახის შუაგულში, როგორც უკუბოვო მიცვალებული და ვუსმენ მათ, ვინც ვერ გამიცნო და ვერ დამაფასა. “შენგან ამას არ ველოდით”. ეს ფრაზა საყოველთაო ალღუმის ლოზუნგად აქვთ ჩემს წინაშე გადმოსროლილი. ამას მეუბნება ხალხი, რომელიც არ ცხოვრობს, უბრალოდ არსებობს, მატერიალური მდგომარეობის დედაც, ისინი სულიერად მკვდრები არიან.
-და ასე რომ მოვიქეცი ამით რა დაშავდა?
ამ კითხვის მერე ისინი, რაღა თქმა უნდა რელიგიაზე და კანონებზე დამიწყებენ საუბარს, ყველაზე დიდი ურწმუნეები და ყველაზე დიდი კანონდამრღვევები, გამატარებენ მათ მიერ შექმნილ სიკეთისა და ჰუმანურობის საბურველში. შენ ასე არ უნდა გექნა და კითხვაზე რატომ? ყოველთვის აქვთ 2 პასუხი; იმიტომ ან ღმერთი დაგსჯის ამის გამო მკრეხელო.
არ მიყვარს სხვისი მრწამსის და შეხედულების შეურაცხყოფა, მაგრამ მათი აზრებიდან და საუბრიდან გამომდინარე,მათი ღმერთი ალბათ თეთრ წვერიანი ბაბუა, რომელიც ყველა ცოდვილს უყურებს, მათ შორის მათაც. ყველაზე ცოდვილად ალბათ მე გამომრჩევს. თითოეულ მათგანს არა ადამიანური სურნელი აქვთ, სამწუხაროა, მაგრამ არ არის მათში სიცოცხლე ,გაზაფხული, ვუყურებ ირგვლივ მყოფებს და ასე მგონი გახრწმილი გვამები მესაუბრებიან. ვგონებ, რომ ისინი დიდი ხნის დაიხოცნენ და ახლა ჩემს საწამებლად მოვიდნენ.
მონეტას ორი მხარე აქვს ვამბობ ამ სიტყვებს, ვაბრუებ ჩემს თავს ვარწმუნებ მათაც,რომ ყველა კეთილში არის ბოროტების მარცვალი და ყველა ბოროტში არის სიკეთე, სადღაც ქვეცნობიერში მიმალული,მაგრამ სამწუხაროდ ,ვისმენ დაუსაბუთებელი ფრაზების კოლონას ,შენ ვალდებული ხარ რომ გწამდეს !რომ გჯეროდეს! რომ მიჰყვე! უნდა იყო მორჩილი, ყველასა და ყველაფრის მიმართ ,რადგან ქალი ხარ !არ უნდა გიშლიდეს ნერვებს ის ფაქტი რომ ,რაღაც ისე არ არის ,როგორც შენ გინდა, რადგან შენ არ შეგიძლია ეს გააკეთო, ამის უფლება არ გაქვს! ერთადერთი რაც გევალება დაემორჩილო ჯერ მამას, ძმას და შემდგომ ქმარს. შენ არ შეგიძლია ხმამაღლა თქვა ის, რასაც ფიქრობ, რადგან გიჟად შეგრაცხავენ. შენ არ გაქვს უფლება დაწერო ის, რასაც ფიქრობ რადგან ცენზურაა ყველაგან .მერე რა რომ ოცდამეერთე საუკუნეში ცხოვრობ,ეს კიდევ ერთი არაგამორჩეული ასწლეულია. ცივილიზაციას თუ არ ჩავთლით ,რითია განსხვავებული და არაორდინალური? არც არაფრით პოეზია და ლიტერატურა ადრეც კარგი იყო, უკეთესი თუ არა, არატრადიული ორიენტაციის მქონენი ადრეც იყვნენ. ვითომ ვაჟკაცები,მაგრამ სინამდვილეში დეზერტირები ადრეც მოგვეპოვებოდა მთელი მსოფლიოს მასშტაბით ამ ყველაფერს, რასაც ჩვენ ვამბობთ და ვაკეთებთ საუკუნეები ღეჭავდა ხალხი და მაინც ვერ ყლაპავდა, არც ცვლიდა და არც ირგებდა.
სტერეოტიპები აქვთ შექმნილი პროფესიებთა დაკავსირებითაც, თუ მსახიობი ხარ ქალი და ვინმეს აკოცე ,მაშინ ცოტა ისეთი, აი როგორ ვთქვა ნაკლებად, რომ მოხვდეს ადამიანს ყურში უხეშად, ხო გამახსენდა მსუბუქი ყოფაქცევის ხარ. თუ ფსიქოლოგი ხარ ,გიჟების ექიმის იარლიყი უკვე მოწეპებული გაქვს, ადვოკატი მკვლელებისა და ქურდების ხელის დამფარველად ითვლება, პოლიელი ე.ი მექრთამე. ხო თუ პოლიტიკოსი აქ უკვე ზე არაპატიოსან ადამიანზეა საუბარი.
ამ ქვეყნიური ყოფითი პრობლემებით, ისე იწუხებენ, თავს ვითომ და ამის გამო მოევლინენ სამყაროს, მაინტერესებს თითოეულ მათგანს ცხოვრება არა საშუალოდ 70 წელი,არამედ ამაზე ბევრად უფრო ნაკლები რომ ყოფილიყო, ასე გაატარებდნენ ? ხალხი ერთ რამეზე არ ფიქრობს და ეს ერთი რამე დროა. დრო ,რომელსაც ფუჭად კარგავს სხვის თვალთვალსა და ლანძღვა- გინებაში, სხვის ძაგებასი და ანგელოზის ნიღბის ტარებაში არა ბუნებრიობაში.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent