შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნოემბრისფერი სიყვარული


6-12-2018, 23:54
ავტორი 3love
ნანახია 1 313

წვიმს. ის დგას. სველდება.გარედან მიყურებს და მეც ვუყურებ ფანჯრიდან. ასე გრძელდება რამოდენიმე წუთი. ის მთლად დასველდა და მაინც მიყურებს. მისი მზერა მოსვენებას არ მაძლევს.ჟრუანტელი მივლის. ცაში ქვემეხებს გააქვთ გრუხუნი. ვეღარ ვითმენ. ჩქარა ჩავრბივარ კიბეებს. საგულედან ამოვარდნილი გული ჩემს წინ გარბის. მივიწევ მისკენ. ის ჩემია... ჩემია! კარის ზღურბლთან ვჩერდები.ვუყურებ. ისიც მპოულობს და ნაბიჯებს დგამს ჩემკენ.გაჩერდა...ის გაჩერდა. მასთან ერთად - დროც.სამყარო მელოდება, ელოდება ჩემს ქმედებას.
გული... გული ვერ ითმენს. მოუთმენლობა მთელს სხეულს ედება და გავრბივარ. ვეკვრი მთელი შეგრძნებით. მისი სხეულის სისველე ჩემსას ედება, ხოლო მისი თვალებიდან მოელვარე ცეცხლი სულში მეღვრება... და მათბობს. სითბოსთან ერთად მხედველობაც მიბრუნდება. ყვითელი... ნარინჯისფერი... აქა-იქ მწვანეც. ფერები ერთმანეთში ირევა და შემოდგომის პეიზაჟს ხატავს... იქნებ სიყვარულიც შემოდგომის ფერია? კერძოდ ნოემბრის. სიყვარული ნოემბერში. ყვითელი... ნარინჯისფერი... აქა-იქ მწვანეც . იქნებ სწორედ ესაა ჩემი სიყვარულის ფერი ?! იქნებ ჩემი სიყვარული ნოემბრის ფერია?!
ქვემეხი... უკანასკნელი ქვემეხი...
და უცებ სიბნელე.
ყვითელი...
ნარინჟისფერი...
აქა-იქ მწვანეც!
და ისევ სიბნელე, უკუნითი სიბნელე.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent