შენ.
არაფერი შეგიძლია. უყურებ სარკეში გამოსახულ შენს თავს და ცდილობ, უფრო ძლიერად შემოჭდო თითები მკლავებს. გიყვარს, როცა ლოტოსის ყვავილის ფორმას იღებ, თვალებს ხუჭავ და აღარ ცდილობ მოითვალო მრამდენედ ტირი უმიზეზოდ. ყოველ ღამით, მაშინ როცა ტირი, ორი ხელით ხსნი სიძველე შეპარულ, ყვითელ, მორყეულ ფანჯრას, იხედები უსასულოდ წინ და თვალების ოდნავ მოხუჭვის შემდეგ ათასობით ბინის სარკმლებიდან ასხივებენ დავითის ვარსკვლავები. ჩვენნაირი გოგონები მხოლოდ სიყვარულისთვის ტირიან. ჩვენნაირი გოგონები მხოლოდ არასწორი მამაკაცების ხდებიან. ჩვენნაირ გოგონებს ბედნიერი დასასრულის არ სჯერათ. შენ, თითქმის ყოველ დღე, დგახარ მოძველებულ გაჩერებასთან, ელოდები ავტობუსს, ჯდები ფანჯარასთან ,იყურები ქალაქის რომელიცღაც ქუჩაში და სანამ შენი ავტობუსი მელიქიშვილის აღმართს არ მიუახლოვდება ლამაზი ოცნებების ხატვავ. შენს ოცნებებში ყოველთვის ყვითელი თეთრ კოპლებიანი კაბა და ხის ძირიანი სანდლები გაცვია.გაზაფხულია,ყაყაჩოები და ის ყვითელი ყვავილები ყვავის, მოკრეფისას თითის ბალიშებს რომ გისვრის თავისივე ფერის მტვერით.თავს ამ უბრალო ყვავილების გვირგვინი ისე გადგას, თითქოს ბედისწერის ქალღმერთი იყო და არარა გადარდებდეს. იცინი და ზემოთ ახედვისას ამჩნევ ცაზე ფირფიტებად დაყრილ ღრუბლებს,ცხოვრება მშვენიერია. შენ სხვებისთვის არასდროს ყოფილხარ ნორმალური ადამიანი. გიყვარს სიცილი ცრემლებამდე, ხმაური, ფურცლების უაზროდ ჯღაპვნა, ფრჩხილების დაკვნეტა , შენი იუმორი, თოვლჭყაპი, თბილისი და ის, ვიღაც მუდმივად რომ იყვარებს შენს ლამაზ თვალებს. ვიცი, შენ ისიც კი გიყვარს ვიღაც გიჟად რომ გთვლის. შენ ასეთი ხარ, ვეღარ შეიცლები, ან რატომ უნდა შეიცვალო? შენ, გიყვარს ღამით აივანზე ძილი. გიყვარს სხვადასხვა ფრად განათებული თბილისის ანძის, მაღლივის ხიდის ან თბილისის აეროპორტიდან ცეცხლმოკიდებული წერტილების აფრენის ყურება. შენ ღრმად ამოჭრილი აივნიდან შენი მეზობლების სახლში დაბრუნების ყურებაც გიყვარს.ცხოვრებაც გიყვარს, სიკვდილიც, ფულიც, უფულობაც, პრინციც , მათხოვარიც, ცეცხლიც და ყინულიც. ფიქრებიდან ან ოცნებებიდან დაბრუნებული , ეხები შენ კისერს და თავის ოდნავ გადახრისას პატარა, კავკასიური ცხვირით შეიგრძნობ შენივე კანის სურნელს. ლურჯი სუნი გაქვს, ზღვის წყლის და ნესტიანი ქვიშის. ცხოვრებას ბიოქიმიის ფორმულას ამსგავსებ, რთული, არეული, მრავალი განშტოებით. შენ ამ ფორმულის ერთ-ერთი ელემენტი ხარ, პლიუსის შემდეგ შენივე სწორი მეორე ელემენტი დგას და მაშინ, როცა თქვენ ორი რეაქციაში შედიხართ იწყება ნამდვილი ცხოვრება, მანამდე არსებული რეალობა კი ისეთივე ბუნდოვანი ხდება, როგორიც შენი ოცნებებია გამოფხიზლებისას. ბავშვობაში ფორტეპიანოს გაკვეთილებზე სიარულისას დაკვრა ვერ ისწავლე, მაგრამ იმ დროიდან მოყოლებული შენში არსებობს აზრი, გგონია ცხოვრება კლავიშებს ჰგავს, თეთრს ყოველთვის შავი მოსდევს და პირიქით. მოკლედ რომ ვთქვათ, ბავშვობაში რომელიღაც წიგნიდან ამოკითხული ცხოვრებით ცხოვრობ. შენ ბაბუაწვერა არ ხარ ქარის დავერვამ რომ წაგაქციოს და თუ ფიქრობ რომ არაფერი შეგიძლია ასეც იქნება. იმოქმედე. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.