შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შენ.


5-03-2019, 21:45
ავტორი ლიზელი
ნანახია 1 106

უკვე რამდენიმე თვეა მალულად ვეტრფი ჩემს სიყვარულს... შენ რომ არც ერთხელ არ შეგიმჩნევია. ყოველთვის მეშინოდა, რომ შევხვდებოდი მას და ის ვერ იგრძნობდა ჩემს არსებას. უკვე რამდენიმე თვეა, რაც საკუთარ თავს ვუკრძალავ შენზე ფიქრს. ვუკრძალავ შენს ყურებას, შენს სმენას. ვუკრძალავ და არაფერი გამომდის. საკუთარი მეობა მიყვირის. სხვა ვერც ვერაფერზე ვფიქრობ. არც არაფერი მინდა.
ასე თუ გაგრძელდა სამუდამოდ გავიჭედები ჩემს სიყვარულსა და შენს შეუმჩნევლობას შორის. არ მოგატყუებ, არც ერთხელ არ მიცდია შენთან მოსვლა. ალბათ იმიტომ, რომ მეშინოდა. მეშინოდა შენი უსიყვარულობის. შენი უპასუხობის. შენ არასდროს შეგიმჩნევია შენივე სიყვარულით ანთილი თვალები. მუდამ შენ რომ დაგეძებენ და მუდამ ცდილობენ შენგან დამალვას. შენ არასდროს შეგიმჩნევია შენივე ნახვით აფანცქალებული გული, არასდროს რომ არ მემორჩილება და ალბათ ვერასდროს შეამჩნევ ჩემს აკანკალებულ ხელებს, მუდამ შენს შეხებას რომ ლამობენ. ვიცი, სამუდამოდ დავიტანჯები. დავიტანჯები როცა ვნახავ როგორ იცინი სხვასთან ერთად. დავიტანჯები როცა ვიგრძნობ რომ შენც იგივე განიცადე რასაც მე ამდენი ხანია განვიცდი, მაგრამ მე ის არ ვიქნები შენ ვინც გეყვარება. დავიტანჯები, როცა გავიგებ, რომ იპოვე ის ვისაც მთელი ცხოვრება ეძებდი. მაგრამ მეყვარები... მეყვარები შენს ბედნიერ თუ უბედურ დღეებში. შენს გვერდით ვიქნები, მაგრამ შენ ვერასდროს შეძლებ ამის დანახვას. შენ მუდამ სხვის მოლოდინში იქნები. მე კი დავიტანჯები სამუდამოდ. მარტო. და თუ კი ერთხელ მაინც ჩვენი გულები ერთმანეთს იგრძნობენ შენ გაგიკვირდება, გაგიკვირდება და ვერც გაიგებ საიდან დაიტია ჩემმა პატარა გულმა ამდენი რამე შენზე. ვერ გაიგებ რატომ იცოდა ჩემმა გულმა შენი ყოველი თვისება. შენი ყველა ხასიათი. შენი ყველა გამოხედვა... სიცილი... ცრემლები... გაგიკვირდება, გაგიჩნდება კითხვები. ვინ ვიყავი მე. შეიძლება ერთმანეთს შევხვდეთ. ოდესმე... შეიძლება გაიგო, რომ მიყვარდი. შეიძლება არც.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent