" წვიმს " (სრულად)
წვიმს! ცა ტირის... გოგო ბიჭის საწოლთან ზის! -ხომ გიყვარვარ? -მიყვარხარ -ხომ სულ გეყვარები რაც არ უნდა მოხდეს? -რაც არ უნდა მოხდეს... -დაიფიცე! -... -დაგეძინა? -არა...უბრალოდ ვფიქრობ! -რაზე? -მე რომ წავალ ამ ქვეყნიდან მაინც გეყვარები? -მეყვარები სამუდამოდ!რაც არ უნდა მოხდეს! -რატომ? -არ ვიცი,უბრალოდ მიყვარხარ და მეყვარები... -დაიფიცე! -გეფიცები!შენც დაიფიცე რომ სულ გეყვარები და არ მიმატოვებ! -... -დაგეძინა? -... -დაგეძინა! რამოდენიმე დღის შემდეგ გოგო ბიჭის საფლავთან იჯდა!წითელი ვარდი ხელში ეჭირა და წვიმას ელოდა,თუმცა აღარ წვიმდა...ცა ჩუმად იყო, ცა დუმდა,აღარც ტიროდა... გოგო კი ტიროდა!წვიმის ნაცვლად ვარდს გოგოს ცრემლები ასველებდა,ბიჭს კი ეძინა.მას სამუდამოდ დასძინებოდა!ღრმა ძილს მისცემოდა და სამუდამოდ დასძიინებოდა! -ოდესმე გყვარებია? -არა! -მოგნატრებია? -არა! -ვინმეს გამო გიტირია? -არა! -მაშ რად დასცინი ვინც ახლა ტირის?ვისაც ახლა ენატრება?ვისაც ახლა უყვარს? -იმიტომ რომ არ იციან რისთვის ან ვისთვის ტირიან!ყოველთვის იმ ადამიანის გამო ტირიან ვინც ამის ღირსი არ არის,ვინც ამას არ დააფასებს და მაინც მიატოვებს,ყველაფრიის მიუხედავად... თუმცა ძნელია გამოიცნო ადამიანში ადამიანი...ის ყოველთვის ნიღაბს ატარებს,იმალება და თავის ნამდვილ სახეს მხოლოდ მაშინ აჩენს როცა ეს მას უნდა,როცა დრო მოვა! -მაშ რა ქნან იმ ადამიანებმა ვისაც უყვარს,ვისაც სულის ტკივილამდე ენატრება ? -..... არვიცი,როგორი გამოვიდა,ეს უბრალოდ, არვიცი რა დავარქვა,აღარც მახსოვს როდის დავწერე მაგრამ მომინდა ახლა დამედო,ცოტა შეიძლება ბანალურია თქვენთვის,მაგრამ ჩემთვის ბევრს ნიშნავს. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.