უნდა წავიდე!
მივდივარ!უნდა წავიდე, სხვა გზა აღარ მაქვს. აქ მიმძიმს უშენოდ.გიყურებ ყოველდღე და უშენო დღეებს ვითვლი, ძნელია რომ გხედავ,ისიც ძნელია რომ ვერ გიყურებ, მაგრამ სჯობს წავიდე,ორივესთვის ასე აჯობებს.იქნებ ბედნიერი იყო, იქნებ ლამაზი სიყვარული გეწვიოს, იქნებ მე გიშლი ხელს,ამ ბედნიერებაში.მერწმუნე ჩემთვის უფრო ძნელია .მე კი ყველაზე მეტად მინდა ბედნიერი იყო.არვიცი როგორ გადავიტან მაგ დღეს, ვიცი რთული იქნება, მაგრამ ისიც ვიცი,რომ ოდესმე დადგება ეგ დღეც. დადგება და მთელი გულით გისურვებ ბედნიერებას, მეც გამოვცდი იმას, რაც შენ განგაცდევინე და ღირსი ვიქნები ამის.არცერთი წამით არ მინდა ინანო,ისე როგორც მე ვნანობ ჩემს განვლილ ცხოვრებას.შენ ყველაზე მეტად ხარ,ბედნიერების ღირსი.ყველაზე რთული ალბათ კიდევ ის იქნება რომ, ხშირად მომიწევს შენი ნახვა შენს მეორე ნახევართან ერთად.იმედი მაქვს ვიქნები ისეთივე ძლიერი, როგორც შენ იყავი და არ შევიმჩნევ ,თუ როგორ მტკივა გული.წავალ,იქნებ ეს წასვლა ჯობდეს ორივესთვის ,იქნებ დაგივიწყო.არვიცი ვარსებობ თუ არა, ისევ შენს გულში ,მაგრამ თუ ვარსებობ,მითუმეტეს უნდა წავიდე.რომ დაგავიწყდე,რომ ჩემსავით შენც არ მოკვდე ყოველდღე, ჩემი დანახვით.რომ შენც გქონდეს ბედნიერების უფლება ,რომ ამომშალო შენი ცხოვრებიდან,შენი გულიდან ,მე ამის ღირსი ვარ და არცერთი წამით არ ინანო ეგ,თუ ერთი დღე გათენდება და შენს გულში არანაირი ადგილი აღარ მექნება.მე ვერ შევძელი მაგრამ შენ უნდა შეძლო....
|
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.