შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიცარიელე


15-08-2019, 11:13
ავტორი Sadie_fantasy
ნანახია 1 242

ყველა ადამიანის ცხოვრებაში არის პერიოდი , როდესაც არაფერს გრძნობ. როგორ? აი , ასე . უბრალოდ არ გრძნობ , ვერ გრძნობ. არ შეგიძლია , რომ მან შენში რაიმე ემოცია აღძრას.

უყურებ ლეკვს , რომელიც კოჭლობს და ვერ დადის. უყურებ ემოციურ ფილმს , სადაც წყვილი კვდება. უყურებ როგორ მიდის საყვარელი ადამიანი ნელ-ნელა შენი ცხოვრებიდან და როგორ ხართ განშორების პირას. უყურებ დედაშენს , რომელიც ავად არის . აკვირდები შენს ყველა პრობლემას , მაგრამ... ვერაფერს გრძნობ. არაფერი განაღვლებს. შიგანად მთლიანად ცარიელი ხარ და არ შეგიძლია , რომ ყოველივე ეს იგრძნო. უყურებ მეგობრებს , რომელთაც მხიარული და მათთვის საბედნიერო ამბავი შეემთხვათ , შენც იღიმი და იცინი , მაგრამ არა იმიტომ , რომ ეს სასაცილოდ გეჩვენება , არამედ იმიტომ , რომ მათ არ აწყენინო და მეგობრებთანაც არ გაუცხოვდე , რომლებიც შენს ცხოვრებაში მართლაც , რომ საუკეთესო მოვლენები არიან და , რომლებმაც ყველანაირი გაჭირვება გადაგალახინეს.

გიწყებენ ოჯახის წევრები საყვედურს თუ რატომ არ ჭამ , რატომ არ სვამ , რატომ არ გძინავს და თუ რატომ იქცევი ასე ... მაგრამ როგორც უკვე ვახსენე , შენ არაფერი არ განაღვლებს. უბრალოდ წყნრად, ყველანაირი დრამის გარეშე მიჰყვები დინებას . ელი , ელი იმას თუ რა მოხდება , მაგრამ იცი , რომ შენი ქმედების გარეშე არაფერი არ მოხდება , მაგრამ მაინც. შენ წყნარად ელი სასწაულის მოხდენას და შენი თავის ორმოდან ამოთხრას. მაგრამ გულის სიღრმეში ესეც არ განაღვლებს , უბრალოდ არ განაღვლებს. პრობლემის წინაშე დგახარ და იცი , რომ გადაწყვეტილება უნდა მიიღო , ეს მხოლოდ შენ გეხება , მაგრამ გამოიცანით რა? როგორც სხვა დანარჩენი , ესეც სულერთია შენთვის და არ განაღვლებს ის , რომ აქაც ისევე ჩაფლავდები , როგორც სხვა დანარჩენში .

როგორც უკვე ვახსენე , შენ ცარიელი ხარ. უბრალო ხორციანი სხეული ხარ , გამოფიტული გონებით და სამყაროთი , მაგრამ შენ ესეც ფეხებზე გკიდია და მხოლოდ ის გინდა , რომ ამ სამყაროს მოსცილდე.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent