შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ეცადე ბედნიერი იყო


16-10-2019, 04:59
ავტორი lucky_xD
ნანახია 1 176

არმინდა ისეთი ადამიანი ვიყო ვინც ვერ ამჩნევს მის ირგვლივ რაც არის. არმინდა უმადური ვიყო...
ყოველთვის ჩემს თავს ვუმეორებ ვისწავლო არსებულით ბედნიერება... არმინდა ის ადამიანი ვიყო ვინც თავს ძალით იტანჯავს როცა რეალურად ამის საბაბი არ აქვს...
ზუსტად ამიტომ ყოველთვის როცა სევდა მიპყრობს ჩემს თავს ვეკითხები ლიკა რა გიშლის ხელს ბედნიერებაში?
რაღაც თინეიჯერული სევდა? მეგობრის ან შეყვარებულის დაკარგვით გამოწვევული?
სიყვარული?? ალბათ გავა დრო და გამეცინება ამ გრძნობაზე. აი მეგობრობაზე კი ნაღდად ვერ ვიტყვი იგივეს... მაგრამ უნდა შევეგუო რომ ადამიანები ასეა... ზოგი მიდის ზოგიც მოდის უბრალოდ გააჩნია ვინ მოვა და დარჩება სამუდამოდ....მაგრამ დასაკარგი უნდა დაიკარგოს... ისეთი ვინც ხელს გკრავს და არ გიღებს ისეთს როგორიც ხარ...
ხელს გკრავს... ყოველგვარი რჩევის და ყოველგვარი დახმარების სურვილის გარეშე... ის ადამიანი ვინც უბრალოდ ადვილად გიშორებს თავიდან და ჯანდაბაში უშვებს დიდი ხნის მეგობრობას არც არასდროს ყოფილა ამ მეგობრის ღირსი...
ახლა კი ისევ დავუბრუნდე ჩემს თავს? რა მიშლის ხელს? რამე მაკლია? არაა უბრალოდ ალბათ ეს ყველაფერი ასაკთან ერთად გაქრება...
მე ხომ ყველაფერი მაქვს რაც მჭირდება, მაქვს პროფესია, ვსწავლობ და მყავს გვერდით საყვარელი ადამიანები...
ალბათ ზედმეტად მგრძნობიარე ვარ...
ეს ჩემი დიდი პრობლემაა რის გამოც ბევრს ვმუშაობ ჩემს თავზე. ამას მეორენაირად ეგოისტობას დავარქმევდი... ადვილად მწყინს უბრალო უყურადღებობაც... თუმცა ვცდილობ მივეჩვიო....
მე ვცდილობ ბედნიერი ვიყო არსებულით რადგან ბევრს ჩემზე ბევრად მეტი აკლია ცხოვრებაში... არ ვკითხულობ მორალს და არც ის მინდა ბევრი იყოთ ჩემნაირ ომში საკუთარ თავთან...უბრალოდ დააფასეთ რაც გაქვთ და რაც არ უნდა ბანალურად ჟღერდეს ეცადეთ ბედნიერები იყოთ...




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent