ჩემი ხედვები
გზა ჩვენი პირველი ამოსუნთქვიდან ბოლო ჩასუნთქვამდე, ანუ, რას ნიშნავს იყო ადამიანი?! ჩვენი ყველა საქციელი, ნაბიჯი, გადაწყვეტილება თუ უბრალოდ მოძრაობა, განსაზღვრავს ჩვენს ცხოვრებას და იმ გზას, რასაც ამ ცხოვრების გასავლელად ვირჩევთ. ერთი განსხვავებაა ადამიანსა და ადამიანს შორის: მათ ადამიანურობა განასხვავებთ. რამდენჯერ ვცადე, ღიად და პირდაპირ მეთქვა ჩემი სათქმელი, რამდენჯერ ვთქვი კიდეც, მაგრამ ბოლო ყოველთვის ერთია და როცა ლაპარაკობ, ვინმე უნდა გისმენდეს. ათას ფერსა და სივრცეში, თვალი ერთ ფერს და ერთ მიმართულებას გამოარჩევს, უამრავი მელოდიიდან ერთი ყველაზე ძვირფასი და საყვარელია, გონება კი მილიონი ფიქრიდან ყოველთვის ერთის ირგვლივ ტრიალებს. ადამიანებშიც ზუსტად იგივენაირადაა. არსებობს ერთი, ყველაზე ახლობელი პიროვნება, არ არსებობს მისი გამორჩცევის კრიტერიუმი, უბრალოდ, ის ყველაზე ახლოა და მორჩა. გულწრფელობის სინდრომი მაწერინებს, მაწერინებს იმიტომ, რომ თქმის საშუალებას არ მაძლევს. საერთოდ, ყოველთვის ასეა, როცა ერთი შესაძლებლობა გეძლევა, მეორეს კარგავ. მე მიყვარს ღარიბი ადამიანები. ღარიბი ადამიანები რატომ მიყვარს? მდიდარი სული აქვთ და მაგიტომ. მათ ყველაფრის ფასი იციან. მიყვარს ადამიანები, რომელთა მიზანი არა ფული, არამედ ბედნიერებაა. კარგია, როცა ცდილობ სხვა გააბედნიერო, რადგან მერე შენც ბედნიერი ხარ. წვრილმანებში , რომ პოულობენ ბედნიერებას ეგ მიყვარს ადამიანებში. მიყვარს უბრალო, კეთილი, წრფელი ადამიანები , მსიამოვნებს ასეთებთან ურთიერთობა, რომელთაც ყველა ის გრძნობა , ღირსება გააჩნიათ რაც ადამიანობისთვისაა საჭირო. ადრე ბუნება მიშლიდა მაღლა ახედვას და სანამ თვითონ არ მაცდუნებდა, ცის მეტს ვერაფერს ვხედავდი. უკვე აღარ მაკვირვებს ღიმილნარევი ტყუილი, ტყუილი გამიზნული იმისთის, რომ გაგანადგუროს, ღიმილი კი იმისთვის, რომ განადგურებული უფრო გაგანადგუროს. ადამიანები ჯამბაზებს გვანან: კულისებში ემზადებიან და სცენაზე თამაშობენ დიდი აუდიტორიის წინაშე, რომ რაც შეიძლება მეტი დარჩეს მოტყუებული. მე მაინც მგონია, რომ რეალობასთან შეგუება დამარცხების ტოლფასია. არსებობენ თევზები, რომლებიც თავიანთი სურვილებისათის ხიდებს ახტებიან. ისინი არ ეგუებიან მათთვის დაწერილ წესებს. არ თვლიან თავს ვალდებულად, რომ ყოველთვის ერთ სიმაღლეზე იყვნენ. არ შეიძლება საზღვებს იმდენად გაცდე, რომ უსაზღვროდ დარჩე. როცა ფიქრი მიწყდება თვალწინ მიდგება სუიციდით შეპყრობილი ადამიანი, რომელსაც გადამწყვეტ წუთში ვაზნები უთავდება. ასე მოქმედებენ ჩემზე ფიქრები, ყოველთის და ყველგან ჩემთან ერთად, რომ არიან. ერთხელ არაბ ფილოსოფოსს ღაზალს ჰკითხეს :,, როგორ მიაღწიე ასეთ მაღალ საფეხურს მეცნიერებაშიო? იმით, რომ არ მრცხვენოდა მეკითხა ის რაც არ ვიცოდიო.“ - უპასუხა მან. ძალიან მნიშვნელოვანია არ შევწყვიტოთ კითხვების დასმა. ცნობისმოყვარეობა ადამიანს შემთხვევით არ მისცემია. სწორი გადაწყვეტილების საპოვნელად ჭკვიანი ადამიანები კითხვებს სვამენ. შეეკითხეთ თავსაც და სხვებსაც ახლის გაგებასთან ერთად საკუთარი ზრდის გაანალიზებას მოახერხებთ. ყველა ადამიანი პატივიცემის ღირსია ვისაც სამშობლო უყვარს და ცდილობს არ დაამციროს ადამიანთა ყველაზე დიდი მონაპოვარი, ყველა ტკბილ ნაყოფზე ტკბილი ნაყოფი: თ ა ვ ი ს უ ფ ლ ე ბ ა! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.