შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

იზოლირებულ'ად


21-10-2019, 00:29
ავტორი iname123
ნანახია 882

შავი ხაზი ჩნდება,ქრება,ჩნდება,ქრება და ასე დაუსრულებლად.
არ ვიცი რა დავწერო.
ტკივილზე?სიხარულზე?
ალბათ დიდი ხანია არაფერი დამიწერია და ამის გამოა სიტყვებს თავს,რომ ვერ ვაბამ.
მოდი ქრონოგიულად ვეცდები დავალაგო და იქნებ შევიმსუბუქო ტკვილი.
პირველი ისაა,რომ მესამე წელია უცნაური დეპრესიისგან ვიტანჯები.
უცნაური იმიტომ,რომ ამის დამალვა საკმაოდ კარგად გამომდის.
,,უახლოესი’’ ადამიანებიც კი ვერ ამჩნევენ იმდენად ვფარავ.
ზაფხულის პერიოდში კარგად გამომდიოდა და იმდენად კარგად,რომ რაღაც მომენტში მეც კი დამავიწყდა.მაგრამ როგორ შეიძლება ადამიანს ეს დაგავიწყდეს. ეს იგივეა არ აღიარო,რომ მომაკვდავი ხარ.
ჩემი ეს ვითომდა დეპრესიები გენეტიკურად მარგუნა მამაჩემმა,სხვა არასდროს არაფერი უჩუქებია ჩემთვის და ეს მაჩუქა(მადლობა მამას).ვცდილობ ყველანაირად მას არ დავემსგავსო.რას აღარ ვაკეთებ,რომ ეს დაავადება ჩავკლა,მივმალო,მოვიშორო და სამუდამოდ განვთავისუფლდე მაგრამ არ გამომდის,მგონი ყველაფერი გამომდის ამის გარდა.
დიდი ხანია ამ დავადებით ვიტანჯები,მაგრამ ეს მხოლოდ სამი წელია გავიაზრე.
როდესაც ამას მივხვდი 16 წლის ვიყავი.მანამდე დედაჩემს ჩხუბის დროს ხშირად უთქვამს მამაშენს ჰგავხარ შენც მისნაირი ხარო,მაგრამ ყურადღერბა არ მიმიქცევია რა მეგონა მართალს თუ მეუბნებოდა.
ეს,რომ გავიგე არ ვიცი,რატომ მაგრამ იმ პერიოდში მამაჩემი ჩემი დაკვირვების საგანი გახდა.ყველაფერში ვაკვირდეოდი,რას როგორ აკეთებდა და ამბობდა და მივხვდი,რომ მამაჩემის დაავადება არც იმდენად ცუდი იყო.ის ხშირად მოსიყვარულე იყო,მაგრამ მეორე წამს მონსტრი ხდებოდა.ახლა თქვენთვის მომინდვია დათვლა წამების,წუთების,საათების,დღეების,კვირეების,თვეების,წლების.
უმეტეს შემთხვევაში მეორე წამი უფრო ხშირი იყო,როდესაც ის მონსტრი ხდებოდა.
მე ვცდილობდი პირველ წამზე მეფიქრა მაგ მომენტში,გეფიცებით მართლა ძალიან ვცდილობდი,მაგრამ ბოლომდე არ/ვერ გამომდიოდა.
მერე დრო გავიდა და უფროდაუფრო დავემსგავსე მამაჩემს.
მერე აღარ მიკვირდა მისი არცერთი წამი.
მერე უკვე ჩემს თავს დავუწყე წამების ათვლა.
მერე ყველაფერმა დამღალა,მომშალა და უგრძნობი გამხადა.
ადამიანები შემძულდნენ და ვეღარვის ვერ ვენდობოდი,ვფიქრობდი რაც უფრო დავუახლოვდებოდი მათ მით უფრო მეტად ვერ მივიღებდი ჩემს თავს,როგორიც ვარ.
მერე მეგობრები გავიჩინე.
მერე დავკარგე.
მერე გავიჩინე.
და ბოლოს მივხვდი,რომ ვინც არ უნდა გამოჩნდეს ჩემს ცხოვრებაში მე მას ვერასდროს მივიღებ და ვერასდროს გავაცნობ ჩემს თავს ბოლომდე რადგან ფიქრი იმისა,რომ შენ რაღაც გჭირს რაც შენს გონებაშია და ეს რაღაც ბოლოს გიღებს არ გაძლევს არაფრის უფლებას.
მყოლია რამოდენიმე მეგობარი,რომელბთანაც მხოლოდ მისაუბრია იმაზე,თუ მამაჩემს რა სჭირს მაგრამ ისინი ვერასდროს მიმხვდარან იმას,თუ მე რა მჭირს.
დამღლელია უხსნა როგორ ხარ და როგორი ხარ.
ვფიქრობ ამაზე საუბარი საჭირო არაა,რადგან თუ ბოლომდე მოახერხებენ შენს გაცნობას ადვილად მოგიღებენ ბოლოს.
მაინც მაოცებს კატეგორია იმ ადამიანებისა,რომლებიც ცდილობენ მაქსიმალურად ბოლომდე გააცნონ ვინმეს საკუთარი თავი.
ანუ ეს არ უნდა ხდებოდეს,რადგან შენ შენს თავზე არ უნდა გიწევდეს საუბარი.იმიტომ,რომ საქციელებით უკვე ყველაფერი ნათქვამი გაქვს.
და რას ვბოდავ ვინმე ამიხსნის?
ანუ ამას ახლა მე,რატომ ვწერ?
არ ვიცი სიმართლე გითხრათ.
უბრალოდ სიჩუმემ საკმაოდ დამღალა და ერთადერთი,რაღაც ეს შემრჩა სადაც ისეთი ვარ,როგორიც ვარ.
აქ არ მოგიწევს თავის მოჩვენება.
არ მიწევს იმის თქმა,რომ გულგრილი ვარ,რომ ყველაფერი ფეხებზე .რომ და რომ და რომ.......ასე დაუსრულებლად.აბრეხვებ ფრაზებს,რადგან გჭირდება ეს,რადგან საზოგადოებაში უნდა გაერიო,რომ არ ამოგხდეს მარტოობაში სული და შენი გვამი მართლა კატებმა არ შეჭამონ და შენი სიკვდილი არ გაიგონ სადარბაზოში დაყენებული სუნით.
გინდა არ გინდა ამას აკეთებ.
გინდა არ გინდა მათ საუბარში ყვები და თავს აჩვენებ თითქოს ძალიან გაინტერესებს,როდის იჟიმავეს ბოლოს.
თითქოს გაინტერესებს ყველაფერი და ამ ყველა სირობას ერთდროულად უსმენ.ერთი გაჩუმდება მეორე დაიწყებს,მერე მესამე და ასე დაუსრულებლად.მერე შენი ჯერი მოდის.
შენც უნდა თქვა რამე.
შენც დგები და აბრეხვებ რაღაც სისულელეს,რაც ძალიან მთვრალმა,ან კაიფში ჩაიდინე და ამაზე იწყებ საუბარს.
სინამდვილეში ეს ყველაფერი მარაზმია და გულის ამრევი.
ვუყურებ ვუსმენ და ჩემი თავი მეზიზღება,რომ იძულებული ვარ ესე მოვიქცე.
იძულებული ვარ საკუთარი თავი დავმალო და ამ ყველაფერტს ამიტომ ვაკეთებ.
არ გინდა ავადმყოფის და გიჟის იარლიყი მოგაკრან და ამ ყველაფერს ამიტომ აკეთებ.
გაიძულებენ საკუთარი თავი შეგზიზღდეს და უარყო ის.
გაიძლებენ მათნაირი სულელი და უტვინო გახდე,და შენც სხვა გზა არ გრჩება.მათ არეულ და უმიზნო ნაბიჯებს ჰყვები მანამდე,სანამ მარტო დარჩები.
როდესაც მარტო რჩები....
ღმერთო როგორ მეხსნება მხრებიდან ყველაფერი,როდესაც საკუთარ სივრცეში ვრჩები მარტო.
მარტო თავისუფლად ვიცინი.
თავისუფლად ვტირი.
ვაკეთებ იმას,რაც უნდა გამეკეთებინა მთელი დღის განმავლობაში და არ გავაკეთე მხოლოდ იმის გამო,რომ გიჟის იარლიყი არ მომწონს.
კი მატყუარა ვარ.
დიახ მე ყველას ერთდროულად ვატყუებ და ვაჩვენებ თავს ისე თითქოს მე მათი მესმის.
სინამდვილეში,როდესაც მათ ვუსმენ გონებით სულ სხვაგან ვარ.ძირითადად ამ დროს წარსულის დავიწყებაზე ვფიქრობ.
მახსენდება ყველა ცუდი დეტალი,ამ დროს კი მინდა ვიყვირო და გული ამოვიგლიჯო.
შემდეგ ამოგლეჯილი გული მათ დავუგდო და სისხლმა მათი ცივი სახეები მოსვაროს.
მინდა გული ვესროლო და დაინახონ,თუ როგორ მაქვს.
ღმერთო..
ნუთუ მართლა ასე გავიხადე საქმე,რომ საკუთარ თავზე უარი მეთქვა მხოლოდ იმის გამო,რომ იარლიყების მეშინია.
ღმერთო...
მამაჩემთან საუბარს გავურბივარ რადგან არ მინდა საერთოები ვიპოვო ჩვენს შორის.
,,მეგობრებთან’’ ვცდილობ სხვადასხვა თემებზე ვისაუბრო.
არ გამომდის.
ვერ ვემსგავსები მათ.
ძალიან ხშირად მიცდია,მაგრამ ცდის მომენტიდან ვხვდებოდი,რომ მე მათნაირი ვერასდროს გავხდებოდი,მაგრამ ის მანუგეშებდა,რომ ვცდილობდი მაინც.
მე ჩემი თავი მივიღე ისეთი,როგორიც ვარ მაგრამ ეს საკმარისი არაა.
ადამიანს გჭირდება საზოგადოებაში გასვლა სწავლა,მუშაობა და უამრავი რამ.
ამას კი ვერ გააკეთებ ისე თუ მათ არ დაემსგავსე.
როდესაც ვეცადე,რომ ვყოფილიყავი ის ვინც ვარ,გამთელეს,გადამიარეს,მომკლეს,მომშალეს მომანგრიესსს.სული ამომაგლიჯეს და სხეულის თვალწინ აწამეს.
ძალა წამართვეს მებრძოლა მათთან და ვყოფილიყავი მარტო.
მარტო ვარ ახლაც,მაგრამ ეს ისეთი სიმარტოვეა მათ,რომ არ იციან.
ეს სიმარტოვე ჩემია და არავის დავუთმობ.
ყველა მეზიზღება.
მათ,რომ წარმოიდგინონ ჩემს ადგილზე თავი და გაიგონ რა გამოვიარე გამოხტებიან სტატუსებით და გვერდში დამიდგებიან.ქუჩაში კი ზედაც არ შემომხედავენ.დედაჩემს საწყალი სახით დაუწყეებნ ყურებას და მადლიერებას გამოთქვამენ იმის გამო,რომ მათი შვილი კიდევ კარგი მე არ მგავს და ღმერთმა არ ქნას არ დამემსგავსოს.
საცოდავებო!
ნეტავ თქვენი უტვინო ნაბიჭვრები რას იზამდნენ ჩემს ადგილზე?
დავიჯერო ისე იქნებოდნენ,როგორც ახლა მე ვარ?
საცოდავები ხართ და გულს მირევთ!
მაგრამ ჩემი თავი უფრო მეცოდება,რადგან იძულებული ვარ ვესაუბრო და გავუღიმო მათ,რადგან ეს საზოგადოების ეტიკეტია.
მეზიზღება ის ფაქტი,რომ მე უარს ვამბობ ჩემს თავზე,რადგან თქვენ ვერ მიმიღეთ ისეთი,როგორიც ვარ.
მაგრამ იცით რა?
მე მაინც ისეთი დავრჩები ბოლომდე.
შეიძლება ახლა მიწევს ნიღბის მორგება მაგრამ ოდესმე დადგება მომენტი,როდესაც გაკეთება აღარ დამჭირდება.მანამდე კი უნდა მოვიხსნა,მაშინ როდესაც თქვენი უტვინო ტვინები დაიძინებენ და არაფრისგან დაღლილები დასვენებას გადაწყვეტთ.
თქვენ კი ვინც ამას კითხულობთ,ზუსტად ვიცი მათნაირი არ ხართ და გეტყვით
გამარჯობა.
დროებით.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent