შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მარადისობის მარწუხებში


22-01-2019, 20:53
ავტორი უნდა ვწერო
ნანახია 1 645

„ვის გასცქერი, ვის მოელი,
გული ვისთვის გტკივა?
ვის მიაღწევს შენი ხმები,
ვის კერამდე მივა?"
გ. ლეონიძე


გახსოვს მკითხე, მარადიული რა არისო.. მეც გიპასუხე ის, რაც ცხოვრებას მნიშვნელოვნად ცვლის - მეთქი, შენ კი გაგეღიმა და გაიკვირვე :
-მარადისობა სიკვდილის მერეც არ გრძელდება ?
მე არაფერი მიპასუხია.. არ ვიცი რატომ... ალბათ არ მინდოდა ილუზიის გაქრობა ან უბრალოდ კამათს თავი ავარიდე..
მაგრამ ახლა მისმინე და გაიგებ, გაიგებ, რას ნიშნავს მარადიული...
მარადიული ადამიანთა ცხოვრებაში ყოველთვის ტოვებს შესამჩნევ კვალს.. ის მნიშვნელოვანია, ძლიერი, მყარი... არ იქცევა ან თუ წაიქცევა, დგება...
აი, მაგალითად, სიყვარული მარადიულია, გინდ სიცოცხლის ბოლომდე იყოთ ერთად და გინდ მხოლოდ რამდენიმე კვირა...
მარადიულია ის, რისი წასვლის შემდეგ არც ერთ წამს არ გიჩნდება სინანულის განცდა, არ ღირდაო..
ასევე, მამრადიულია ყველა ის ადამიანი, რომელსაც შენს ცხოვრებას ნათლით შემოსავს..
საოცარი თვისება აქვს ამ ეპითეტს, მაგრამ ძალიან მწარეცაა... რადგან ერთ დღეს, შესაძლოა, ისეთი განცდა გაგიჩნდეს, რომ ვერავინ და ვერაფერმა დაიმსახურა ეს განსაზღვრება და გაოგნდება.. იმდენადაც კი, რომ ფრთები შეგეკვეცოს...
იცი, მეც ამის მეშინია... რადგან ეს ძალიან ნაცნობი განცდაა, რომელიც ჩემს გარშემო ბრუნავს და ხშირად მეტმასნება კიდეც...
ან ძალიან უნდა მიხაროდეს ან ძალიან მწყინდეს...
ან უბედნიერესი ვიყო ან კი ამქვეყნად ჩემზე უბედური არვინ მეგულებოდეს...
რთულია ასეთი ყოფაა, ძალზე რთული...
სრულიად მარტო ვდგავარ ცოდვათა მორევის წინაშე, რომელსაც ჩემი ჩათრევა უნდა... მეძახის, მარადისობა უკვე ვშთანთქე, ახლა კი შენი ჯერიაო...
ადრე მეშინოდა, როცა ეს ხმები მესმოდა, მაგრამ ახლა მივეჩვიე, ალბათ მალე იმდენად მივეჩვევი, მომკიდებს მარჯვენას და სრულიად ჩავიკარგები ღრმა და შავ სივრცეში...

22.01.2019



№1  offline ადმინი უნდა ვწერო

Nisa Sa
ძალიან მაგარია, ყოჩაღ! წარმატებები

მადლობა heart_eyes

 


№2  offline ადმინი უნდა ვწერო

მარია.
კარგიიყო❤️

მადლობა heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent