შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ძველი ნაცნობი


20-07-2018, 08:05
ავტორი jello
ნანახია 1 416

ზოგს როგორი ამინდი უყვარს,ზოგს როგორი..
აი,მე,მე წვიმიანი ამიდი მიყვარს...
დაცარიელებული ქუჩა და ლამაზად აელვებული ლამპიონები..
მარტოოობა მიყვარდა,მიყვარს და ალბათ სულ მეყვარება..
მაგრამ მარტოობა ადამიანისთვის ძალიან ცუდია,ამ დროს არავიზე ფირობ და მხოლოდ შენი თავის გულისთვის აკეთებ იმას რასაც აკეთებ..
სიყვარული ვალდებულებაა,ამ დროს თავს უფრო კარგად გრძნობ..
სტიმული მინდა,ოღონდ საყავრელი ადამიანისგან კი არა,ისე უცნობი ვინმესგან,რომ დამირეკოს და მითხრას -ყველაფერი კარგად იქნებაო..
ამდაგვარ ფიქრებში ვიყავი გართული,რომ უცებ ტელეფონმა დარეკა. უცნობი არ იყო ნაცნობი იყო, ძალიან დიდი ხნის ნაცნობი. დიდხანს ვფიქრობდი ამეღო თუ არა ტელეფონი,გარეთ გავედი,გადავწვიტე ,რომ შემოსვლისას ტელეფონის ზარს თუ ისევ გავიგონებდი აუცილებლად ვუპასუხებდი..
ის ისევ რეკავდა,რეკავდა და აღარ ჩერდებოდა. ავიღე ,თურმე ჩვენი საერთო მეგობრის ნომერი უნდოდა. ემოციები ერთამენთში ამერია, თან გავბრაზდი და თან გამიხარდა-მასთან ლაპრაკი ნამდვილად არ მინოდა.
ყოველთვის ვფიქრობდი ,რომ უგუნური საქციელი იყო წარსულის დავიწყება და მითუმეტეს მისი შეზიზღება, ან ის გრძნობა,როცა აღარ გინდა წარსულში დაბრუნება..
მაგრამ ახლა სულ სხვანარიად ვიყავი განწყობილი, არ მეზიზღებოდა,უბრლაოდ ნამდვილად არ მსურდა მასთან ლაპარაკი,რადგან მისი ტექსტები უკვე ზეპირად ვიცოდი.
დაიწყებოდა ისევ თავიდან ,მე კი არ ვაპირებდი კომპანიონობის გაწევას,რადგან თეატრიდან უკვე დიდიხანია რაც წამვედი.ზუსტად არ მახსოვს,მე დავანებე თავი თეატრს თუ თვითონ დამანება.მაფრამ ფაქტია- ჩვენ ერთმანეთს ისევე გავეყარეთ,როგორც მე და ეს ჩემი ძველი ნაცნობი. არ მიყვარს სახელების ჩამოქვეითბა, თავიდანვე მივხვდი,რომ ეს ადმაიანი ჩემთვის პირველი შეხვედრიდანვე უბრალო ნაცნობი იყო და ყოველთვის ასე დარჩებოდა, მას არ შეეძლო ურთერთობის გაუმჯობესება,მაგრამ მაშინ მე ჯერ კიდევ თეატრში ვთამაშბდი.
ერთხელ მითრა,რომ თეატრი უყვარდა, ხოდა მეც გავაწიტე მის ცხოვრებაში მომეწყო უზარმაზარი თეატრი,გასტროლების გარეშე. რათამუნდა თავიდნვე მივხვდი,რომ თეატრში არასდროს ყოფილა, ან თუ ყოფილა ისიც იმიტომ ,რომ ახალი ნაცნობის გული მოეგო.
ბედის ირონიააა ,რომ ის ნაცნობი მე ვიყავი.
მოკლედ ტელეფონი გავუთიშე და ფრენის რეჟიმზე დავაყენე,რომ ჩავრთე უამრავი ესემესი და ნარეკი დამხვდა მისგან,ცივად გადავავლე თვალი,გამეღიმა.
ეგონა,რომ ამით ჩემთან ლაპრაკს გააბავდა.
ყელში ამომივდიდა მისი სულელური ოინები , დავურეკე,გახარებულმა მიპასუხა, ვუთხარი,რომ ჩემს ცხოვრებაში ძველი ნაცნობების ადგილი არ იყო,რომ მე ახალი ცხოვრება დავიწყე და თეატრიდანაც წამოვედი,სასოწრკვეთილმა დაიწყო რაღაცეების ბოდიალი,ზუსტად ისე,როგორც საღ გონებაზე იცის ხოლმე.
ბოლოჯერ რამის თქმა თუ გინდა-მეთქი-ვკითხე,გაიცინა-შენ ისევ ის ხარ ვინც იყავი ,თავს ნუ იტყუებო.
დავუკიდე,ტელეფონი გავთიშე,როგორც მჩვევია და მთელი ღამე ვფიქრობდი,გამთენიისას ტელეფონი ჩავრთე, ცოტახანში ისევ გადრომირეკა ,დიდიხანი არ ვიღებდი,ბოლოს ტელეფონში მისი ხმა გაისმა,ეტყობოდა მასაც არ უძინია:
-ვიცი ,მთელი ღამე არ გეძნა და ისიც ვიცოდი,როდის ჩართავდი ტელეფონს,შენ არ შეცვლილხარ დამიჯერე-სევდიანად ამოიხვნეშა- ეს ერთხელღა დამიჯერე, არაფერს არ გთხოვ.კი ბატონო, აიწყე ცხოვრება, მაგრამ ტყუილზე ნუ აწყობ,რა. ვიცი,მოგბეზრდა ჩემი უაზრო ლაპრაკი,მაგრამ მეც შევიცვალე,ოღონდ მე მართლა შევიცვალე,გესმის?-მერე უცებ გაჩუმდა,მიხვდა ვუსმენდი და ისევ გააგძელა-წიგნების თანმიმდევრობით დალაგება ვისწავლე, ჩაის გაკეთებაც,კიდევ ძმაკაცებტან შუაღამით აღარ ვარ, ვიცი ეს არ გადარდებს,არც მაშინ გადარდება ,მაგრამ მე მართლა გამოვსწორდი.
-იცი-უცებ გავიგონე ჩემი ხმა,მე თვითონაც ძალიან გამიკვრდა- ადამიანები ხშირად ვიცვლებით ხოლმე. ამ შეცვლის დროს ზოგჯერ ვიღაც ადმაიანი გვერჩება გზაში და ვეღარ გვეწევა, შემდეგ ის ადამიანიც ჩერდება და აღარ ცდილობს დაგვეწიოს. შენ მე გზაში არ დამრჩი, შენ თავიდანვე მყარად იდექი გზაზე და არ მოდიოდი, მე ბევრჯერ ვეცადე ,რომ დამეყვირა,მინოდა გამოქცეულიყავი,მაგრამ შენ ადგილიდან არ იძვროდი.გესმის?-ცინიკურად ჩავილაპრაკე,გავიღიმე და რაც შემეძლო მთელი გულით ავხარხარდი.
-ხელოვნური სიცილი კარგად აგითვისებია თეატრში,მაგრამ ახლა შენ სცენაზე არ დგახარ და ტაშს არ ელოდები.შენ იცი ეს,მაგრამ თავს ისულელებ,მე მაინც რას მერჩი,ა?
-მე ჩემს თავს ვერჩი-წამომცდა
-ვიცი,ვიცი-მცირე პაუზის შემდეგ თავიდან დაიწყო-იცი,ზოგჯერ ვფიქრობ ხოლმე,ბევრს ვფიქრობ.. აი,მაგალითად შენ ,რომ აქ იყო..აქ ,სკამზე, იჯდე და ისევ მიკითხავდე ფროიდის გვერდებს,მერე იცინოდე და მეუბნევოდე ,რომ წასასვლელი ხარ, მე მოვიწყენდი და სევდიანი თავლებით დაგიწყებდი ყურებას, შენ ისევ გაიცინებდი.-გაჩუმდა-ოხ,როგორ მეზიზღება შენი სიცილი,ის სიცილი,რომელმაც ცხოვრება დამინგირია, სულ მაგაზე ვფირობ ,მაგრამ ეგ არაფერი-ისევ გაჩუმდა- დრო მოვა და დაგივიწყებ,ამბობენ ადამიანების დავწიყება ადვილიაო,მაგრამ შენ..
-ლევა,გეყოფა რა..გთხოვ
-ტირი თუ მეჩვენება?-გაოგნება და ოდნავ შიში დაეტყო
-ვტირი,ლევა,ვტირი. მე ხომ სხვა არაფერი ვიცი და აი, ახლა ვტირივარ..გესმის,ლევა? ახლა,როცა ყველაფერი ავაწყე,როცა ვარდისფერი სათვალე,რომელიც არასდროს გამომიყენებია,ძლივს გავიკეთე და ახლა ,როცა ყველაფერი კარგად იყო,შენ ისევ გამოჩნდი და ისევ დაიწყე წარსულში ქექვა..მე მეზიზღება ,უკვე მეზიზრება ის წარსული..
-ნუ ტირიხარ,ერთს გეტყვი და გაგითიშავ,არ გინდა არც ვარდისფერი სათვალე და არც წარსულზე ფიქრი,შენ შენი თავის იმედი უნდა გქონდეს, მხოლოდ ის დაგეხმარება მდგომარეობიდან გამოსვლაში. წავედი,გთხოვ დაიძნო,მე აღარ დაგირეკავ,ბოდიშს გიხდი.
გამითიშა.
დავრჩით ისევ მარტო,მე და კედლები,მე და ტელეფონი,მე და ფურცლები,მე და ლევას წერილები, მე და ძველი ფიქრები,მე და წარსული, მე და პატარა მოგონებების ყუთი, მე და სასოწაწკვეთილების ზამბარა,მე და იმაზე ფიქრი,რომ ყველაფერი კარაგდ იქნება და ბოლოს მე და ძილი.
როგორც იქნა გამთენიისას ჩამეძინა,დილით გავიღვიძე და ისევ ამეშალა ფიქრები.
მივხვდი,რომ გუშინდელი ლაპრაკი სრული უაზრობა იყო.
ბევრი ვიფიქრე,ვფიქრობდი ძველ ნაცობებზე,რატომ მოდიან ისინი, თუ საბოლოო ჯამში მაინც ძველ ნაცნობებად დარჩებიან?
თუ საბოლოო ჯამში, ვერ მიუსწრებენ იმ მატარებელს,რომელიც ჩვენ გულამდე მოდის.
ძალიან მტკიოდა გული,მაგრამ მე უკვე აღარაფერი შემეძლო.



№1 სტუმარი 123

Sanam dadeb gadaatvaliere asoebi eklda zoggan da minoda ara mindoda. Mtlianobashi kargi iyo.

 


№2  offline წევრი jello

123
Sanam dadeb gadaatvaliere asoebi eklda zoggan da minoda ara mindoda. Mtlianobashi kargi iyo.

გმადლობ,გავითვალისწინებ აუცილებლად.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent