შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჯოჯოხეთის ჯოჯოხეთამდე ვიქნები შენთან.


4-08-2018, 01:02
ავტორი SpaceCat
ნანახია 1 220

-მე ამოვალ, მე ვთხოვ შენებს,გამოგიშვან. ნახევარი საათით მჭირდები, შენი დანახვა მინდა, წელიწადზე მეტი იყავი შენს ქვეყანაში, მომენატრე, გესმის? არ შემიძლია შენს გარეშე არსებობა, სალიტა. მომკიდე ხელი და, არ მოგცემ უფლებას ოდესმე გამიშვა - ენის ტეხვით ვკითხულობდი ტექსტს, რომელიც იმ ბიჭისგან იყო, 9 წლის წინ რომ გავიცანი მშობლებთან სტუმრობის დროს, და მეგონა ვმეგობრობდით. 3წელზე მეტია სიყვარულს მეფიცება და, ჩმი ამბავი რომ იცოდეთ, ახსნის გარეშე მიხვდებოდით რომ, არ მჯერავს.
მიუხედავად რომ ყოველდღე მწერდა, მაინც ვერ ვისწავლე ეს წყეული ენა ნორმალურად. რადგან ჩემი სიზარმაცის წყალობით, ყოველთვის „თრანსლეითის“ საშუალებით ვთარგმნიდი ყველა მის მოწერილ ტექსტს და, ერთხელაც არ შევწუხებულვარ რომ თავიდან ბოლომდე წამეკითხა ჩემით. დღევანდელი დღე გამონაკლისი იყო.
- ნორმალური ხარ? მე არ მინდა მოხვიდე. ბოლო ნახვის შემდეგ შენ ძალიან შეიცვალე, ჩვენ უბრალოდ ვმეგობრობდით, და იცი, რომ მეტი არაფრის მოცემა შემიძლია. ვერც ხელს მოგკიდებ და, ვერც სიკვდილის ზღურბლამდე მოგყვები, მაპატიე, მიყვარხარ, გაფასებ, მაგრამ, არ შემიძლია. - ასევე გატეხილი სიტყვებით მივწერე, ჩემი აზრით, ამ შინაარსის ტექსტი და გავუგზავნე. - დედა, არ შეიძლება რომ დროზე ადრე წავიდე აქედან? სამსახური მჭირდება, მოვძებნე რამდენიმე ვაკანსია და მინდა მალე გავარკვიო ჩემი ამბავი, რადგან არ მსურს მუდმივად აქ ვიცხოვრო - მივუტრიალდი დედას, რომელიც გაოგნებული თვალებით მიყურებდა 3 დღის ჩამოსულს.

-სალი, ანა რომ გათხოვდა გაიგე? - გაოგნებული მელაპარაკებოდა მაკა - თან ვის გაყვა, გოგო, ლამის ჭკუიდან შევიშალო. წარმოდგენაც არ მინდა რომ, ვერ ვნახავ ვერასოდეს. ხომ გახსოვს მათი ჭიდილი, ჩვენსა და მის არჩევანს შორის,ჰოდა, იმდენი ჰნა, თვითონ გაიმარჯვა. - არაფრით ჩერდებოდა მაკა, და საერთოდ არ მინდოდა მისი მოსმენა, მიუხედავად იმისა რომ ბავშვობიდან ვმეგობრბდით და, მიუხედავად იმისა რომ რამდენიმე თვე ვერ ვნახავდი. თავში ისეც ის მესიჯი მიტრიალებდა,რომელიც როგორ მოგახსენეთ, პირველად წავიკითხე დამოუკუდებლა, ონლაინც თარჯიმნის დახმარების გარეშე.
-მაკუშ, ბოდიში, საშინლად არ ვარ ხასიათზე, შეხმიანები რამოდენიმე დღეში კარგი? გკოცნი- ვუთხარი და,ისე გავუთიშე დამსიდობებაც არ ვაცადე.

აბსოლიტურად ყველა წელი თვალწინ დამიდგა, წლიური რამდენიმე თვიანი შეხვედრები, ერთად სეირნობები, ყველა გიჟური წუთი და წამი რაც ერთად გვაქვს გატარებული,ყველა ხელის მოკიდება და გახავევა, ყველა შეხება, თვალებში ჩახედვა და, ახლა გავაანალიზე როგორ გამოხატავდა ყველაფერს თავიდანვე და, როგორ ვაიგნორებდი მე. როგორ ვუყვებოდი ყველა ჩემს მიმოწერაზე, და როგორ მედგვა გვერდში ბავშვურად გულნატკენს. გამეცინა და შემრცხვა ჩემი საქციელის. სასწრაფო რეჟიმით ტელეფონი ავიღე და, ერთ-ერთი ჩათი გავხსენი, გადავწყვიტე რომ მიმეწერა - “ჯანდაბას, ამოდი, გავისეირნოთ და დავილაპარაკოთ ბოლო-ბოლო. მაგრამ იცოდე მე აზრი არ შემიცვლია და, ახლა მხოლოდ იმიტომ გწერ რომ, შენთან თავი უხერხულად არ ვიგრძნო, რამდენიმე დრის ან წლის შემდეგ.“

მომენტალურად მომივიდა პასუხად - “ok” და მივხვვდი რომ მაქსიმუმ 1 საათში სახლის კართან იდგებოდა ჩვეული ღიმილით. ამიტომ შეუმჩნევლად გავემზადე, ზუსტად ისე რომ თქვენ წარმოიდინეც მეც კი ვერ მივხვდი ვისთვის ან რატომ ვემზადებოდი.
სარკესთან რომ გავჩერდი მერე გავაანალიზე ჩემი საქციელი და გამეცინა, გეფიცებით, დარწმუნებით შემიძლია ვთქვა არაფერი არ მიდნა მაკავშირებდეს მაგ ადამიანთან.
მოკელდ ასე თუ ისე, დიდი სჯა-ბაასის შემდეგ გადაწყდა რომ, რაც არ უნდა გამეკეთებინა, მოვიდოდა დრო რომ მე ხელს მომკიდებდა და სიკვდილის კარამდე ასე მატარებდა. მერე პირველი თვითონ შევიდოდა, რომ მე მის გარეშე არ შემშინებოდა, და იქაც დამიცავდა. „და თუ მე ჯოჯოხეთში მოვხვდები?“ უნებლიედ ვკითხე.
სწორედ ეს კითხვა ის გადამწყვეტი, რაც ჩვენი დასასრულის დასაწყისი იყო.
ამ დღის შმდეგ უამრავმა დღემ განვლო, უამრავმა თვემ , აღარასოდეს წავსულვარ საქართველოში, მეგობრებო, დღემდე აქ ვარ.
საოცრად ჩუმი წარსული და, გაუგებარი აწმყო ჰქონდა, მხოლოდ ის პერიოდი ვიცოდი რაც მე ვიცნობდი და, რაც ერთად გვქონდა გატარებული. ჩემს გარეშე რას აკეთებდა არც ერთი წამის არც ერთი ამბავი არ ვიცი.
მხოლოდ მაშინ, როცა ჩვენივე ფანჯრებთან, ჩემი სახლის პერიოდში სროლა ატყდა, მხოლოდ მაშინ გავიგე რამდენინე სიტყვა.
და ზუსტად ის, ოჯახური სისხლის მსხვერპლი გახდა. კი ასე ხდება, მუსლიმანურ წარმოშობის ოჯახებში, რამდენიმე თაობას შეუძლია შური იძიოს. მხოლოდ იმიტომ რომ, მილიარდი წლსი წინ ვიღაც წინაპარმა მეორე წინაპარი მოკლა. და სწორედ ჩემი, ჩემი არჩევანი გახდა ამ სცენის მსხვერპლი. ჩემი ცხოვრება შეიწირა იმ შურისძიებამ, რომელიც ვერ ამოკვეთეს მილიონობით წლის მანძილზე.
რამდენიმე წელი გავიდა და, შეგიძლიათ სიტყვაზე მენდოთ, რომ მე ისევ იმ სახლში, ისევ იმ თეთრეულში და, ისევ მის მაისურებში ვცხოვრობ. არც ერთი საათით მიფიქრია წასვლა და დავიწყება.
არც ერთი წამით გავიფიქრებ. და მიუხედავად იმისა რომ ჩვენ არაფერი დაგვრჩა ჩვენი მომავლის გასაგრძელებლად, დარწმუნებული ვარ, რომ ის, ახლაც ჯოჯოხეთის კართან მელოდება. და რადგან მას კაცის მკვლელობის ცოდვა, არ გაუსვებდა სამოთის შესახვევამდე, მზად ვარ, უცხო თუ არ, საკუთარი თავი მაინც მოვკლა, იმის გამო რომ კიდევ ერთხელ ვნახო.
მივიდე, ჩავკიდო ხელი და, ჯოჯოხეთის ჯოჯოხეთამდე არ გავუშვა.
დავპირდე და, ხელახლა შევასრულო ყველა პირობა.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent