შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ურთიერთობები და მათი სპეციფიკა- სალომე ფროდიაშვილი


28-03-2019, 19:28
ნანახია 1 184

ადამიანები იცვლებიან. თანდათანობით კი არა, არამედ სულ. ვგულისხმობ- სულ ცვლილებაში არიან.
ჩამოუყალიბებელი ვარ. ვიცვლები, ოღონ თანდათანობით კი არა, არამედ სულ. ვგულისხმობ, რომ სულ ცვლილებაში ვარ.
საკუთარ თავს არ ვიცნობ და, განა, შეუძლია ისეთ ადამიანს სხვა შეიცნოს? ხოლო, თუ ამას გააკეთებს, გგონიათ, სულ ასეთი დარჩება? დამერწმუნეთ, მალევე აღარაფერი დარჩება იმ ადამიანისგან, ვინც გეგონა და ყველაფერი გაქრება, მასში რაც გიყვარდა. არა, იმას კი არ ვამბობ, ჩემო მეგობარო, რომ ადამიანში რაღაც უნდა გიყვარდეს, პირიქით, როდესად გიყვარს, მასში ყველაფერი გიყვარს განუყოფლად და ერთიც რომ შეიცვალოს მასში რაიმე, ის აღარ იარსებებს, შენ რომ გიყვარდა ასე თავდავიწყებით, და რა გამოდის, გაქრა ის, ვინც გიყვარდა, და თუ აღარ არსებობს ის, ვინც გვიყვარდა, ესე იგი სიყვარულიც გამქრალა, და რა რჩება? - სიცარიელე; მანამდე კი, ვფიქრობ, მონატრება, რადგან შევეჩვიეთ, და იმის გამო, რომ შეჩვევის გამო მონატრება არ გვაძლევს დავიწყების საშუალებას და იმის გამოც, რომ მუდმივად ისევ მასთან ყოფნას გვთხოვს, შენც გულში იტოვებ წყენას და აღარაფერს ამბობ; განა იმიტომ, რომ გეშინია, არაფერიც, ასე იმის გამო იქცევი, რომ უბრალოდ შეეჩვიე.
ყველაფერი ქრება. ოცნებებიც, იმედებიც, მოლოდინებიც. შემდეგ კი სიყვარულიც. შეშა იწვის. ნაკვერჩხალი ნელდება, აღარავის წვავს, აღარც კი ათბობს, შემდეგ კი ცივდება კიდეც. მხოლოდ ნაცარიღა მოჩანს ბუხარში, და შემდეგ სიცარიელე. პატარა ნიავსაც კი იმხელა ძალა შესწევს, რომ ერევა ამოდენა ნაცარტუტს და ჰაერში ფანტავს ისე, რომ აღარაფერი რჩება. შემდეგ კი, გულიც აღარ გიჩქარდება, თვალები აღარ გიფართოვდება, აღარ გაბედნიერებს ის; მისი ღიმილი, და ბოლოს, აღარც ურეკავ. ასე კარგავენ ადამიანები ერთმანეთს; მანამდე კი, ცივდებიან...




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent