კითხვა-პასუხი
-დაასრულეთ? -დიახ. -შეიძლება გკითხოთ? -დიახ, შეიძლება. -ახლა როგორ ხართ? -არ ვიცი, კარგად არა, მაგრამ გაძლება შემიძლია. -თქვენ... მას ხშირად ხვდებით ხოლმე? -ადრე ხშირად ვხვდებოდით, ახლა - აღარ. იშვიათად მიწევს მასთან შეხვედრა. -საუბრობთ ხოლმე? -გვიწევს. -ამ დროს რას გრძნობთ? როცა ხედავთ, როცა ესაუბრებით... -ეს... ამმ... ძალიან, ძალიან მტკივნეულია ჩემთვის. შეიძლება ითქვას სასიცოცხლო ძალებს მართმევს. -აპატიეთ? -ვაპატიე. -და მაინც, რას გრძნობთ მის მიმართ? -შიშს. -კიდევ? -მეცოდება. -თქვენ გეცოდებათ ის? რატომ? -კი, მეცოდება. იმიტომ რომ ეშინია. მის ყველა გამოხედვაში ვხედავ შიშს. ეშინია რომ მახსოვს. ეშინია რომ არ დამვიწყებია. -თქვენ თქვით, რომ შიშს გრძნობთ. მისი გეშინიათ? -დიახ. -გეშინიათ რომ ისევ განმეორდება? -არა, ამას არ დავუშვებ! -აბა რისი გეშინიათ? -მეშინია, რომ მან ყველაფერი იცის. იცის რომ მე ყველაფერი მახსოვს. -ანუ, ყველაფრის მიუხედავად, მაინც აპატიეთ... ჰმ, თქვენ ძალიან კეთილი ხართ. -კეთილი რომ ვიყო, ამას მისთვის გავაკეთებდი, მე კი ეს საკუთარი თავისთვის გავაკეთე. -თქვენ რა, ტირით? -დიახ, მაპატიეთ... -რატომ ტირით? -არ ვიცი. უბრალოდ ძალიან რთულია ვისაუბრო და თან ემოციები მოვთოკო. -მე მიჭირს რამის თქმა, კითხვის დასმა. იქნებ დასასრულს თქვენ გვითხრათ რამე? ის რისი თქმაც აქამდე ვერ შეძელით, ან, ან... არ ვიცი, ნებისმიერი რამ... -უბრალოდ დაგემშვიდობებით. არაფერი მაქვს სათქმელი ამის გარდა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.