შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გრძნობათა პაექრობა


25-10-2018, 13:59
ავტორი ფრეა
ნანახია 1 120

უფსკრულში დაკარგული ადამიანი გახლავართ, ჩემივე ემოციების ტყვეობაში. ემოციები ერთმანეთს ებრძვიან. ზიზღისა და სიყვარულის სუნი ჰაერში იჟღინთება და ერმანეთთან სრულ ჰარმონიას ქმნიან. წყვდიადით მოცულ უფსკრულში ყველაფერი შავ-თეთრ ფერებში აღიქმება. მიმოიხედავ ირგვლივ და ხედავ სიბნელისა და სინათლის ნაზავს, სიყვარულისა და ზიზღის აღრევას, ტკივილითა და სიამოვნებით ერთდროულად ტკბობას. ემოციებისა და ცოდვების მორევში იძირები და მხოლოდ მარტოდ მარტო დარჩენილ შენ თავს ხედავ. არა ვცდები აქ ამ სიბნელეში მე და ჩემი ღმერთი დავრჩით ერთმანეთის პირისპირ. მუხლებზე ვეცემი, ვცდილობ პატიება ვითხოვო და სიტყვას ვერ ვძრავ. ირგვლივ სიჩუმის მძიმე ნოტები იგრძნობა. თავს ზევით ვწევ და იმის მაგივრად რომ ბოდიში მოვიხადო, ჩემი თვალებიდან ცრემლები ცვივა, რომელიც წამსვე წვიმად იქცევა. სინანულით, სიყვარულითა და ზიზღით გამოწვეული ტკივილი, რომლებიც ჩემ ცრემლებს წვიმად აქცევს, წიხლს მაჭერს და ადგომის საშვალებას არ მაძლევს. გაწამებული, მუხლებზე კან გადაქერცლილი ჩემი გული მთელი ხმით ყვირილს იწყებს მაპატიე, მაპატიე. ეს სიტყვები ეკუთვნის ადამიანს, რომელიც მთელი ჩემი არსებით მიყვარს. გულზე მზის სხივი მეცემა და გულის არეში ცისარტყელა იქმნება, ჩემი გული კიდე ტირის და ყვირის : მაპატიე, მაპატიე, რომ ვერ შევძელი შენთვის სიყვარული მეჩუქებინა, ჩემი გრძნობები გამემხილა, მაპატიე ასეთი სისუსტისათვის, რომ ვერ შევძელი შენთვის საამაყო ქალი ვყოფილიყავი და შეგყვარებოდი. მაპატიე რომ სიყვარულის გამოხატვის მაგივრად შენთან არაადეკვატურად ვიქცეოდი და გაწყენინე. უბრალოდ ერთი რამ მინდა იცოდე, მეყვარები ბოლო ამოსუნთქვამდე. წლები გავა თუ საუკუნეები, ამ ცხოვრებაში, თუ შემდეგ ცხოვრებაში მუდამ შენი ერთგული იქნება ჩემი გული და ჩემი სულის ნახევარი, ჩემი სულის ის ნახევარი რომელიც უშენოდ მკვდარია.თუმცა სიცივე ძარღვებში სისხლს მიყინავს, ქარის ზუზუნი სულიერად მძრავს. პატარა ხმაურზეც კი ვიძაბები, მგონია მოხვედი, ისევ ისე უნდა ჩამომიჯდე გვერდით და გაიცინო. შენზე ფიქრი მთლიანად შთანთქავს ჩემ ფიზიკურ ყოფას, გული უბრალოდ წყვეტს თავის რიტმულ მოძრაობებს და ყუჩდება. არაფერი აღარ მემორჩილება, გეგონება, ჩემში ადამიანი კვდება და რაღაც ღვთაებრივი იღვიძებს. ამ ყველაფერს არა მარტო მთელი სხეულით და სულით გრძნობ, არამედ აცნობიერებ. აცნობიერებ, რომ შენ ადამიანზე მეტი ხარ. ეს ემოციები, ეს გრძნობები, რაც მე შენ მიმართ გამაჩნია და მამოძრავებს არაფერი აქვს საერთო მიწიერ სიყვარულთან, გრძნობასთან, ვნებასთან ან მიჯაჭვულობასთან. ეს იმაზე დიადი რამ არის ვიდრე ნებისმიერს შეუძლია წარმოიდგინოს. მიუხედავად იმისა, რომ სხეულს ვეღარ ვგრძნობ, მაინც ძვალ-რბილში მიჯდება სიცივე და მისუსხავს მთელ სხეულს, მე კიდე ვზივარ და გელოდები. ღრმად ვსუნთქავ, ამ ქუჩაზე დატოვებული შენი სურნელი რომ ვიგრძნო. შეიძლება ვიღაცამ დამძრახოს კიდეც რომ გელოდები, მაგრამ მე დროის მეტი არაფერი გამაჩნია და შემიძლია გელოდო. როცა გნახავ დარწმუნებული ვარ ჩემი გაყინული სხეული და სული ისევ დაუბრუნდება სიცოცხლის რიტმს, მინდა რომ ძალიან ბევრი რაღაც გითხრა, თუმცა ხალხი სიტყვებით ხშირად ვამახინჯებთ რეალობას. ლაპარაკის მაგივრად უბრალოდ გაგიღიმებ, შუბლზე გაკოცებ და სამ სიტყვას გეტყვი. მიყვარხარ, მადლიერი ვარ და მაპატიე. მინდა რომ გაიგო, ეს ნამდვილი სიყვარულია და ამ სიყვარულს არაფერი ესაქმება მიწიერებასთან. მინდა რომ გესმოდეს რამდენად მადლობელი ვარ შენი, შენ ჩემთვის მართლაც რომ მფარველი ანგელოზი ხარ. მინდა რომ მიხვდე, გავაცნობიერე ჩემი შეცდომა და ვინანე, რომ თავისუფლად ამოსუნთქვის საშვალებას არ გაძლევდი. თუმცა მე ამ ყველაფერს ვერ გაგიშიფრავ და ოდესმე თუ გნახავ უბრალოდ ამ სამ სიტყვას გეტყვი და სამუდამოდ გაგიშვებ.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent