შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩანახატი


1-12-2018, 20:28
ავტორი Gvantsiko
ნანახია 1 518

წვიმიანი,ცივი ღამეა…ყველგან სევდამ დაიდო ბინა და შორს სადღაც სულის სიღრმეში ანთილ ტკივილებს უმოწყალოდ ვეცოტავები..წვიმს,განუწყვეტლივ წვიმს…მიყვარს წვიმა,წვეთების ამბოხი,უთავბოლო ღელვა მიყვარს და თმენა მიყვარს,სიცივისა და წვიმისეული სიმარტოვის მოთმენა..კიდევ შენი წარმოდგენა მიყვარს,ჩემი ხელისგულისქვეშ შენი გულისცემის წარმოდგენა და შენი ღიმილი,ოდნავშესამჩნევი ღიმილის ენა მიყვარს და ის სურვილი,ამ დროს მთელს სხეულში ნაცნობსა და საყვარელ მელოდიის მსგავსად რომ მეღვრება .. კიდევ ფიქრი მიყვარს,ცხოვრებაზე წვიმის წვეთებიანი ფიქრის მსხვრევა სივრცის კედლებზე და ჩემი გულის ამაოდ ფეთქვაზე ფიქრი…ნეტავ სიცოცხლის რამდენი წელი დამაწერა შუბლზე უფალმა,ნეტავ რამდენხანს გასტანს ჩემი ცხოვრების უხეირო სცენა და დედამიწაზე ბორიალი..სიცოცხლე კრთის,კანკალებს…კანკალებს…წვიმის ფერება ცრემლად დასდით მარტოსულ ხეებს და თითქოს ყველგან მონატრების ისმის ვედრება,ადამიანებს ერთმანეთი ენატრებათ,ნამდვილი სითბო და სიყვარული ენატრებათ,რომელიც მხოლოდ შორეულ ნოსტალგიას დაემსგავსა ახლა.ნამდვილი ადამიანური გრძნობები ენატრებათ,რომელიც საკუთარ თავში თავად გამოკეტეს..

მაგრამ..მერედა ვითომ რაააო?

არ ღირს ამაზე დარდიო,

დღევანდელი დღით უნდა იცხოვრო

და გუშინდელის მოსპო ლანდიო..

მღერის რადიო..ჰოდა იმღეროს..

გადის ცხოვრება ასეთიც და ისეთიც…

მე კი:

“იცი რომელ დღეს მოვკვდები? ყველაზე ლამაზ დღეს..”




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent