შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თავისუფლების ძიებაში


26-08-2018, 04:26
ავტორი bib175
ნანახია 1 911



ყოველთვის მჯეროდა სიყვარულის, მაგრამ არასდროს მდომებია გადამეტანა ეს ტანჯვა. ბაღიდან მოყოლებული ყოველთვის ბევრი თაყვანისმცემელი მყავდა. სილამაზით არ გამოვიჩევი, მაგრამ ლამაზი ვარ. უცხო შეხედულება მაქვს და ჩამთრევი ხასიათი. ეს არის მიზეზი თუ რატომ მყავს ამდენი თაყვანისმცემელი, მეტი არაფერი. მაგრამ სანამ ჩემ ხასიათზე და ვიზუალზე დავიწყებდე საუბრს მიზეზს გეტყვით სიტყვა ტანჯვა რატომ გამოვიყენე. ვისაც ვუყვარდი, ყველა იტანჯებოდა. სკოლაში ჩემი დაქალები სიყვარულის გამო სულ "დეპრესიაში" იყვნენ, უჭირდათ და რთულად იტანდნენ ყველა დაშორებას ან გულის გატეხვას. მაშინ გადავწყვიტე, რომ არასდროს არავინ შემიყვარდებოდა. და მას მერე ვასრულებ ჩემ სიტყვებს. ყოველ შემთხვევაში ვასრულებდი იქამდე, სანამ ნიკა გამოჩნდებოდა ჩემს ცხოვრებაში...

თავიდან დავიწყოთ. სოფი, 19 წლის. სკოლაში გვიან შემიყვანეს, ამიტომ სკოლა წელს დავამთავრე. ყველაფერი გამოცდების დაწყებასთან ერთად დაიწყო. რა ცუდი პერიოდია "რომანის" დასაწყებად, მაგრამ გულს ვერ უბრძანებ.
არ იფიქროთ რომ ნიკამდე შეყვარებული არ მყავდა. პირიქით.. უბრალოდ არავის ვუშვებდი ახლოს, თუნდაც ფიზიკურად. და 2-3 კვირიანი ურთიერთობები იყო. ვუყვარდი, მაგრამ მე არადროს მყვარებია არცერთი.. ინტერესს მალე ვკარგავდი და ვტოვებდი.


იანვრის დასასრული.

-დე. მაქსის გავიყვან გარეთ და მალე შემოვალ.
-კაი სოფ, ოღონდ თბილად ჩაიცვი.
-კაი.
ჩემი გიგანტური "შუბა" ჩვიცვი, რომელიც ჩემი ცუგას ფერებში იყო და გარეთ გავედით მე და მაქსი. როგორც ყოველთვის პარკისკენ ჩავედით. პარკსში ჩემი უბნელები იყვნენ, ბიჭები, რომლებსაც 3 წლიდან ვიცნობ. მათთან ერთად კი ჩემთვის უცხო ბიჭი იყო - ნიკა.
ჩემი ბედნიერება და წყევლა - ბიჭებს მივესალმე. მაქსის მოეფერეს და უცებ ნიკას ხმა გავიგე. ასეთი ხმა არცერთ ჩემ ნაცნობს არ აქვს, ისეთი ხმა აქვს, იფიქრებ რომ ძალიან ძლიერი პიროვნებაა და არ ღირს ამ ადამიანთან დაპირისპირებაო. საშიში, მაგრამ ჩამთრევი..
- როტვეილერია? - შევტრიალდი, მისი სახე პირველად დავინახე იმ მომენტში ასე გარკვევით. მუქი კანი, მაღალი, ბასრი ყბა და მოყვანილი ცხვირ-ტუჩი, რომელიც ერთმანეთს იდეალურად მიჰყვება. მუქი ყავისფერი თვალები, მაგრამ მარტივად ჩამთრევი. ნიკა სულ სხვა სამყარო იყო ჩემთვის პირველივე მომენტიდან,
- კი - გავუღიმე.
- რა საინტერესო რამ გაცვია, შენი ძაღლის ფერებში მოგწონს ყოფნა?
- რატომაც არა. ვუხდებით ერთმანეთს.
- კი, ნამდვილად. გოგო რომ ყოფილიყო მეც მომიხდებოდა. - იდეაში იხუმრა
- შენ რა ზოოფილი ხარ?
- მე ყველაფერი ვარ
- დიდი წარმოდგენა გქონია შენ თავზე - გამეცინა.
- და რატომ არ უნდა მქონდეს? არმიცნობ. - ამ დროს ბიჭები ჩაერივნენ. როგორც ჩანს მათთვის ეს საუბარი ფლირტაობა იყო.
- კარგით! მორჩით ფლირტაობას. - ამან გამაბრაზა და მართლა დავიწყე ფლირტაობა.
- ნიკა ხო? ფბ- გაქვს?
- კი ნიკა. მაქვს.
- აბა მანახე შენი თავი. - ამ დროს ბიჭები ისევ ჩაერივნენ
- აუ ამას ისეთი სურათები უდევს, მაგარი პედიკია ტო. - ვერ მივხვდი რა საჭირო იყო ჩემ წინაშე მისი დამცირება, მაგრამ 3-1ზე იყო და გადავწყვიტე ნიკა დამეცვა.
- ვა, აბა მანახეთ. - სურათი მაჩვენეს, ნიკას ეკიდა მაგრამ ჩემ რეაქციას მაინც ელოდა მათ ასეთ შეტევაზე.
- ნახე რასგავს - სიცილი აუტყდათ და ერთი მეორეს აშველებდა დამამცირებელ კომენტარს.
- ჩემი აზრით საყვარელია. გოგოებს მოეწონებათ, თქვენ ვერ ჩაწვდებით დიდი ალბათობით რატომ. ნიკა ხვდება. - წამით გავხედე და ღიმილი დავაფიქსირე მის სახეზე, წამიერი და ცბიერი ღიმილი.
- ხედავთ? გოგო ფიქრობს რომ საყვარელია მეტი სათქმელი აქ არაფერია. სოფ, შემთხვევით აქეთ ხომ არ მოდიხარ? - ჩემ უბნელებს გაუტყდათ, სანამ რამეს ვიტყოდი ერთმა გამაჩერა და "გამაფრთხილა" : - არ გირჩევ მასთან საქმის დაჭერას. - ვერ მივხვდი რატომ მითხრა, ნიკამ ისევ გამიმეორა შეკითხვა.
- კი მოვდივარ.


რამდენიმე ნაბიჯი გავიარეთ ერთად, მადლობა გადამიხადა დაცვის გამო. გავუღიმე და დავემშვიდობე. მოულოდნელად ჩემკენ მოიწია და გადამკოცნა. ყველაზე უცნაური კი ის არის, რომ ასე არავის უკოცნია.. მან, 20 წუთის გაცნობილმა ბიჭმა, ამ ერთ კოცნაში უამრავი ემოცია ჩაატია. ვერ მივხვდი.. მისმა ყველაფერმა დამაბნია. ამ კოცნაზე დიდხანს მეფიქრებოდა. დრო კი გადიოდა.



თებერვალი, მარტი, აპრილი, მაისი, ივნისი..

ამ თვეების განმავლობაში, ჩემ ცხოვრებაში ბევრი რამ შეიცვალა. ბევრმა დამანახე თავისი ნამდვილი სახე და ჩემი უახლოესი მეგობრები, რომლებიც მეგონა რომ მეგობრულად მიყურებდნენ, დავკარგე. ივნისის ბოლოს ერთ ბიჭთან ვიყავი, ლუკასთან. ლუკას წლებია ვიცნობდი და კარგი მეგობრები ვიყავით, მაგრამ ისე მოხდა რომ ჩვენი ურთიერთობა მეგობრობაზე მეტად იქცა. ურთიერთობის დასრულება, რა თქმა უნდა, მე მინდოდა. მაგრამ ერთი პრობლემა მაქვს, მიჭირს ამ სიტყვების წარმოთქმა.. ივნისის ბოლო იყო, თავს ვარიდებდი ლუკას მაქსიმალურად. მისგანაც დიდ ინიციატივას ვერ ვხედავდი, მწერდა მაგრამ.. არვიცი, ვერ ვგრძნობდი ვერაფერს. ივნისი დასრულდა.


ივლისი. 2.

ფბ-ზე მეგობრობის თხოვნა მომივიდა. ნიკასგან. გმაიკვირდა, მერე გამახსენდა რომ წავშალე მეგობრებიდან, რადგან არ ვიცნობდი და არც ვკონტაქტობდით. დავიმატე, არ მეგონა თუ მომწერდა, მომწერა.
- შენი ცუგა როგორ არის? - მომეწონა ცუგა რომ თქვა და არა ძაღლი.
- კარგად არის მაქსი. შენ ?
- კარგად. გახსოვარ? - როგორ დამავიწყდებოდი..
- არა
- მატყუებ.
- შეიძლება. - ბევრი ვილაპარაკეთ, თითქმის მთელი ღამე. უამრავი საერთო აღმოგვაჩნდა. ასე სასიამოვნოდ არავისთან მისაუბრია... დღეების მანძილზე მასში ჩემი ნახვის სურვილი მძაფრდებოდა. მოვეწონე და ვცოდი. მეკიდე ლუკაზე ვფიქრობდი მაგრამ ნიკას არ ვუშვებდი. ლუკაზე არ მითქვამს გარკვეულ მომენტამდე.


- ისე არ მეგონა ვინმე თუ ჩემზე არაფოტოგენუ არსებობდა.
- ჩემზე ამბობ თუ ჩემ ძაღლზე?
- შენზე.
- რატო?
- ბევრად ლამაზი და საყვარელი ხარ, ვიდრე ფოტოებში ჩანს.
- გახსოვარ სახეზე?
- კი, იდეალურად.
...
- ვეღარ ვითმენ, უნდა გნახო! - მომწერა.
- მნახავ, ოღონდ ხვალ.
- ვაიმე, ხვალამდე რა მოითმენს..
- არ იფიქრო ჩემზე და მოითმენ
- შეუძლებელია შენზე არ ვიფიქრო რაღაც საოცრება ხარ.
- :დ მადლობა.


მეორე დღეს ვნახე. პირველი რაც მითხრა
- ღმერთო როგორი არაფოტოგენური ხარ - და ჩამიხუტა




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent