შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიცოცხლე უსიყვარულოდ...


21-07-2018, 02:02
ავტორი sweetgirl
ნანახია 2 025

სიცოცხლე უსიყვარულოდ? ჰმმ... ეს არის მომენტი,როცა ორ უკიდურესობას შორის ხარ.სიცოცხლე უსიყვარულოდ,თუ სიცოცხლე ტანჯვით სავსე სიყვარულით. და მაინც,ჩვენ არ გვაქვს არჩევანი ამისა.სიყვარული დაუკითხავად მოდის ჩვენთან,გვირევს ყველაფერს,გვიტოვებს დარდს და სევდას და ისევ უკან მიდის.ჩვენ რა შეგვიძლია?არც არაფერი.ჩვენთვის,გულში ვიკლავთ ამ გრძნობას.განსაკუთრებით ღამე იწყება ცუდი ფიქრები,ფუჭი ოცნებები და ცრემლების ღვრა.ჩვენ რა შეგვიძლია?არაფერი,საერთოდ არაფერი... თავს ვიიმედებთ,რომ გაივლის,ტკივილი სიხარულით შეიცვლება,ცრემლი ღიმილით.გადის დღეები,თვეები,წლები და ყველაფერი ისეა,როგორც დასაწყისში...იცვლება მარტო საათის ისრები.ჩვენ უძლურები ვართ დროსთან და სიყვარულთან.სიცოცხლე სიყვარულით გაცილებით რთულია,ვიდრე უსიყვარულოდ.ძნელია გიყვარდეს,ძნელია უყურო,როგორ მიდის შენგან და სიცარიელეს გიტოვებს გულში,რომლის ამოვსებაც შეუძლებელია...ძნელია გაუმკლავდე იმ ყველაფერს,რაც შემდგომ იწყება:დეპრესია,უძილობა,უხასიათობა და ცხოვრების ხალისის დაკარგვა.თავს იკატუნებ,თითქოს ყველაფერი კარგადაა,მაგრამ არის დღეები,როცა ამის დამალვა შეუძლებელია და ემოციებსაც ვერ აკონტროლებ.ამ დროს მარტო მისგან დაცლა გინდა,ეს კი მარტო ტირილის დახმარებით ხდება.ხანდახან თავისით მოდის ცრემლები უემოციო სახეზე და თითოეული ცრემლი გიწვავს ლოყებს,ტუჩებს,კანს,რადგან ისინი იმ გულიდანაა წამოსული,რომელიც იწვის.შენ კი შეუძლებელია შეჩერდე,რადგან ტირილის შეჩერებაც აღარ შეგიძლია...
სიცოცხლე უსიყვარულოდ?ეს შეუძლებელია...თვით სიცოცხლეა სიყვარული და რაოდენ მტკინვეულიც არ უნდა იყოს ის,უნდა განვიცადოთ.უსიყვარულო ადამიანი უსულო საგანს ემსგავსება,რომელსაც ვერ გაუგია რისთვის მოვიდა ამქვეყნად. და თუ ჩვენ იმისთვის მოვედით,რო ვიტანჯოთ,დაე ვიტანჯოთ,რადგან სიყვარულის გარეშე იმაზე უაზრო იქნება ცხოვრება,ვიდრე ჩვენ წარმოგვიდგენია...



№1  offline წევრი izabella

კარგი ჩანახატია, მომეწონა.

 


№2  offline წევრი sweetgirl

izabella
კარგი ჩანახატია, მომეწონა.

Madloba ❤️❤️❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent