გრძნობები (სრულად)
*** ტაქსიში ვიჯექი და მოწყენილი შინ მივდიოდი... არაფერი საინტერესო არ ხდებოდა ჩვენი ბოლო შეხვედრის შემდეგ. სულ რაღაც ორჯერ შევხვდით, მაგრამ საკამრისი აღმოჩნდა მასზე დამოკიდებულების გამოსაწვევად. არასოდეს არავინ მიზიდავდა და არც მყოლია ბევრი პარტნიორი, ურთიერთობებში გრძნობების სიმძაფრე ჩემთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო და არის. დანახვისთანავე გაჩნდა ჩვენს შორის საოცარი მიზიდულობა, ისეთი, ვერაფერს რომ ვერ უხერხებ, საზოგადოებაში "დადგენილ" ყველა ზღვარს რომ გაშლევინებს შენც და მასაც... ამას სხვა დროს მოგიყვებით. ახლა კი ტაქსიში დავბრუნდეთ. მოულოდნელად მომწერა... ერთ წუთით დავიბენი და მომენტალურად გამახსენდა ყველა უმისოდ გასული დღე. ისე მენატრებოდა, იმდენი ხანი გავიდა იმ წინა შეხვედრიდან, უკვე სიზმრებში ვხედავდი იმდენად ცხადად და განსხეულებულად, რომ ხშირად ორგაზმგანცდილს მეღვიძებოდა მთლიანად სველს და სასწაულად კმაყოფილს. როგორი არასტანდარტულად მოწყობილი ტვინიც აქვს, ზუსტად ისე მომწერა... სულ ერთი წუთი დასჭირდა იმისთვის, რომ ჩემს შინგით ცეცხლი აენთო. მომწონდა ეს ცეცხლი, მანთებდა და მატკბობდა.. თუმცა მინდა გითხრათ, რომ ჩემს შესაძლებლობებს, ამ შემთხვევაში გონებრივს და ემოციების დაფარვის ჩემეულ ტექნოლოგიას ვერ აფასებდა, ნუ გასაგებიცაა, სულ ორჯერ შევხვდით, თითქმის არ ვიცნობდით ერთმანეთს. არ დაგღლით.. გეტყვით რომ ცოტა ხანში ტაქსიმ მიმართულება შეიცვალა.... კარში იდგა, მხოლოდ შარვალი ეცვა...საოცრად ესთეტია, იცის რა უნდა გამოაჩინოს და როგორ, ტატუირებებიც კი ისე აქვს განლაგებული წელსზემოთ სხეულზე, დანახვისთანავე ჩემი აზროვნების უნარი დაბლოკა :) შევაბიჯე და იქვე გავჩერდი, კარი დინჯად დახურა, მერე კი ველურად მომვარდა და ჩემს წინ დაიჩოქა, კაბა ამიწია და კოლგოტი უხეშად ჩამხადა, თან ისიც მოახერხა, რომ არ გაეხია :) ვგიჟდები მის ამ ერთდროულად ველურ და ფაქიზ მოქმედებებზე.. მხოლოდ ერთი წინადადება მითხრა... რაც წეღან მოგწერე, ყველაფერი უნდა აგისრულოო... მერე კი... დავიკარგე, საკუთარი სხეულიდან გავედი, დავტოვე და გვერდიდან ვუყურებდი ის ორნი რას აკეთებდნენ.. მსგავსი არაფერი არასოდეს განმიცდია, თითქოს ჩემი ტვინის იმ უჯრედებში შეაღწია და ყველაფერი ის წაიკითხა, რაზეც ოდესმე მიფიქრია, მისურვებია და იქვე ტვინში დალექილა... გონს საწოლში მოვედი, სრულიად სველი, შიშველი და უსაზღვროდ კმაყოფილი.. თვალები რომ გავახილე, მის მკლავზე მედო თავი და მის მკერდს ვხედავდი, რომელიც ძლიერად სუნთქავდა... ვერ გავიხსენე თანმიმდევრობა, იქ როგორ აღმოვჩნდი, როდის გამხადა, რა მოხდა... ჩემი სხეული ფეთქავდა, უცნაურ ტკივილს ვგრძნობდი, თითქოს შიგნით პეპლები დაფრინავდნენ და ფრთებით მუცელზე მეფუთფუთებოდნენ... მკერდი გამიმაგრდა და გამიმკვრივდა, საკმარისი იყო მისი ხელი უბრალოდ დამენახა, ჩემი მკერდისკენ მიმართული, შეხებამდე მიქვავდებოდა ძუძუსთავები... მეფერებოდა თითებით, ხან წარმოუდგენლად ნაზად, ხან ისე ძლიერად და უხეშად, მკტიოდა კიდეც, მაგრამ სასიამოვნო იყო... მხოლოდ მას შეეძლო მარტო ალერსით განეცდევინებინა ისეთი ორგაზმი, რასაც მართლა ჰქვია თავდავიწყება.. დამერწმუნეთ, ეს სიტყვა ნამდვილია და ეს გრძნობა მართლა არსებობს .. არ მახსოვს რამდენჯერ გვქონდა სექსი იმ ღამეს, ოღონდ ინიციატორი ყველა მომდევნო ჯერზე მე ვიყავი, რადგან სასწაული დაუკმაყოფილებლობის გრძნობა გამიჩნდა, და რამდენჯერაც ვათავებდით, უფრო მეტი მინდოდა, უფრო მძაფრი ლტოლვა მიჩნდებოდა, ვერაფრით ვერ ვწყდებოდი.. ვიშორებდი რამდენიმე წამით, მერე ისევ ვეკვროდი და ისევ თავიდან ვიწყებდით... როგორც ვთქვი, არ მყავდა ბევრი პარტნიორი და არც დიდი პრაქტიკული გამოცდილება მქონდა, მაგრამ მსგავსი გრძნობა არავის მიმართ მქონია... სრულყოფილებაც რომ ნამდვილად არსებობს და შესაძლებელია, ეგეც იმ ღამით შევიგრძენი... მიყვარდა, მთელი ჩემი არსებით, სიმრთელით, მავსებდა, მაკმაყოფილებდა, ყველაფერს მაძლევდა რაც მინდოდა, იმაზე მეტსაც... ეს იყო სიზმრებშიც კი უნახავი და ფანტაზიებშიც კი წარმოუდგენელი სრულყოფილი ურთიერთობა...იყო... ჰო, ბანალურია, მაგრამ... ასეა.. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.