daughter of the moon
არაფრის მთქმელი სამყარო კიდევ უფრო მინაცრისფერდებოდა ... ღამე თავის წყვდიადში მითრევდა და ჩემს ტკივილს უფრო და უფრო უჭერდა ხელს თან გამყინავად მეჩურჩულებოდა, ხომ გითხარი ვერ გამექცევიო.. უაზროდ მივაბიჯებდი სიცარიელის მორევში.. თვალდახუჭული კიდევ უფრო ღრმად მივდიოდი. სულს ვიწვალებდი ამ ტკივილით და ბოლოს მაზოხისტივით, თითქოს მსიამოვნებდა იმ ყველაფრის გახსენება რაც ტკივილს მაყენებდა.. საკუთარი თავის შეხედვის მრცხვენოდა... არვიცი ვინ ვარ .. არ ვიცი ვინ ვიყავი.. ერთ ადგილზე გავჩერდი და ცხოვრების მწველ ალებს უფლება მივეცი ჩემს გარშემო გამარჯვებულებს ეცეკვათ.. ყველაფრით დაცლილს ყველაფრით დაღლილს აღარაფერი შემრჩენოდა ადამიანის.. მერე მერე შენ გამოჩნდი.. ზეციდან სასწაულივით მომევლინე და ხელი ჩამკიდე.. მსუბუქად ამიტაცე იქ საიდანაც შენ მოხვედი... დღემდე არ ვიცი ვინ იყავი ... ჩემს შავ სამყაროში ჯადოსნური მიწიდან მოსულ ანგელოზს გავდი.. ყველაფერს სხვანაირად შემახედე... მოხვედი და ყველაფერი ამირიე. არ ვიცოდი ვინ იყავი, აარც ახლა ვიცი.. მაგრამ მაინც მგონია რომ ის იყავი ივსაც ყოვე₾თვის ვეძებდი... მაინც მგონია რომ შენმა რამდენიმე სიტყვამ ხსნა მომიტანა... მასწავლა რომ უნდა მჯეროდეს, მასწავლა რომ უნდა ვიბრძოლო.. მაგრძნობინა რომ ცოცხალი ვარ... მე მხატვარი ვარ, რომელიც მხოლოდ ნაცრისფერი ფერით ხატავს, შენ კი ახალი ფერები შემომიტანე.. ციდან მოვლენილი სასწაული გახდი ჩემთვის... ისე მოხვედი და გაქრი თითქოს არც ყოფილხარ. მაგრამ მე ხომ ვიცი, მე ხომ ვგრძნობ.. შენ უფრო ღრმად ჩაწყვდიჩემ თვალებს ვიდრე ოდესმე ვინმე.. შენ ბევრად მეტი დაინახე ვიდრე ოდესმე ვინმემ... იმაზე მეტი მასწავლე ვიდრე ოდესმე ვინმემ.. ჯერ მატკინე, და მერე ტკივილი მომირჩინე... შენი ტკივილი დამანახე და ჩემი დამავიწყე... შავ მორევში აღარ ვიძირები.. სუროსავით ზედ გეხვევი და უფრო და უფრო მაღლა ავდივარ.. ვგრძნობ, მჯერა რომ დასასრული ახლოსაა.. მაგრამ მანამდე , მჯერა.. შენ დამაჯერე რომ ჩემი ილუზიები საპნისბუშტივით გასკდება და ვიპოვნი.. არ ვიცი რას, არ ვიცი ვის.. არც არავის ველოდები , არც არაფერზე ვოცნებობ მაგრამ მაინც მჯერა რომ რაღაცას ვიპოვი.. შეიძლება საკუთარ თავს, საკუთარ მეს.. შეიძ₾ება იმას ვინც მაპოვნინებს.. მაგრამ დასასრულამდე მეც ვიქნები ბედნიერი.. ვიცი ,მჯერა ერთ დღესაც ჩემი სულის ნაწილებს ვიპოვი და ერთმანეთთან შევაწებებ.. ვიცი დასასრულამდე შორი აღარაა, მაგრამ დავიჯერე რომ მანამდე რაღაც შეიცვლება.. მანამდეისევ გავიცინებ. მანამდე ისევ გავიხდი შავს... მანამდე ისევ გაფერადდება ჩემი ნაცრისფერი სამყარო.. უბრალოდ მინდა მე დავსრულდე ისე როგორც მე.. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.