სოფლიდან თბილისში
მოკლედ 6 წელია თბილისში ვცხოვრობ .სიმართლე გთხრათ ადრე უფრო მომწონდა.საინტერესო იყო ახალი გამოწვევებით ,ახალი სახლით ,პრობლემებით .ყოველთვის მეგონა რომ რომელიმე ფილმის პერსონაჟი ვიყავი .მერე იყო თვით დამკვიდრების სურვილი , უნივერსიტეტი და სტიპენდიაზე დაკლებული 3 ქულა .მერე იყო ბევრი სახლი ,ბევრი სხვისი სახლი და მონატრებული სიმყუდროვე. მონატრებული წვიმა და ის გზები ,რომელსაც მხოლოდ შაენს სახლთან მიჰყავხარ.იცით რას ნიშნავს საკუთარი სახლი?ეს ნიშნავს მუსიკის ჩართვას და სიმღერას ,ოთახებს შორის ცეკვას,ეს ნიშნავს ხალიჩაზე ფეხშიშველ სირბილს,შენი სახლი ნიშნავს სითბოს,.აქვერ ვნახე ... ა ქ მხოლოდ უმადური "ხაზეიკები" და მეზობლები ვნახე .აქ ყველას ჰგონია რომ უსახლკარო ხარ.ჩემს სოფელში უთბილესი გამარჯობა იციან ... ბოლო 3 წელია 1 სახლში ვცხოვრობ (ნუ სახლი პირობითად) ყვეაზე მიტად ის არ მომწონს რომ გამარჯობა არ იციან.გაგიკვირდებათ და ვერ ვასწავლე (ვეცადე). თბილისს შევეჩვიე , მაინ არის კორუსებს შორის დატოვებული ბუნების კვალი. ყოველთვის ვფიქრობ ,შეძლებს ბუნება გადარჩენას? ... და ვხვდები რომ ჩვენ ყველაფერს გავუძლებთ ,ჩვენ სოფლის 2 სართულიანი დიდი სახლიდან სხვის 1 ოთახში გადმოვალთ ,ჩვენ ხეებს და ყვავილებს გავცვლით ჩაბეტონებულ კორპუსებში.ჩვენ შევძლებთ ადაპტირებას ,მაგრამ ბუნება ? |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.