შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიყვარულის არ გამხელა ისჯება


17-07-2018, 19:41
ავტორი iname123
ნანახია 1 848

თითქოს გუშინ იყო შენს დანახვაზე გული,რომ მიჩქარდებოდა.
ნათლად მახსოვს შენს გამო,რომ ვტიროდი.
იქნებ თითოეული ცრემლი,რომელიც წამოსულა ჩემი თვალებიდან შენ გეკუთვნოდა და ამას ვერ ვაცნობიერებდი.
ვითომ?
ჰაჰ.რა ირონიაა ეს ცხოვრება.
ადამიანს,რომელსაც ხვდები რომ ძალიან უყვარხარ და შენთან უნდა ყოფნა ვერ მოდის და ვერაფერს ვერ გეუბნება.
გივლის შორიდან,დაგტრიალებს თავს და გგონია ახლა მეტყვის,ახლა მეტყვისო...მაგრამ არ მოდის ეს ,,ახლა’’.
რა გინდა,რომ ქნა?
ადგე და უთხრა მოდი მეც მიყვარხარო?!
ადგები შეამზადებ შენს თავს ამის სათქმელად,მაგრამ მერე უცბად..უცბად ისეთი შიში შეგიპყრობს,ისეთი მთელ სულს მოედება და აგაფორიაქებს..ეს შიში გაიდგამს შენში ფესვებს და რთულია მისი აღმოფხვრა.
რთულია დაძლიო შიში სახელად იქნებ არ ვუყვარვარ და მეჩვენებაო.
არადა სულით,რომ გრძნობ მის სიახლოვეს.
მისი შეხების დროს,რომ არ ცაცხაცებ,პირიქით წყნარდები და სულიერ სიმშვიდეს მოიპოვებ.
ჰაჰ.
სასაცილოა პირდაპირ სატირალი,რომ არ იყოს.
ნუთუ გაგიგიათ ხალხნო ადამიანს უყვარდე შენც გიყვარდეს და ეს სიყვარული ისე ჩამარხოთ და ისე ჩაკლათ გულში,რომ შენც გიკვირს ეს როგორ შევძელიო.
ნუთუ შეიძლება ადამიანმა სიყვარული დაგიმალოს?
და მერე,რომ ხვდები არა ნამდვილად მეჩვენება არ ვუყვარვარო,რაღაცნაირად ცარიელდები.
აღარაფერს გრძნობ.
აღარც გული გიცემს და აღარც ცრემლები მოგდის.
სიყვარულის არ გამხელა დანაშაულია.კანონით უნდა დაისაჯოს ასეთი ადამიანები!
არა,მაინც ორი უსაზღვროდ ერთმანეთზე შეყვარებული ადამიანი,რომ ერთმანეთს ელოდება თვითონ მეტყვის არა თვითონო და ამ დროს..
ამ დროს,მიქრის დრო.არ გელოდება.
იზრდები.
ხვდები სხვა ადამიანებს.
ხვდები ბიჭებს/გოგოებს და გულის სიღრმეში იცი,რომ ყველაში მას ეძებ.
არა ამას,როგორ აღიარებ,როგორ გეკადრება.
სიყვარულის გამხელა?
ჰმ.
რა სისულელეა.
უნდა ვიდგეთ და ვიტანჯოთ.
ვუყუროთ ერთმანეთს შორიდან.
შენ მასზე წერო,მან შენზე და ასე..
ღამე იტიროთ.
გაუსაძლის ტკივილამდე მოგენატროთ ერთმანეთი.
სული აგტკივდეს ისე.
გული გეწვოდეს და ცრემლების ძალაც აღარ გქონდეს ისე გენატრებოდეს ვინმე.
შესაძლებელი ყოფილა მონატრებას გაეგიჟებინოს ადამიანი.
ან იმანაც შეიძლება გაგაგიჟოს,რომ უყვარხარ გიყვარს და ერთმანეთს სიყვარულის უფლებას არ აძლევთ.
დღის განმავლობაში აკეთებ უამრავ რამეს მხოლოდ იმიტომ,რომ მასზე ფიქრის დრო არ დაგრჩეს.
მერე გავა დრო.
რაღაცნაირად გახდები.
იტირებ.
იყვირებ.
სული გეტკინება.
გული შეგეკუმშება ისე მოგინდება მისი ერთი შეხება,მისი გაღიმება.
იცხოვრებ მოგონებებით.
კადრებივით გაგივლის ეს მოგონებები და დაიწყებ გადახვევას.
არ მოგბეზრდება მათი გახსენება,აბა როგორ უნდა მოგბეზრდეს ის რითიც ცოცხლობ.
მერე გადაწყვეტ აღარ მიყვარსო.
და ასეც დააჯერებ შენს თავს.
შეხვდები გოგოებს/ბიჭებს.
მოუსმენ მათ.
და უცბად იტყვი.
ღმერთო მას,როგორ ჰგავს.
და ამის გამო ეცდები დაუახლოვდე.
არა განა ის რეალური მოგწონს?
არა შენი მკვდარი სიყვარულის აღდგენა გინდა,ოღონდ სხვა ადამიანში.
ეჭიდები იმ პატარა მსგავსებას და გიხარია.
გიხარია დავივიწყეო ის ვინც მიყვარდაო.
არადა ამ დროს თვალების ცეცებით ყველაში მას ეძებ.
მოდი ამას გავიცნობო იტყვი მერე.
არ ექნებათ ახალს და ძველს საერთო.
და აღარც სურვილი გექნება გაცნობის.
მერე ამას,რომ გააცნობიერებ ცუდად იქნები.
იქნები ცუდად.
ძალიან ცუდად.
მერე ისევ დაიწყებ მოგონებების გახსენებას.
მერე იტყვი.
მემგონი აღარ მიყვარსო.
ამ დროს რეალობასთან ახლოს იქნები,რადგანაც შენ ის კიარა უკვე აღარავინ გიყვარს.
აღარ შეგწევს ძალა სიყვარულის.
უგრძნობი ხდები.
ამის დაწერის დროსაც თავს დაიწყნარებ არა უბრალოდ ძველ სიყვარულზე ვწერო,მაგრამ გულში ჩამარხული სიყვარული თითქოს გაშმაგებით ყვირის,ხელებს გირტყამს გულზე გამომიშვიო.
გამანთავისუფლე მე ბედნიერებამ შემქმნაო.
მაგრამ შენ ზემოთ ვინც განაგებს ყველაფერს პირზე ხელს აფარებ ამ სიყვარულს და ეუბნები არა შენ მე მოგკალიო.
ის სიყვარული თვალცრემლიანი შემოგხედავს,მისი თვალებით,რაღაცის თქმას დააპირებს,მაგრამ გაჩუმდება,ან გააჩუმებ.
ამდენი ბრძოლის მერე დაღლილი იქნები.
ფარხმალს დაყრი და იგრძნობ,რომ ვერაფერს გრძნობ.
მერე უცბად გამოჩნდება ის,რომლის თვალები შენს მკვდარ სიყვარულს აქვს.
გამოჩნდება და ვითომც არაფერიო.
ისევ სავსე თვალებით დაგიწყებს ყურებას.
ისევ აგაფორიაქებს.
ისევ აგრევს.
მკვდარი სიყვარული კი უფრო დაიწყებს ყვირილს.
უფრო დაიწყებს ხელების რტყმას გულში გამომიშვითო.
მერე ამდენ რამეს ვერ უძლებ და უშვებ ამ სიყვარულს.
გული საოცრად გიცემს,რომ აღარ ეწინააღმდეგებიან.
თვალები გიცინის.
სულში დატოვებული იარები შეხორცებას იწყებს.
ის კი დგას და ვითომ ვერც ხვდება ამდენი რამე რომ გამოიწვია შენში.
არც იმას იმჩნევს მის გულში,რომ უფრო დიდი ამბები ხდება.
მერე ისევ წახვალთ ერთმანეთისგან.
გული,მაინც ბედნიერი იქნება,რომ არ მოკალი და ოცნების საშუალება მაინც რომ მიეცი.
შენ კი აგრძელებ სხვებში მის პოვნას.
თუნდაც თვალის ფერით ჰგავდეს,თუნდაც საუბრის მანერით.
შეხედავ ერთ ბიჭს/გოგოს და იტყვი.
ღმერთო მას,როგორ ჰგავსო.
დაუწყებ ამ გგოგოს/ბიჭს იმ სიტყვების თქმას რაც მისთვის უნდა გეთქვა.
ამ გოგოს/ბიჭს გაუხარდება.ეგონება მართლა ვუყვარვარო.
მან კი რაიცის.
რაიცის,რომ შენი მკვდარი სიყვარულის აწყობა გინდა მისი დახმარებით.
არც ვინმემ არიცის.
შენი და იმის გარდა ვერავინ ხვდება რა ხდება,როდესაც ერთ სივრცეში ხართ.
გგონიათ ერთს შემოგხედავენ და იტყვიან:ამ ორს ერთმანეთი უყვარდათ მაგრამ სიყვარული მოკლესო.
და ასე გაგრძელდება უსასრულოდ.
ასე ააწყობ სხვა ადამიანში შენს მკვდარ სიყვარულს.
არც ის გახსოვს ამას,როდის ჰქონდა დასაწყისი და არც ის გემახსოვრება,როდის ექნება დასასრული,რადგან ეს შენი ბოლო ამოსუნთქვამდე გაგრძელდება.
სიყვარულის არ გამხელა ცოდვაა და ის ამგავარად ისჯება.



№1  offline წევრი sweetgirl

Sakutari tavi amovicani am chanaxatshi :( dzalian momewona vigrdzeni ra grdznobac devs chadebuli am sityvebshi yochag ❤️❤️❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent