შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მაპატიე,ბოდიში,მადლობა,კარგად.


18-07-2018, 01:15
ავტორი Dead girl
ნანახია 1 695

მაპატიე.
მაპატიე ის,რომ შენს დანახვაზე თვალები აღარ მიბრწყინავს ბედნიერებისგან როგორც ადრე,მაშინ,როცა ერთმანეთი წრფელად და უანგაროს გვიყვარდა,რადგან ვიცი,მალე წახვალ და მოიმიზეზებ საქმეებს არადა ამის მიზეზი სხვა ქალია.
ჩვენს ურთიერთობაში - სხვა ქალი.
ალბათ უფრო ლამაზი.
ალბათ უფრო ღრმა დეკოლტოთ,მაგრამ არა ღრმა გრძნობით.
ალბათ უფრო ლამაზად შეფუთული,მაგრამ არა ლამაზი სიყვარულით.
მაპატიე.
მაპატიე ის,რომ ვეღარ ვახერხებ ხშირად შენს სანახავად გამოსვლას,დარეკვას,მოწერას,რადგან ეს მამწუხრებს,მასევდიანებს,მე კი ეს ისედაც არ მაკლია.
ვხვდები,ყველფერი ბოლოსკენ მიდის.
ვიცი,ამას შენც ხვდები და ისიც ვიცი,რომ რთულია ამდენხნიანი ურთიერთობა უფსკრულში გადაჩეხო.
რომ გითხრა შევეგუე,ან შევეგუები - მეთქი,მოგატყუებ,მაგრამ . . .
გთხოვ,მაპატიე.
მაპატიე ჩემი ვერ’წარმოთქმული სიტყვები,ვერ’ახსნილი გრძნობები,ვერ’დალაგებული გეგმები და საერთოდ ყველაფერი რაც “ვერ” .

მაპატიე ის,რომ საპატიებელი არაფერი მაქვს.
მაპატიე ის,რომ მივდივარ და არ მაქვს გამბედაობა თვალებში ჩაგხედო,რადგან ვიცი,ვერ გავუძლებ,ვერ შევძლებ და თუნდაც ერთი თბილი სიტყვის გამო დავრჩები,მე ხომ ასე ჯოჯოხეთურად მიყვარხარ.

სახლში მოხვალ,ხელებს გადაიბან,სახეზე წყალს შეისხამ, სამზარეულოში კერძის მზადებას შეუდგები და წარმოდგენაც არ გექნება იმაზე,რომ მე წავედი.
მე დაგტოვე.
ისეთი გრძნობით,თითქოს მე გიღალატე.
თითქოს შენ კი არა,მე გაგწირე.

მაპატიე,რომ ვერ შეძელი ჩემთან ერთად გეყურებინა მზის ჩასვლისთვის,რადგან შენს ე.წ. “უფროსს” სჭირდებოდი.

მაგრამ,
მადლობა.

მადლობა ყველა განცდილი და ვერ’განცდილი გრძნობისთვის. მადლობა ყველა ბედნიერებისა და იმედგაცრუებისთვის. მადლობა წლებისთვის,თვეებისთვის,კვირებისთვის,დღეებისთვის,საათებისთვის,წუთებისთვის,წამებისთვის,რომლებიც იყო და აღარ იქნება/რომლებიც არ იყო,მაგრამ შეიძლებოდა ყოფილიყო.

მაპატიე.
მაპატიე ის,რომ უსიყვარულოდ კი არა სიყვარულით მივდივარ.

არ ვუარყოფ,ვიცი,შემიყვარდება.
მაგრამ ისე არა,ისე ვერა,როგორც - შენ.
შენ იყავი ჩემი პირველი,მე ვიყავი ჩემი მეორე.

კარგად.

მე შენ მიყვარხარ.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent