შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მა...


22-12-2018, 16:58
ავტორი iname123
ნანახია 1 033

მა.
მამი..
გესმის ჩემი?
მამი.
ხომ არ გცივა?
მანდ ბნელა არა?
მა.
მამიი.
იცი შენზე პირველად ვწერ.
მასზე ვწერ პირველად ვინც თითოეული მომხდარი ამბის უკან დგას.
ჰო მა.
კარგიც და ცუდიც,ყველაფერი რაც შემემთხვა შენი ბრალია.
მა,რაღაც მინდა გკითხო.მისმინე.მაგრამ როგორ.შენ ხომ ვეღარავის მოუსმენ.
მა მითხარი,როდესაც იმ ღამით სახლიდან წახვედი შუაღამისას,ხომ არ შეგცივდა მა?
როდესაც გეძახდი,რონ არ წასულიყავი,რატომ წახვედი!
რატომ წახვედი!რატომ?რატომ?!!!!
გული მეკუმშება და სული მეხუთება.
ვერაფერს ვერ ვწერ.
ვერ ვნთავისუფლდები ამ ტკივილისგან.დახმარებას ვითხოვ მა.ირგვლივ არც შენ ხარ,არც დედა.არცერთი არ ხართ.
და მე არ ვიცი მარტომ რა ვქნა.ვიცი მეუბნებოდი,რომ ძლიერი უნდა ვყოფილიყავი,მაგრამ ეს სიძლიერე შემეძლო მანამდე,სანამ შენ დამტოვებდი და დედა სანამ დამტოვებდა მა.
სანამ თქვენ დამტოვებდით მანამდე შემეძლო.
ახლა კი.
ახლა დიდი ხანია უთქვენოდ ვარ.
იცი თითქოს შევეჩვიე და ის უფრო გამიკვირდება ძველი დრო დაბრუნდეს და ერთად ვიყოთ ოთხივე,როგორც ადრე.
მამი..
მენატრები.
შენ და დედა მენატრებით.
მა...
ერთ რაღაცას გეტყვი და არ გაბრაზდე.
არ გქონდა ასე უნამუსოდ წასვლის უფლება.
არ გქონდა ჩემი დატოვების უფლება.
არ გქონდა იმის უფლება,რომ მარტო მიგეტოვებინე ამხელა სამყაროში.
უფალთან,რომ წარსდექი რა უთხარი?
მიპასუხე რა უთხარი?!!
თუმცა ვერ მიპასუხებ.
იქნებ მიმანიშნო,მაინც რა უთხარი.
ხომ გკითხავდა რა დატოვეო დედამიწაზე,რის გამოც აქ მოსვლა არ გიღირსო.
შენ რას ეტყოდი?
არაფერიო?
არაფერი და არავინ დამიტოვებიაო?
ასე ეტყოდი?
მაშინ იცი რას გეტყვი.
გაგიბრაზდი და ხმას აღარ გაგცემ!აღარც შენზე ვიტირებ!
საერთოდ დაგივიწყებ.

მა..
მართლა არა მა...
მაპატიე მა...
ასე ხომ არ ეტყოდი მა უფალს?



№1  offline წევრი ზღვა))

მესმის....ყველაზე დიდი ტკივილია ცხოვრებაში, რაც გადამხდენია და როგორ მესმის ნეტა იცოდე <3 ყველაფერი კარგად იქნება...

 


№2  offline მოდერი მარტო სახლში

dzalian kargi iyo. momewona <3 ase gaagrdzele

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent