"დარჩი ჩემთან"
დარჩენა , თუ წასვლა ? რომელი უფრო ადვილია ? მე , თუ მკითხავთ , ყველაზე ადვილი და , ამავე დროს ყველაზე ძნელი , წასვლაა ... რატომ ? ყველას ცხოვრებაში დგება ისეთი მომენტი , როდესაც საუკეთესო გამოსავალი წასვლა და ყველაფრის მიტოვებაა . ჩვენ , ადამიანებს , ყველაზე კარგად წასვლა გამოგვდის , ყველასა და ყველაფრის დატოვება .. ყველა ადამიანი პრობლემებს , ერთნაირად ვერ უმკლავდება , არ შეუძლიათ დარჩენა და იმისთვის ბრძოლა , რაც მნიშვნელოვანია , რაც არ უნდა იყოს ეს : ოჯახი , კარიერა , მეგობრები თუ სიყვარული ... ხანდახან , ისინი თვლიან , რომ საკმარისზე მეტი გააკეთეს , ურთიერთობების გადასარჩენად და , მეტ-წილად ზუსტად ამაში ცდებიან . რა თქმა უნდა , არის ისეთი მომენტებიც , როდესაც მართლა ყველაფერი გააკეთე , რომ შენთვის მნიშვნელოვანი ადამიანები , შენს გვერდით დაგეტოვებინა , მათთვის იბრძოდი , თუმცა ამ ყველაფერმა შედეგი ვერ გამოიღო . ამ მომენტში კი , ყველა ფიქრობს , გამონაკლისების გარდა , რომ ერთადერთი გამოსავალი წასვლაა . ჩემი პირადი , გამოცდილებიდან იმის თქმა შემიძლია , რომ წასვლა , თუ დარჩენა , მხოლოდ „ფიქტიურია“ , რატომ ? იმიტომ , რომ ხანდახან შეიძლება წახვიდე , მიატოვო შენთვის მნიშვნელოვანი ადამიანები , მათგან შორს იყო , თუმცა მაინც მათზე ფიქრობდე , გადარდებდეს : სად არიან , რას აკეთებენ , როგორ არიან , რას გრძნობენ , შენზე ფიქრობენ თუ არა , ენატრები , თუ არა ... და ზუსტად , ეს არის ყველაზე მტკივნეული , როდესაც მიდიხარ , მაგრამ შენი გულის ნაწილს , მათთან ტოვებ . ხანდახან , წასვლა , დარჩენა თუ დაბრუნება გადაწყვეტილებით არ ხდება , საერთოდ არ ფიქრობ იმაზე , რომ ეს ყველაფერი გინდა , უბრალოდ თავისთავად ხდება ... ერთ დღესაც , გაღვიძებისას შეიძლება , ცხოვრებამ სრულიად სხვა გზით წაგიყვანოს , იმ ადამიანებისგან ან ადამიანისგან შორს გამყოფოს , რომელიც შენთვის მნიშვნელოვანია , თუმცა ყოველთვის გულში გყავდეს და რაღაც მომენტში მასზე ფიქრობდე , უსმენდე , იმ სიმღერებს რომლებიც , მის თავს გახსენებს , კითხულობდე მონაწერებს და მათში იძირებოდე . გახსენდებოდეს მისი სიტყვები , ხმა , თვალები , ღიმილი , საოცრად მომნუსხველი შემოხედვა , შემოხედვა , რომელზეც გონებას კარგავ , რომლის დროსაც , სხვა ყველა და ყველაფერი ქრება , ყველაფერი მნიშნველობას კარგავს , იმ ადამიანის გარდა , რომელიც წინ გიზის და არაამქვეყნიურად გიყურებს .... ყოველთვის , როდესაც ცხოვრებას სხვა გზით მივყავდი , არ ვიცი რატომ , მაგრამ არ ვფიქრობდი , ადამიანზე რომელიც უკან დამრჩა , იმ წუთას ვერ ვიაზრებდი , თუ რამდენად მნიშვნელოვანი ყოფილა ის ჩემთვის .. ცხოვრებას მივყვებოდი , რომელიც არასწორ ადამიანთან და არასწორ ადგილას მაბრუნებდა , რომელიც მის მიმართ გრძნობებს მიღვიძებდა , გრძნობებს , რომლის გამოც მტკიოდა , რომლის გამოც მშვიდი ძილი დაკარგული მქონდა , იმდენად ვიძირებოდი ამ ყველაფერში , რომ გამოსავალს ვეღარ ვხედავდი .. ხანდახან , ისეთი გრძნობა მქონდა , თითქოს ვიხრჩობოდი , თითქოს შიგნიდან რაღაც მოსვენებას არ მაძლევდა , ეს ყველაფერი კი იმდენად აუტანელია , რომ ამ გრძნობას სიტყვები ვერ გადმოსცემს ... ალბათ , იკითხავთ ამ მომენტში : „რისი გაკეთება შეგიძლია , რომ ამ მდგომარეობას თავი დააღწიო“? პასუხი მარტივია : „არაფრის“ ... შეიძლება შემედაოთ და მითხრათ , რომ შესაძლებელია სხვა რამეებზე გადაიტანო ყურადღება , უმნიშვნელო რამეები აკეთო , რომ არ იფიქრო ... კი შეიძლება , თუმცა აზრი ? აზრი არ აქვს , რატომ ? იმიტომ , რომ შეიძლება მთელი დღის განმავლობაში , საქმეებში ჩაეფლო და ფიქრისთვის დრო არ დაგრჩეს , თუმცა ღამით , ძილის წინ ყველაფერი ერთად გახსენდება და ტკივილი გულის არეში გაუსაძლისი ხდება .... მაშინ , რა უნდა გავაკეთოთ ? არ ვიცი , ყველა ადამიანი საკუთარ გზას , თვითონ პოულობს ამ ტკივილისგან თავის დასაღწევად . მე , როგორ შევძელი ? ერთ საღამოს ვიჯექი , სიგარეტს ვეწეოდი და დავფიქრდი ყველაფერზე : რამდენი გავაკეთე , იმ ადამიანის დასაბრუნებლად , ვინც ამას საერთოდ არ იმსახურებდა , რომელსაც არც კი აინტერესებდა , რას ვფიქრობდი და რას ვგრძნობდი ... ამ ყველაფერმა კი ჩემში არსებული ძალა მიჩვენა , ძალა , რომლის წყალობითაც გადავწყვიტე უკან დამეტოვებინა ეს უმადური ადამიანი , რომელიც ჩემს ფიქრებსაც კიარ იმსახურებდა და , ამოვისუნთქე , თითქოს ტვირთი მოვიხსენი მხრებიდან ... თუმცა , ბოლომდე ამის გადატანაში , დამეხმარა ადამიანი , რომელიც რამდენიმე თვეა , ჩემს ცხოვრებაში არსებობს ... როგორ ? არ ვიცი .. ეს თავისთავად მოხდა ... ერთ დღესაც , ისევ შევხვდი ამ ადამიანს , ადამიანს რომლისგანაც ბედისწერამ ოჯერ წამიყვანა , ორჯერ გადამისროლა სხვა მხარეს ... თუმცა როდესაც , მასთან ვბრუნდებოდი , როდესაც ბედი ისევ გვახვედრებდა , ეს ყოველჯერზე სხვანაირი გრძნობა იყო .. მეორედ დაბრუნებისას , გულში ბიძგი ვიგრძენი , ბიძგი , რომელმაც გამომაცოცხლა ... მესამე დაბრუნებისას და მისი დანახვისას კი , საოცარი სიმშვიდე ვიგრძენი , მისი ჩახუტებისას ვიგრძენი , თითქოს სახლში ვიყავი , სახლში რომელიც , ასე მაკლდა ამდენი თვის განმავლობაში , თუმცა ვერ ვხვდებოდი .... როდესაც ისევ დავინახე , ღიმილი ჩემს სახეზე შესამჩნევი გახდა , აღარ მიწევდა ძალით გამეღიმა , რათა ყველას დაენახა , რომ „ბედნიერი“ ვიყავი . არა , ამჯერად ეს მართლა ხდებოდა ! ვუყურებდი და ვფიქრობდი : „როგორ მომნატრებიხარ , როგორ მაკლდი ამდენი ხნის განმავლობაში , თუმცა ეს ახლა გავაცნობიერე . ჩემს ცხოვრებაში ერთ - ერთი , მნიშვნელოვანი ადამიანი ყოფილხარ , ახლა როდესაც ამდენი ტკივილის შემდეგ , ისევ შეგხვდი ... ეს „ცისარტყელის გამოჩენას გავდა , წვიმიანი დღეების შემდეგ“ ..“ მისმა დაბრუნებამ , ჩემი ცხოვრება მთლიანად შეცვალა . სიცილის შეუჩერებელი წყურვილი დამიბრუნა , ოცნებების , პოზიტიური ფიქრების , მიზნებისთვის ბრძოლის ძალა მომცა . აქამდე ვერ ვგრძნობდი , თუ რამდენად მაკლდა ეს ყველაფერი , თუ რამდენად აკლდა ეს , ადამიანი ჩემს ცხოვრებას .. ცხოვრებას , რომელშიც აქამდე , არაფერი იყო , ტკივილისა და ცრემლების გარდა ... მან შემცვალა , ყველაფერი სხვა კუთხით დამანახა , მაჩვენა , რომ იმაზე ძლიერი ვარ , ვიდრე მგონია . ის , ერთ - ერთი ადამიანია , რომლის გამოც მინდა , რომ ჩემი ცხოვრება შევცვალო და მიზნებისკენ შეუჩერებლად ვიარო , რომ პირველივე წინააღმდეგობისას არ დავნებდე და ყურები არ ჩამოვყარო ... ახლა , დარწმუნებული ვარ , რომ ეს ადამიანი , ჩემს ცხოვრებაში მჭირდება , გვერდით მჭირდება , მჭირდება , რომ მობრუნებისას ყოველთვის მას ვხედავდე ... როგორც აქამდე , ჩემი ყოველი მობრუნებისას მას ვხედავდი და მინდა , რომ ეს ბოლომდე ასე დარჩეს ... არ ვიცი , ეს საბოლოო დაბრუნებაა მასთან , თუ ისევ დროებითი , თუმცა დაზუსტებით ვიცი , რომ მას აღარ მივატოვებ , არ მივცემ ბედისწერას იმის უფლებას , რომ ისევ სხვა მხარეს გადამაგდოს , რომ ისევ მაიძულოს დავივიწყო , თუნდაც რამდენიმე თვე .... ამ ყველფრისგან კი , ერთი რამ ვისწავლე : „არასდროს ! არასდროს გაეკიდო მას , ვინც ვერ გაფასებს . არ დაუშვა , რომ ბედისწერამ იმ ადამიანთან მიგიყვანოს , ვინც არ გიმსახურებს , რომელმაც არ იცის , თუ რამხელა ბედნიერებაა , შენი მასთან ყოფნა . ყოველთვის დააფასე და არასდროს დაკარგო , ისეთი ადამიანები , რომლებისთვისაც მნიშვნელოვანი ხარ , რომელთათვისაც შენი წასვლა დამარცხებას უდრის ... არასდროსაა გვიანი , იმისთვის რომ შენი ცხვორება შეცვალო , რომ ის უკეთესოობისკენ წაიყვანო . ყოველთვის იბრძოლე , იმ ადამიანისთვის , ვისთვისაც მნიშვნელოვანი ხარ , ხელი მაგრად მოკიდე და , არასდროს გაუშვა ... რადგან , მისი გაშვებით , შესაძლოა შენი ცხოვრების საუკეთესო ადამიანს კარგავ !“ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.