ილუზია
-ნუთუ ვერ ხვდები რომ მიყვარხარ? - ვუყვირი მას და აცრემლებული თვალებით ყავისფერებში ვაშტერდები. თავიდან გაკვირვებული სახე აქვს და წითლდება, შემდეგ თავს დაბლა ხრის და კისერს იფხანს. ხელებით თმებს ისწორებს და სრულიად მოულოდნელად ტუჩებზე მეკონება. გაოცებისგან ვშტერდები, მალევე ვხვდები, რომ ის გაშმაგებული მკოცნის, მე კი ვდგავარ და არაფერს ვაკეთებ. თითებს რბილ თმებში ვუცურებ და ვქაჩავ, თითქოს მინდა ჩემთან უფრო ახლოს იყოს, არადა ისედაც მთელი სხეულით მეკვრის. კოცნაში ვყვები და მთლიანად შევიგრძნობ მის სისხლისფერ, სქელ ტუჩებს. მინდა ეს მუდმივად გაგრძელდეს, მინდა მუდმივად ჰქონდეს ხელები ჩემ თეძოებზე შემოწყობილი და მკოცნიდეს... უსასრულოდ. უეცრად ჩერდება და თვალებში მიყურებს. უკმაყოფილოდ ვკვნესი, არ მომწონს რომ ჩერდება. ყურადღებას არ მაქცევს და ტუჩებს შუბლზე მაწებებს, შემდეგ კოცნით ცრემლებს მიშრობს და მთელ სახეზე მიტოვებს მხურვალე კოცნებს, მის ხელებში ვდნები. მეჩვენება, რომ ეს ყველაფერი საუკუნეა გრძელდება, ამჯერად სიამოვნებისგნან ვკვნესი, გახელებული ხელებს მხრებზე ვხვევ და მის ტუჩებს ვუბრუნდები. უჰაერობა მკლავს, მაგრამ უმისობა უარესია. ფეხებს წელზე ვხვევ, მინდა შევიგრძნო, აქ და ახლავე. არ მაინტერესებს არავინ, რადგან ის კოცნას წყვეტს და მეუბნება: -მიყვარხარ. ** კვლავ და კვლავ ** ვიღვიძებ და ვაანალიზებ, რომ ეს ყველაფერი მხოლოდ სიზმარი იყო ** მხოლოდ ილუზია ** ეს არასდროს მოხდება ** |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.