შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

კადრები მოგონებებიდან


11-07-2019, 14:51
ავტორი Frigga
ნანახია 1 059

წითელი ღვინო და ის ფიქრი, რომ ცუდად ხარ, შენს ემოციებს უარესად აგდებს სიღრმიდან მაღლა და გიჭირს გამოფხიზლება, იმდენად, რომ სუნთქვა გეკვრის, წამიერად გადახვალ იმ სამყაროში, რომელ სამყაროსაც ძალიან დიდი ხანი აიგნორებდი და ცდილობდი საკუთარი თავისთვის გეთქვა, " არა, შენ ამ სამყაროს არ ეკუთვნი, შენ იმაზე მეტად ძლიერი ხარ, ვიდრე წარმოგიდგენია" წითელი ღვინო და იმაზე ფიქრი, რომ ცუდად ვარ, უკვე მღლის, პატარა კარგი მოგონებაც კი, ჩემთვის ახლა ბნელ ოთახში ანთებული სანთელია, ოთახში სადაც ფანჯრები ღიაა და ქარიც უბერავს, მე კი ამ სანთლის გადარჩენას ვცდილობ, მაგრამ არა, რამდენჯერაც ვანთებ, იმდენჯერ ქრება, მალე ასანთიც აღარ მექნება, სისხლი მეყინება, ადრე არ ვიცოდი რა იყო ეს გრძნობა, როცა ძარღვებში სისხლი აღარ მოძრაობს, შუაგულ სიბნელეში ვდგავარ და ჩემი ცხოვრება ფრაგმენტებად იშლება კედელზე, როგორც დიდ კინოთეატრში, დიდ ეკრანზე ყველასთვის ნაცნობი ფილმი , სადაც მთავარ როლში მე ვარ და ვხვდები, რომ სულ მარტო ვარ, სადღაც გაჭედილი, მარტო, იმიტომ რომ ასე მსურდა, ყველა კადრში მარტო ვარ, მე და ჩემი მუსიკა, მუსიკას ხანდახან ფილმები ცვლის, ხანდახან კი ჩემი ერთადერთი მეგობარი სოფი, რომელიც მუდმივად ცდილობდა ჩემ გაგებას იმ პერიოდში როცა მე, მე უბრალოდ დავიკარგე, კიდევ ბულინგი, ტკივილი...
წითელი ღვინო მღლის, ცარიელი თვალებით მივშტერებივარ განათებულ კედელს, ცარიელი, ემოციწბისგან დაღლილი სული მამძიმებს, ისეთი გრძნობა მაქვს, თითქოს უდაბნოში მოხეტიალე ქარიშხალი ვარ, რომელიც დარდს როგორც ქვიშას ისე ატარებს, " არა, შენ იმაზე ძლიერი ხარ, ვიდრე გგონია" ფრაზაა რომელსაც ვამართლებ, სიძლიერე ჩემში ჩემზე მეტია, მაგრამ არსებობს წუთები, როცა უბრალოდ მინდა სუსტი ვიყო და მღლის ჩემივე ძლიერი მხარე, მინდა ვიკივლო, ვიტორო, რამე დავამტვრიო, მაგრამ ვერა, ვერა და არა, იმ წამებშიც კი ვცდილობ გაძლიერებას, ვიცი ძლიერი თუ არ ვიქნები გადამივლიან, მომატყუებენ...
ფილმი გრძელდება, ვუყურებ ჩემ ცხივრებას და ვხვდები რომ არაფრის მომცემი წუთების გარდა არაფერია, ვხვდები რომ ბევრი დამიკარგავს და თითქმის არაფერი გამიკეთებია საკუთარი ბედმიერებისთვის, უსარგებლოდ ვზივარ და მოვთქვამ, ამის გაანალიზება რთულია, მაგრამ საჭირო, ვხვდები, რომ ბრძოლას აზრი ყოველთვის აქვს, რომ არ მებრძოლა აქამდე ვერ მოვიდოდი და ხო, ცხოვრების აზრიც სწორედ ამაშია, რაც არ გვკლავს, გვაძლიერებს.
ამ სულელური ფილმის რეჟისორიც ალბათ თავად მე ვარ.
ეკრანი ქრება, სიბნელეში და დამაყრუებელ სიჩუმეში საფიქრალი მეტად მძინვარე ხდება, მითრევს და მითრებს წარსულის ამაო მოგონებებში, მიხსნის ტკივილებს, ნაიარევებს, ცრემლის ოკეანეს აჩენს ჩემი თვალის რკალში და სიმწრის სიცილი მედება სახეზე, რამდენს გოუშვერია ჩემსკენ ხელი, რამდენს უსვრია ტალახი, რამდენს მოვუტყუებივარ და მაინც მივდივარ, კივდივარ და თითო ნაბიჯი მაახლოვებს სიკვდილთან, რომელიც ხანდახან ისე ძლიერ მინდა, რომ ლამის თვითონ ვემთხვიო, დავპატიჟო და გავუმასპინძლდე საკუთარი სულით, სულით რომელიც შეიძლება გემრიელი. არ იყოს, იმდენად გამომშრალი და დაღლილია, წარსულის აჩრდილით მცხოვრებ ადამიანს ისღა დარჩენია იგლოვოს, მაგრამ ძალა უნდა ვიპოვნო საკუთარ თავში, წამოვდგე და წელში გავიმართო, ჩემი დამძიმებული სული ავიყვანო და ვატარო მანამ, სანამ კიდევ ერთ ბნელ ოთახში არ გამომამწყვდევს, რადგან უკვე მიჩვეული ვარ, ჩემი დამძიმებული სუკის თრევას, სულის რომელსაც ადამიანები მუდმივად ესვრიან ტალახს, ბოღმას, ტყუილს.
მაგრამ არ წავქცეულვარ და არც ახლა ვაპირებ, ადამიანმა საკუთარი თავი თვითონ უნდა ატაროს ცხოვრების გზაზე, თუ დაეცი უნდა ადგე..




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent