შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

პაიკი...


2-10-2018, 22:33
ავტორი tamari zardiashvili
ნანახია 1 756

ჭადრაკი,თამაში რომელსაც სამეფო სულის ხალხი თამაშობს და არა სამეფო წარმომავლობის.თამაში რომელიც მოითხოვს გამოეთიშო ყველაფერს რაც შენს ირგვლივ ხდება და კონცენტრირება მოახდინო ლამაზად,გრაციოზულად დაწყობილ ფიგურებსა და მათ სვლაზე.ის იქცევა უძლიერეს გამოცდად ინტელექტუალებისთვის. თავგანწირვის და ერთგულების უმსხვერპლო მაგალითი. თეთრისა და შავის თავბრუდამახვეველი პაექრობა.
ჭადრაკზე დედებს ან ბებიებს შეჰყავთ ბავშვები. მე კი როდესაც გავიგე შანსი მქონდა მესწავლა ეს უნიკალური თამაში, უბრალოდ ვთქვი:'' მინდა ვიარო''.როგორც დედა იხსენებს იმ დროისთვის ემოციებს არ გამოვხატავდი, მაგრამ იოლად ავუღე ალღო თამაშს და მის შესწავლას.
ასევე მახსოვს ჩემი პირველი გაკვეთილი და ემოციები. როგორ მიხსნიდა მასწავლებელი რა ერქვა თითოეულ ფიგურას და როგორ მოძრაობდნენ. მეკი გაოცებული და თვალებ გაფართოებული შევყურებდი თითოეულს და ვფიქრობდი:'' ეტლი? ვინმე აქ ინვალიდის ეტლს დააგორებს? ის სულაც არ ჰგავს ამ უკანასკნელს, ბოძს ან სვეტს უფრო მაგონებს. კუ? და სად აქვს მას ბაქანი? ის შუბს უფრო ჰგავს.... და ნახე როგორი წაწვეტებული თავი აქვს. ვინმეს თვალში,რო დავუმიზნო და გავუქანო? ვითომ ბუდიანად ამოვუღებ? ''
ლაზიერს იმ ფერის უჯრა ჰყვარებია რა ფერის კაბაც აცვიაა .
Qმას ხშირად დედოფალსაც ვეძახით... ალბათ იმიტომ, რომ უძლიერესი ფიგურაა და თითქმის ბოლოს როცა უკვე იმედი გადაწურულია,მაშინ შემოგვყავს მოქმედებაში. მაგრამ მე რისკიანი პიროვნება ვარ და პირველი 10 სვლაში ერთ-ერთი აუცილებლად მისია.
მეამბოხე ფიგურა მხედარია. ალბათ ი,იტომ, რომ ყოველი ფიგურა წინ და წინ მიიწევს სანამ არ უბრაძანებ შეჩერდეს, მხედარი კი მაშინ ჩერდება, როცა თვითონ ბრძანებს. ის არა ადეკვატურად მოძრაობს, ისე როგორც მთვრალი ადამიანი."შენ ამ ცხოვრებაში პაიკი ხარ." ხშირად ეს ფრაზა სიძულვილს და გაღიზიანებას იწვევს, არავის სურს იყოს პატარა, სუსტი, უუნარო და უსუსური პაიკი, შეზღუდული სვლით და ნებით. მაგრამ არავის ესმის, რომ როდესაც პაიკი დაფის კიდესმიაღწევსმისი ძალები, შესაძლებლობები იზრდება. ამ წრიპა ფიგურას დიდი და ნათელი აქვს. ასე, რომ მე მინდა ვიყო ბუმბერაზი პაიკი.
სულ ეს იყო, ერთი ახსნა და მეორე დღეს ერთ ბავშვთან დამსვა რათა მეთამაშა. გაშტერებული ვიყავი.ფიგურის სვლებს და სახელებს ძლივს ვიმახსოვრებდი, ამან კიდე თამაში მომინდომა. დიდი ფიქრი არ სჭირდება ისედაც მიხვდებით, რომ წავაგე, მაგრამ ძლიერი კონკურენტი აღმოვჩნდი დამწყებისთვის. იმის მიუხედავად, რომ მწყინდა, წაგება მაინც ვერ მაშინებდა და არასდროს ვამბობდი ჭადრაკის თამაშზე უარს.
სამ თვიანი გამოცდილების შემდეგ კლასში მეოთხე ადგილი ავიღე და თელავში შეჯიბრებაზე გამოვცხადდი, მაშინ 9 წლის ვიყავი. ასაკობრივად ძალიან დავიჩაგრე, სხვა მონაწილეები 1, 2, 3 ან 4 წლით უფროსები იყვნენ.პირველ პარტიაზე 3 წლით უფროსი გოგო შემხვდა, მოჭადრაკის შვილიშვილი,ისეთს დაბადებისას ქიშს და შამათს, რომ გაიძახოდა. შეჯიბრზე ძალიან უცნაური ოთხკუთხა საათები დაგვხვდა 2 ღილაკით, მისი მნიშვნელობა აგვიხსნეს და თან გვითხრეს, რომ ძლიერად არ დაგვერტყა ხელი. როგორც ჩანს მოძველებული საათები იყო, თუ ნაზად დააჭერდი არაფერს შვებოდა. ამის გამო რაც ძალი და ღონე გვქონდა ვუტყაპუნებდით.
პირველ პარტიაზე წაგებას მაშინ მივხვდი, როცა წასასვლელი არსად მქონდა, ყოველი გზა ჩახერგილი იყო. რათქმაუნდა არ შეიძლებოდა თავზე გადავფრენოდი სხვა ფიგურებს, მინდოდა, მაგრამ ეს წესებს ეწინააღმდეგებოდა. მოწინააღმდეგემ ხელი გამომიწოდა მეკი დაუფიქრებლად ავდექი და ოთახი დავტოვე, კიდე რა უნდოდა, მომიგო და ახლა მე უნდა ჩამომერთვა მისთვის ხელი?

მაშინ ნორმალურად არ ვიცოდი წესები, მოგვიანებით მასწავლებელმა ამიხსნა, რომ თამაშის დამთავრების შემდეგ მოწინააღმდეგეს ხელი უნდა ჩამოვართვა, არაქვს მნიშვნელობა წავაგებ თუ მოვიგებ, რომ ეს ერთგვარი დაზავების ნიშანია.
ისედაც ვიცოდი, რომ ყველა პარტიას წავაგებდი ამიტომ ვცდილობდი, რაც შეიძლება მალე ჩამომერმია მოწინააღმდეგისთვის ხელი, რათა გარეთ სხვა ბავშვებთან ერთად მეთამაშა წრეში ბურთი ან ''ამის პატრონმა რა ქნას''. ჩემდა გასაკვირად ერთი ქულა მაინც მოვიპოვე 5 თუ 6 პარტიიდან.
რა საკვირველია მოგვიანებით გავძლიერდი ჭადრაკში. ყოველთვის როდესაც პარტიას ვასრულებდი მოგება ძალიან იოლი და მომაბეზრებელი ჩანდა, ამიტომ ვირჩევდი ძლიერ მეტოქეს რადგან დღე და ღამ მეფიქრა ჭადრაკსა და მის მოგებაზე.
ჭადრაკში უნდა დასახო სტრატეგიები და გამოიყენო ცნობილი სვლები, მაგრამ ჩვენ ხომ ქართველები ვართ. ბრძოლას მინიმალური სტრატეგიით დავიწყებთ და დანარჩენს ომი გვიჩვენებს. იმედი გვაქვს მეტოქეს შეეშინდება და ფარ-ხმალს დაყრის, თან სიკვდილის წინ იტყვის:''მე ორი მტერი ვერ დავაჩოქე, სიკვდილი და ქართველი მოჭადრაკეო.'

სტრატეგიული რისკი, აუჩქარებელი სვლა და საზრიანი მსხვერპლი ერთი ნაბიჯით გვაახლოებს გამარჯვებასთან. სწორედ ეს გვაქცევს პიროვნებებს კარგ მოჭადრაკეებად.







მე ახალი ვარ.
იმედია მოგეწონებათ ჩემი პირველი ნაშრომი . ველი თქვენს შეფასებას და შენიშვნებს...




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent