მწარე რეალობა
ზაფხულმა გამოაცოცხლა ჩემი ბინის უკანა ეზო. ბავშვები სხვადასხვა სახეებით და ერთი და იგივე ფიქრებით, ერთი და იგივე სათამაშოებით, იგივე თამაშებით რასაც წინა ზაფხულს თამაშობდნენ, რასაც 30 წლის წინ მამაჩემი თამაშობდა. "ამოდი შვილო საჭმელი შეჭამე და ჩადი ისევ", "იცოდე მამაშენს ვეტყვი" ... ერთ კალიასკაში გაზრდილი საგვარეულო და ერთ ფურთხში ჩატეული პატარა შავ როლინგიანი ბიჭების მომავალი. ბიჭების რომლებიც ნაირნაირი ტრაკების ყურებაში იზრდებიან, სხვანაირად არც გამოვა ! გაურკვევლობა, არეულობა, არავინ იცის ზუსტი მიმართულება, იდეაში სეირნობენ და საუბრობენ, საუბრობენ იქამდე სანამ მამა დაურეკავთ, ან ქმარი. მეზობლების ღიმილს ამოფარებული ბოღმა და სადარბაზოსთან მეხუთე სართულის თამილას ახალი "მაშინა". პირველი სართულის ფანჯარაში გადმოყუდებული ლია, რომელიც ყველა გამვლელის პარკში ძვრება თავის ფიქრებთან ერთად: "ნეტა რა უდევს პარკში ? ნეტა სად მუშაობს ? რაკარგად აცხოვრებს თავის ცოლშვილს. მენანება ეს ბიჭი იმ კახპასთვის." კანალიზაციის გაუთავებელი პრობლემები, გადაყვლეფილი მუხლები, ხროვად შეგროვებული ერთი ფერის სოციუმი, კასტეტები, დუბინკები, დასახიჩრებული ადამიანები, ადრეულ ასაკში ქალიშვილობა დაკარგული გოგოები, ყველა გოგო ! რელიგიური ფანატიკოსები, ათეისტი ნაბიჭვრები, გეი გოგოები და ლესბოსელი ბიჭები, "ბუტირკას" ჰანგებზე გაზრდილი თაობა, საჯდომზე ბორდიულის ფორმა მიღებული ბირჟავიკები, "სპინერებით" ხელში (ტრენდულია). ადრე გათხოვებული თინას გოგო, საფრანგეთში გაქცეული ქურთების ყოველდღიური რეკვა და სახლისთვის ყურადღების მიქცევის თხოვნა, უგემოვნო რემონტი - ბოდიშით რომ გაწუხებთ, მეც მინდა ლოჯის გადიდება და შეიძლება თქვენთან ვნახო როგორია და როგორი გამოვა ? რონალდო თუ მესი ? (ტვინი მოტ**ანით უკვე) |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.