სევდიანია არ წაიკითხო
მდაჰ... დიდი ხანია არაფერი დამიწერია. მგონია ადამიანს უნდა ვესაუბრო,რომელთანაც დიდი ხანია შეხება არ მქონია და არ ვიცი საუბარი როგორ წამოვიწყო. პირველი სიტყვის დაწერა ჩემთვის ყოველთვის რთულია.ერთი სიტყვა და შემდეგ თავისით მოდის ის რაც მინდა,რომ ვთქვა. რა მინდა,რომ ვთქვა? მინდა ვისაუბრო ჩემზე,ოღონდ ტყუილების გარეშე.მინდა გამოვუშვა ყველაფერი რაც შიგნით მაქვს.აქ ხომ არავინ გამაკრიტიკებს და არავინ მეტყვის აი იცი რა? ეს ასე არაა,ეს ასე უნდა იყოს. ადამიანებს ჰგონიათ,რაც უფრო მეტ რჩევა-დარიგებას გასცემენ მით უფრო სიკეთეს გააკეთებენ. ჩემი აზრით კი ასე არაა.არავინ არასდროს იცის ვის,როგორ სტკივა და ვინ რატომ ჩაიდინა ესა თუ ის საქციელი.ადვილია კრიტიკა.ადვილია იჯდე კრიტიკოსის სკამზე,მაგრამ რთულია იყო კრიტიკის ქვეშ. ბავშვობიდან ვერ ვიტანდი კრიტიკას.მეზიზღებოდა,როდესაც რამეს მისწორებდნენ.ვიცოდი,რომ ამ ადამიანებს კარგი უნდოდათ,მაგრამ მათ არ იცოდნენ მე რატომ ვაკეთებდი ისეთ რაღაცას,რომ სალაპარაკო მიმეცა მათთვის. ბავშვობის მოგონებებიდან ყველაზე ტკბილად ჩემი ლეკვები მახსენდება. რა შუაშია ხო კრიტიკასთან? მაგრამ აი ასე უბრალოდ მინდა ვთქვა და შუაშია. ლეკვების გარდა თავშესაფარი არ მქონდა,სანამ კითხვა არ ვისწავლე და ლიტერატურა არ შევისისხლხორცე.შემდეგ ფილმები,მუსიკა. ეს ოთხეული დღემდე ჩემი თავშესაფარია წვიმიან,მზიან,თოვლიან და ქარიან ამინდში. თუ გაინტერესებთ ჩემთან ძირითადად წვიმს და მოღრუბლულია. მეც სახეზე ღრუბელი მაქვს. და წვიმს ხოლმე ჩემი თვალებიდან. ხანდახან მინდა,რომ ბავშვობაში ვიყო,ღრმა ბავშვობაში არაფერი,რომ არ ვიცოდი. მერე მინდება,რომ საერთოდ არ ვიყო. რაღაცნაირად მომბეზრდა ყველაფერი. აზრი არ აქვს ჩემთვის არაფერს. ვიცინი,მაგრამ გულით არა. ვტირი,როდესაც მარტო ვარ. არა არა. დეპრესიული საერთოდ არ ვარ. რომ მიცნობდეთ სულ სხვანაირად იფიქრებდით. დეპრესიული არა უფრო მოშლილი და დაღლილი ვარ. ერთადერთი სურვილი მაქვს. ოდესმე ყველაფერი დამთავრდეს. მინდა ჩემი დედიკო,მამიკო და ძამიკო ისევ ერთად ვიყოთ. მინდა გვქონდეს ხოლმე თვეში ერთხელ ისეთი დღეები,როდესაც ვიცინით და პრობლემები გვავიწყდება. მაგრამ ეს ვერასდროს ვეღარ მოხდება. დედიკო და მამიკო ძალიან შორს არიან. ძალიან ძალიან შორს. ჩემს ძამიკოს არ ვახსოვარ. ალბათ მარტივი დასავიწყებელი ვარ. ოდესმე,ოქროს თევზს თუ დავიჭერ სამ სურვილს ვეტყვი. დედიკო. მამიკო. ძამიკო. მეტი არ მინდა. ახლა ვხვდები,რომ ის უკანასკნელი პური,რომელიც ოჯახში იყო და რომელსაც პირს არავინ ვაკარებდით,რა ტკბილი ყოფილა. საპურეში იდო ხოლმე მანამდე სანამ ობი არ მოეკიდებოდა. არცერთი ვჭამდით უკანასკნელ პურს,რადგან არ გვინდოდა რომელიმე შიმშილით ცუდად გამხდარიყო. პური პატარა იყო. ჩვენ ოთხნი ვიყავით. ვიცი ვბოდავ. უნდა ვბოდავდე. შენ ჩემს ადგილზე ამასაც ვერ შეძლებდი ზუსტად ვიცი. ბევრი ჩემს ადგილზე საერთოდ ვერაფერს შეძლებდა. მე კი შევძელი. სწავლა მინდოდა-ვსწავლობ. ფული მინდოდა-მაქვს. გართობა მინდოდა-მაქვს. მაგრამ.. დედიკო,მამიკო და ძამიკო არ მყავს. ჩემს ძამიკოს ადრე ვუყვარდი და ჩემზე ზრუნავდა.სკოლაში ყველას სცემდა ვისაც მოვეწონებოდი. მერე აღარ მაქცევდა ყურადღებას. სადღაც გაქრა და წავიდა. არ მეხმიანება. წელიწადში მაქსიმუმ ორჯერ მომიკითხოს. იცის,რომ ცოცხალი ვარ და არ თვლის საჭიროდ ზედმეტად შეწუხებას. ვაიმე ვიცი. ჩემს ძამიკოს იმდენად ვუყვარვარ,რომ არ მაწუხებს,იცის მისი ზედმეტი სიყვარული გამაღიზანებს და ამიტომ არ მირეკავს და არ მნახულობს. ვიტყუები... ჩემს ძმას არ ვაინტერესებ. მე მაინტერესებ. სულ მასზე მეფიქრება და იმ დროზე,როდესაც ერთად ვთამაშობდით სახლში.ჩვენ ბავშვობაში არაფერი არ გვქონდა,ყოველთვის ყველაფერი გვაკლდა,მაგრამ ერთმანეთი გვყავდა. ვფიქრობ,ხოლმე ჩემი ძმისშვილი როგორი იქნება. მინდა,რომ ლიტერატურის,ფილმების და მუსიკის სიყვარული ვასწავლო. მაგრამ არა მგონია ოდესმე მივიდე მასთან. დედიკო და მამიკო სულ იმას გვეუბნებოდნენ ერთმანეთი გიყვარდეთო. იშვიათად მაგრამ ამბობდნენ. პრობლემებმა ოთხივე დაგვანგრია. გრძნობები ჩაგვიქრო და გული ამოგვიწვა. მე სხვა ვარ. ისინი სხვა. პრობლემები,რომ არა უფულობა,რომ არა და ჩხუბი,რომ არა ჩვენ ახლა ოთხივე მშვიდად ვიქნებოდით. ოთხივე სამსახურებიდან მოსული დავსხდებოდით და მთელ დღეს განვიხილავდით. მერე იმდენს ვიცინებდით დაღლილობა გადაგვავიწყდებოდა. ჩემი ძმა ხუმრობით თმას მომქაჩავდა,ხუმრობითვე გავბრაზდებოდი. ეს არ მოხდება. ვერ მოხდება. ვერასდროს. დედიკო შორსაა. მამიკოც. ჩემი ძმაც. იმის გააზრება,რომ ოჯახი არ გყავს სიცარიელეს ქმნის სულში.თავი ტრიალ მინდორზე გგონია,სადაც არ იცი რა უნდაა ქნა და სად წახვიდე. იმის გააზრება,რომ მარტო ხარ რთული გადასატანია. რთულია როცა სახლში მისულს არავინ გხვდება. რთულია,როდესაც არავინ გირეკავს დაგაგვიანდება თუ არა. ჩემი ოჯახი მინდა. ბევრი მივქარე,მაგრამ ამდენმა პრობლემებმა მძიმედ ჩამწყვიტა ძაფები და არცერთი აღარ შემრჩა. ცარიელი ვარ. ოჯახის გარეშე ფიტული ვარ. ჩემი ოჯახი მინდა. ვტირი. ვეღარ ვწერ. ნახვამდის. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.