შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თავად სიყვარულია ჭეშმარიტება


4-07-2018, 04:09
ავტორი blue chamomile
ნანახია 1 062

რატომ მოაქვს სიყვარულს იმაზე მეტი ტანჯვა ადამიანებისთვის ვიდრე ბედნიერება?  რატომ იქცევა ნელ-ნელა სიყვარულით სავსე თვალები, ტკივილით სავსე თვალებად? რატომ გაურბიან ადამიანები ერთმანეთს, როდესაც ერთმანეთი იმაზე მეტად უყვართ ვიდრე წარმოუდგენიათ? რატომ უჭირთ სინანული, პატიება ან სიყვარული?
 ადამიანთა საოცარ ქმედებებზე კითხვები დაუსრულებლად შეგვიძლია დავსვათ მაგრამ სრულ პასუხებს კითხვისნიშნის გარეშე ვერასდროს მივიღებთ. ამ კითხვებზე 7მილიარდი სხვადასხვა პასუხი არსებობს და თითოეული მათგანი შეიძლება ახლოს იყოს ჭეშმარიტებასთან მაგრამ ამასთანავე ძალიან შორსაც. საქმეც მაგაშია, რომ არავინ იცის სად არის, რა ფერია ან რა გემო აქვს ჭეშმარიტებას. მე კი ვფიქრობ, რომ ჭეშმარიტება თავად სიყვარულია. იგი თითოეული ადამიანის გულს ეხება, ზოგს ფრთას გაკრავს და ნაიარევს დაუტოვებს, ზოგს გარშემო შემოუვლის და მხოლოდ მოგონებებს დაუტოვებს ხოლო ზოგის გულის კარს პოულობს და შიგნით სამოდამოდ ბარგდება საცხოვრებლად.
ზოგჯერ სიყვარული სასტიკი და დაუნდობელია. თავიდან იგი სველი ტუჩებით ერთნაირად კოცნის ორ ადამიანს, ერთნაირი ტუჩსაცხის კვალს ამჩნევს, ხოლო შემდეგ ერთ-ერთს ამ კვალს ხელსახოცით აშორებს. მეორეს კი სველი კოცნა საუკუნეების მანძილზე რჩება ლოყაზე, რომელსაც დროც ვერ ერევა. გახრწნილი სხეულის ტანჯულ სულსაც კი ამჩნევია სისველის კვალი.
როდესაც ორი ადამიანის თვალები ერთმანეთს ეგებება, გულში ახალი ან დიდი ხნის ჩამქრალი ნაკვერჩხალი ღვივდება, თავიდან მას ,,ფიჩხი"სჭირდება ნელ-ნელა ასაალებლად ხოლო შემდეგ შეშა, რადგან ცეცხლი გაღვივდეს და აბობოქრდეს. იგი ისე უნდა გაახურო, რომ საუკუნეებმაც ვერ ჩააქროს, ეს კი მხოლოდ ერთეულებს შეუძლიათ. მის წინაშე წყალიც უძლური უნდა იყოს. ამ შემთხვევაში კი ,,ფიჩხი" ყურადღება და სითბოა, ხოლო შეშა გრძნობაა, რომელიც სიყვარულის გასაჩაღებლად შევაგდეთ გულში.  ზოგჯერ ადამიანებს შეშის ნამწვავის მეტი არაფერი რჩებათ, მოგონებების გარდა ვერაფერს ხედავენ,მაგრამ უსიყვარულო რეალობაზე ძვირფასი მათთვის სიყვარულში ჩამდნარი წარსულია.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent