საკუთარი მომავლის ძიებაში
მკითხველო, ვფიქრობ დღესდღეობით სადავო თემას წარმოადგენს ნაადრევი ქორწინება. რა თქმა უნდა ყველას გააჩნია განსხვავებული მომავლის ხედვა, მიზნები და პრინციპები, რაც მათ განსაკუთრებულს ხდით. ბევრისთვის მომავალი ოჯახის შექმნასთან ასოცირდება, ზოგისთვის კი კარიერულ წინსვლასთან. მოზარდობის დრო არის ის პერიოდი, როდესაც საუკეთესოდ ვახდენთ საკუთარი თავის რეალიზებას. ბევრის თვალსაწიერი იმდენად ფართოა, რომ მათთვის მომავლის დაგეგმვა დიდ ძალისხმევას არ საჭიროებს, თუმცა გვიჭირს ჩვენი ზრახვების გააზრება და ემოციების გაკონტროლება. -რა არის თქვენი მიზანი? რისკენ მიისწრაფვით ამ ცხოვრებაში? -ნუთუ არ გსურთ რაიმე ღირებული შექმნა? მოზარდების გარკვეული ნაწილი ადრეული ასაკიდანვე იწყებს ოჯახის შექმნაზე ფიქრს, რადგან ფიქრობენ რომ „სიყვარული ამოძრავებს დედამიწას“. სხვა რიგ პრობლემების გათვალისწინება კი მათ ინტერესებში არ შედის და დაოჯახების შემდეგ აანალიზებენ იმას, რომ მათი ცხოვრება აღარ არის ბავშვური ელემენტებით გაჯერებული. -თქვენი აზრით რა არის მთავარი მიზეზი ნაადრევი ქორწინებისა? ეს შეიძლება გამოწვეული იყოს ოჯახში არასტაბილური ან დაძაბული მდგომარეობის არსებობით, რაც მოზარდს ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ აყენებს და ბუნებრივია, ხსნას ახალი ოჯახის შექმნაში ჰპოვებს. ამ ასაკში ხშირია ვნებათა ღელვა საპირისპირო სქესის მიმართ, რაც ერთ-ერთი განმსაზღვრელი ფაქტორია ზემოთ აღნიშნული პრობლემისა. ნაადრევი ქორწინების მსხვერპლი ბევრია, მათ შორის შეიძლება იყოს ჩვენი მეგობრები, ნათესავები, კლასელები ან თუნდაც ოჯახის წევრები. ერთი მაგალითის მოყვანაც შემიძლია, ჩემი მეგობრის სახით, რომელიც საკმაოდ პატარა ასაკში გათხოვდა, მასზე 6 წლით უფროს მამაკაცზე. თუ მის ოჯახურ მდგომარეობას გავითვალისწინებთ, სახარბიელო ნადვილად არ იყო : მამით ობოლი იყო, დედა კი უსახსრობის გამო უცხოეთში იმყოფებოდა და შვილებს არჩენდა. თითქოსდა ეს ქორწინება სხვებისგან გამორჩეული არ ყოფილა, მაგრამ დროთა განმავლობაში შექმნილი „ოჯახური იდილია“ ნამდვილად არ შეესაბამებოდა მათ გონებაში წარმოდგენილ სურათს. მორალი - ყველაფერი ისე არ არის როგორც ჩვენ გვსურს. ოცნებებს არ უნდა მივცეთ საშუალება, რომ რეალობას მოგვწყვიტონ. ნაადრევი ქორწინება ის გადადგმული ნაბიჯია, რომელიც შეიძლება საბედისწერო აღმოჩნდეს: უარის თქმა მოგვიწიოს სწავლაზე, კარიერაზე, კარგ მომავალზე და ბედნიერ ოჯახზე, რადგან ასაკის ზრდასთან ერთად იცვლება ჩვენი მოთხოვნილებები და შეხედულებები ყველასა და ყველაფერზე, მათ შორის ჩვენი ცხოვრების მეგზურზე. ლამაზი სიზმარი კი შეიძლება კოშმარად გადაიქცეს. ნებისმიერი გადაწყვეტილება ჩვენი არჩევანია, საკუთარ ცხოვრებას თავად ვქმნით და ვიწყობთ, სწორედ ჩვენივე გადადგმულ ნაბიჯებს მივყავართ იქამდე, თუ სად ვართ ახლა. და მაინც, ვფიქრობ რომ ცხოვრება ის ამოუცნობი ობიექტია, რომლის შესწავლაც ჩვენს ძალებს აღემატება, მან უნდა გვასწავლოს, წიგნმა კი დაგვაფიქროს, წინააღმდეგ შემთხვევაში ორივე უვარგისია. სწორედ ჩვენ ვქმნით იმ ღირებულს, რაც ჩვენთვის მთავარ ფასეულობას წარმოადგენს - ცხოვრებას. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.