მონატრება, ისევ მონატრება...
ღამის 4 საათია. მესმის როგორ მოძრაობენ ისრები საათზე, ჩემი გულიც თითქოს იმავე ტემპით ცემს. წამი წამს მიჰყვება და ჩემშიც უფრო მეტია მონატრება. სადღაც შორიდან სიმღერის ხმას ჩამესმის " მენატრება, მენატრება, მენატრება..." ამ ხმებს ვუსმენ და ვცდილობ ჩემი შინაგანი ხმის ყვირილი ასე ჩავახშო. სასაცილოა არა? ხო. ამდენი თვის შემდეგაც. არადა, დრო ყველაფრის მკურნალიაო ამბობენ. ხო შეიძლება ასეცაა, მაგრამ მონატრებას დრო ვერ კურნავს. დრო გადის და ეს გრძნობა ყოველდღე უფრო ძლიერდება. იცი რომ ვერავინ მიგებს? იცი, რომ შენ ყველაზე მეტად გესმის ჩემი? თუმცა, ვერა, ვერ გელაპარაკები, არ შემიძლია. არ მოგატყუებ, მეც კი დავიჯერე, რომ თუ შენგან შორს ვიქნებოდი, ყველაფერი გაივლიდა. არ გამიარა. ამდენი თვე უშენოდ და მე უკვე ვეღარ ვძლებ. ხსნას ვერსად ვხედავ, შვებას ვერსად ვპოულობ სიზმრების გარდა. თუმცა არც მანდ მიმართლებს ყოველთვის, მანდაც კი ბუნდოვანი ხარ ხოლმე. მაგრამ დღეს იმდენად რეალური იყავი, ისეა რეალურად ვგრძნობდი შენს შეხებას, შენი ღიმილიც, თვალებიც, შენი ხმაც ძალიან რეალური იყო. მაგრამ ძალიან მალე გამეღვიძა და რა თქმა უნდა ისევ ვცადე დაძინება, რომ ცოტა ხანს კიდევ გამეხანგრძლივებინა შენთან სიახლოვე, მაგრამ უშედეგოდ. შენ ხომ იცი, რომ ვერ ვიტყუები? ხომ იცი არასდროს გამომდიოდა. იცი? ახლა გამომდის. ვერავინ ხვდება,ვერავინ მატყობს, არავის ესმის ჩემი სულის კივილი. ხო, ვიტყუები და ვეუბნები მათ იმას რისი მოსმენაც სურთ. რეალურად სიმართლე არც არავის აინტერესებს ან ადარდებს, ყველას თავისი პრობლემა აქვს და იმის დამალვაც არ შეუძლიათ, რომ შენი არაფერში აინტერესებთ, მხოლოდ რამოდენიმე წამს გრძელდება მათი თანადგომა, შემდგომ ყველა საკუთარ თავს უბრუნდება. არა, არ იფიქრო ვინმეს ვადანაშაულებ,უბრალოდ უყურადღებობა მწყინს ხოლმე, თუმცა რა თქმა უნდა, საკუთარი თავით დამძიმებულ ადამიანებს ზედმეტად სხვისი ტვირთის თრევა აღარ უნდათ, სწორი მიდგომაა. იქნებ მეც გამოვიყენო? ხო,შორს წავედი. ხომ იცი, შენთან გულის გადაშლა მიყვარს, მიუხედავად იმისა, რომ ამას რეალურად ვერც კი მოისმენ, მაგრამ ასე, ჩემს წარმოსახვაში, ახლა აქ კი არ ვწერ, შენს წინ ვზივარ და გესაუბრები. არა, არ გავგიჟებულვარ, უბრალოდ ვცდილობ გავძლო... იცი? ცუდი შეგრძნებაა იმის გააზრება, რომ მე ახლა აქ ვზივარ და შენზე ვფიქრობ, შენ კიდევ ალბათ მშვიდად გძინავს და შენს ფიქრებში ჩემი ადგილი საერთოდ არაა, სიზმრებშიც კი,მაგრამ დარწმუნებული ვარ ღრმა ძილში არ ხარ, ცოტა ხნის წინ დაიძინებდი. ხო, ესეც ვიცი. ხომ იცი, ჩემზე კარგად არავინ გიცნობს. ბევრს აღარ ვისაუბრებ, უბრალოდ მენატრები, ძალიან მენატრები და მინდა ეს იცოდე. მართალია, შენს გონებაში ჩემი სახელი არც დღეს გაილვებს, არც ხვალ და არც მომდევნო დღეებში, იქ ჩემი ადგილი უკვე დიდი ხანია აღარ არის. მაგრამ მაინც დარწმუნებული ვარ, ახლა, ამ წამს, შენც გრძნობ რაღაც უცნაურს, ვერ მიხვდები რას, ან რატომ, ვერც ჩემთან დააკავშირებ, არც კი გაგახსენდები. მაგრამ დარწმუნებული ვარ. შეუძლებელია მე ასე ძლიერ მენატრებოდე, და შენ ამას ვერ გრძნობდე! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.